როგორც Inside The Warriors-ი წერს, გუშინ, ცენტრმა ოგნენ კუზმიჩმა „გოლდენ სტეიტ უორიორსთან“ 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ცნობილია, რომ მხარეებმა ჯერჯერობით არაგარანტირებული შეთანხმება გააფორმეს.
ცნობისთვის, 23 წლის მოთამაშე, რომელიც გასულ სეზონში ესპანურ „უნიკახაში“ გამოდიოდა, გასული წლის დრაფტზე „უორიორსის“ ხელმძღვანელებმა 52-ე ნომრად აირჩიეს.
ალექსანდრე მატევოსოვი