უესტბრუკი, დაახლოებით, შვიდ კვირას გამოტოვებს

„ოკლაჰომა სიტი თანდერის“ პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ გუნდის პლეიმეიკერს რასელ უესტბრუკს მარჯვენა მუხლის ოპერაცია გაუკეთეს, რის გამოც იგი, დაახლოებით, შვიდი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

„აქამდე რასელს ტკივილი არ აწუხებდა, თუმცა ბოლო მატჩებში ყველაფერი შეიცვალა“, – განაცხადა კლუბის გენერალურმა მენეჯერმა სემ პრესტიმ.

აღსანიშნავია, რომ ტრავმის გამო რასელმა სეზონის სტარტზე ასევე არაერთი შეხვედრა გამოტოვა. თუმცა, ამის მიუხედავად, მან მაღალი დონის თამაშის ჩვენება მაინც მოახერხა. ერთ შეხვედრაში მისმა საშუალო მონაგარმა 21,3 ქულა, 6 მოხსნა და 7 გადაცემა შეადგინა.

„ნიქსთან“  მატჩში უესტბრუკმა ტრიპლ-დაბლიც შეასრულა და ისტორიაში მერვე კალათბურთელი გახდა, რომელმაც საშობაო სათამაშო დღეს მსგავსი შედეგი აჩვენა.

სავარაუდოდ, 25 წლის მოთამაშე პარკეტზე ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოლ სტარისთვის დაბრუნდება.

ალექსანდრე მატევოსოვი

დურანტმა ოკლაჰომაში რესტორანი გახსნა

„თანდერის“ ლიდერმა კევინ დურანტმა ოკლაჰომაში რესტორანი გახსნა, რომელიც „კეიდის სამხრეთის სამზარეულო“ დაარქვა.

ცნობილია, რომ სტანდარტული მენიუს ფასი 10 დოლარიდან 25 დოლარამდე იქნება. გარდა ამისა, რესტორანი კლიენტებს „ბოლერის მენიუსაც“ შესთავაზებს, რომელშიც მინიმუმ 50-დოლარიანი კერძები შევა.

Kd's SOUTHERN CUISINE
Menu

ალექსანდრე მატევოსოვი

უეიდმა და დურანტმა ”ტვიტერზე” იკამათეს

”მაიამი ჰიტისა” და ”ოკლაჰომა სიტი თანდერის” ვარსკლავებს დუეინ უეიდსა და კევინ დურანტს სოციალურ ქსელ ”ტვიტერზე” სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რისი მიზეზით ჟურნალ  Sports Illustrated-ის მიერ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ათი საუკეთესო მოთამაშის შედგენილი სია გახდა.

ყველაფერი კი CineSport-ის ვიდეო რგოლით დაიწყო, რომელშიც დურანტის ყოფილი თანაგუნდელი ჯეიმს ჰარდენი ვერ მოხვდა. ამასთან დაკავშირებით, დურანტმა უკმაყოფილება გამოთქვა და დაწერა, რომ ჰარდენი ათ საუკეთესო კალათბურთელს შორის უნდა იყოს და სწორედ უეიდის ადგილი დაიკავოს. თავის მხვრივ, ”დურანტულას” პოსტს დუეინი სწრაფად გამოეხმაურა და კევინს ისტორიის პატივისცემა სთხოვა, რაზეც შემდეგი პასუხი მიიღო: ”ყველაფერი მოედანზე უნდა დამიმტკიცო და არა ტვიტერზე”.

ალექსანდრე მატევოსოვი