„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ ფორვარდმა კევინ დურანტმა „დალას მავერიკსის“ მფლობელი მარკ კიუბანი იდიოტად მოიხსენია. კალათბურთელი კიუბანის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ „თანდერსში“ დურანტის სახით მხოლოდ ერთი სუპერვარსკვლავი თამაშობს.
„მარკ კიუბანი, უბრალოდ, იდიოტია. პირდაპირ ასე დაწერეთ. ამის თაობაზე მეტს არაფერს ვიტყვი“, – ციტირებს დურანტს ESPN-ი.
„ოკლაჰომამ“ პლეიოფის პირველი ეტაპის სერიის მეხუთე მატჩში „დალასი“ ანგარიშით 118:104 დაამარცხა და ლიგის ნახევარფინალში გავიდა, სადაც „სან-ანტონიო სპურსს“ შეხვდება.