დურანტი აშშ-ს ნაკრებს შეუერთდება

„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ ფორვარდი კევინ დურანტი აშშ-ს ნაკრების სამწვრთნელი ბანაკის მონახულებას აპირებს, რომელიც 11 აგვისტოდან 13 აგვისტომდე ლას-ვეგასში იგეგმება. ამის შესახებ „USA Today“ წერს.

ამავდროულად, კალათბურთელი, რომელიც ამჟამად ტრავმის შემდეგ მკურნალობს, მოედანზე გამოსვლას არ აპირებს, თუმცა შეკრებაზე იმიტომ მიდის, რათა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე წამსვლელთა კანდიდატებს შორის იყოს.

იგივე მიზეზით ლას-ვეგასში ჩასვლას ტრავმირებულები კევინ ლავი, კარმელო ენტონი, ჩენდლერ პარსონსი და პოლ ჯორჯი გეგმავენ.

„ოკლაჰომას“ ახალი თავკაცი ჰყავს

„ოკლაჰომა სიტი თანდერის“ ოფიციალურმა საიტმა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბილ დონოვანის დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა. ამ ეტაპზე ოფიციალურად შეთანხმების დეტალები უცნობია, მაგრამ, აშშ-ს პრესის ინფორმაციით, მხარეებმა ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმეს.
შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს, პლეიოფს მიღმა დარჩენის შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობამ სკოტ ბრუკსი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.
აღსანიშნავია, რომ 49 წლის დონოვანის სამწვრთნელო კარიერა მხოლოდ სტუდენტურ გუნდებთანაა დაკავშირებული. თითქმის 19 წლის განმავლობაში ის ფლორიდის უნივერსიტეტის გუნდს ხელმძღვანელობდა.

უესტბრუკმა შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა (ვიდეო)

„ინდიანა პეისერსთან“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში „ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ გამთამაშებელმა რასელ უესტბრუკმა 54 ქულა დააგროვა. 43 სროლიდან მან 21 გამოიყენა, აქედან 15 სამქულიანიდან რასელმა 5 ჩააგდო. გარდა ამისა, უესტბრუკმა 9 მოხსნა და 8 ასისტი მიითვალა.

ცნობისთვის, „თანდერმა“ ანგარიშით 116:104 მოიგო.

უესტბრუკმა „ოლ სტარზე“ მოგებული მანქანა მარტოხელა დედას აჩუქა

„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ გამთამაშებელმა რასლ უესტბურკმა „ოლ სტარზე“ მოგებული მანქანა 19 წლის კერსტინ გონალესს აჩუქა, რომელიც ორ შვილს დამოუკიდებლად ზრდის. კალათბურთელი ოჯახების სოციალური დახმარების ცენტრში მივიდა და „KIA SUV“-ის გასაღები მარტოხელა დედას პირადად გადასვა.

„თავიდან მეგონა, რომ ეს უბრალო ხუმრობა იყო. თუმცა, როდესაც რასელმა გასაღები მიჩვენა, ავტივრდი, რადგან ცხოვრებაში ასეთი სიხარული იშვიათად მაქვს“, – ციტირებს გონსალესს „თანდერის“ ოფიციალური საიტი.

1428406753_b_rassell-ujest

დურანტი: „კარიერის ბოლომდე „ოკლაჰომაში“ დარჩენა მსურს“

„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ ფორვარდმა კევინ დურანტმა აღიარა, რომ ამჟამინდელ გუნდში დარჩენა კარიერის ბოლომდე სურს.

„თანდერში“ ყველაფერი მომწონს. პარტნიორები, ქალაქი და გუნდი ძალიან მიყვარს. სხვაგან გადასვლაზე სერიოზულად არ მიფიქრია. რა თქმა უნდა, ყველა ამ ჭორის არ გაგება რთულია.

თუმცა, მათ შორის ვარ, ვინც კარიერაში მხოლოდ ერთ გუნდში თამაშობენ. ამ კატეგორიის მოთამაშეებს კობი ბრაიანტი, ტიმ დანკანი და დირკ ნოვიცკი მიეკუთვნებიან. ისინი ნამდვილ მაგალითს წარმოადგენენ.

მსგავსი საკითხები ხშირად კლუბის ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული. მსურს, ერთ მშვენიერ დღეს ჩემი სათამაშო ნომერი ხელშეუხებელი გახდეს“, – ციტირებს კევინს ESPN-ი.

უესტბრუკმა ლებრონ ჯეიმსის ფენომენალური რეკორდი გააუმჯობესა

„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ გამთამაშებელმა რასელ უესტბრუკმა „ფინიქს სანსთან“ მატჩში 33 ქულა და 7 პასი მიითვალა, რითაც მარტში თავისი საშუალო მაჩვენებელი 30,9 ქულამდე და 10,2 გადაცემამდე მიიყვანა. თებერვლის მიხედვით, რასელის მონაგარი 31,2 ქულასა და 10,3 პასს შეადგენდა.

ბოლო ორმოც წელიწადში ლიგის ერთადერთი მოთამაშე, რომელსაც თვის შედეგების მიხედვით საშუალოდ 30 ქულასა და 10 გადაცემაზე მეტის დაგროვება გამოუვიდა, ლებრონ ჯეიმსი იყო. ამ შედეგს მან 2010 წლის თებერვალში მიაღწია. თუმცა, უესტბრუკთან შედარებით, ჯეიმსმა ამ შედეგს მხოლოდ ერთხელ მაიღწია.

უესტბრუკმა ჯორდანისა და რობერტსონის რეკორდები გაიმეორა (ვიდეო)

„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ გამთამაშებელმა რასელ უესტბრუკმა 31-ე მატჩში მე-10 ტრიპლ-დაბლი შეასრულა. ბოლო 40 წელიწადში ტრიპლ-დაბლების საუკეთესო რაოდენობა (11) მხოლოდ მაიკლო ჯორდანმა მიითვალა, რომელმაც ამ წარმატებას 1988/89 წლების სეზონში მიაღწია.

გარდა ამისა, პირველი თებერვლიდან რასელი საშუალოდ 32,4 ქულას აგროვებს და 10,4 პასს აკეთებს. ამასთანავე მის ანგარიშზე 9,3 მოხსნაა. აქამდე მსგავსი საშუალო მაჩვენებლით მხოლოდ ჯორდანი და ოსკარ რობერტსონი გამორჩეულან.

იბაკა, შესაძლოა, რეგულარულის დასრულებამდე დაბრუნდეს

„ოკლაჰოპმა-სიტი თანდერის“ ფორვარდის სერჟ იბაკას გამოჯანმრთელების პროცესი ტრავმის შემდეგ მოსალოდნელზე სწრაფად ვითარდება.

თავიდან კლუბში ივარაუდეს, რომ მუხლის ოპერაციის შემდეგ ესპანელი 4-6 კვირას გამოტოვებდა და მოედანზე მხოლოდ პლეი-ოფის დასაწყისისთვის დაბრუნდებოდა. თუმცა, ახალი ვერსიით, იბაკას გამოჯანმრთელების პროცესი კიდევ 3-4 კვირა გაგრძელდება, შესაბამისად, ის თამაშს უვკე რეგულარული ჩემპოიონატის ბოლომდე მოახერხებს.

შეგახსენებთ, რომ რეგულარული ჩემპოიონატი 16 აპრილს დასრულდება. ამ მომენტისთვის „თანდერი“ დასავლეთ კონფერენციის მერვე ადგილს იკავებს.

დურანტმა, შესაძლოა, სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშოს

„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ გენედალურმა მენეჯერმა სემ პრესტიმ განაცხადა, რომ ფორვარდ კევინ დურანტს, რომელსაც ფეხის ტრავმა აქვს, ვარჯიში აეკრძალა. გარდა ამისა, გამორიცხულია რ არის კეიდიმ სეზონის დარჩნილი ნაწილიც კი გამოტოვოს.

„კევინის გამოჯანმრთელების პროცესი არც თუ ისე მოსალოდნელი ტემპებით მიმდინარეობს. მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესაბულა. გამორიცხული არ არის, მან სეზონის ბოლომდე არ ითამაშოს – ყოველ შემთხვევაში, ასეთ გადაწყვეტილებასთან ახლოს ვართ. ჩვენი მიზანი – მოედანზე ნამრთელი დურანტის დაბრუნებაა“, – ციტირებს პრესტის ESPN-ი.

ცნობისთვის, მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში დურანტმა მხოლოდ 27 მატჩი ჩაატარა, რომელშიც მისმა საშუალო მონაგარმა 25,4 ქულა, 6,6 მოხსნა და 4,1 ასისტი შეადგინა.

უესტბრუკი: „მოთამაშეების არჩევა ჩემს მოვალეობებში არ შედის“

„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ გამთამაშებელმა რასელ უესტბრუკმა განაცხადა, რომ ახალწვეულთა მოწვევაში მონაწილეობას არ იღებს.

„ოკლაჰომა-სიტისთვის“ მოთამაშეების არჩევა ჩემს მოვალეობებში ნამდვილად არ შედის. ჩემი სამუშაო მოედანზე გასვლა და თამაშია. ჩვენ ჩინებული გენერალური მენეჯერი, მფლობელი და მწვრთნელი გვყავს. ამ ხალხმა გუნდის შენებისას ბევრი იშრომა. ამიტომაც, მათ ჩემ გარეშეც იციან თ რა გადაწყვეტილება მიიღონ“, – ციტირებს რასელს „The Oklahoman“-ი.

უესტბრუკი: „ჟურნალისტებს ჩვენი არ ესმით, რადგან მათ NBA-ში არასდროს უთამაშიათ“

თანაგუნდელ კევინ დურანტის ჟურნალისტებთან კონფლიქტის შესახებ საუბრისას „ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ ლიდერმა რასელ უესტბრუკმა განაცხადა, რომ ჟურნალისთებთან ინტერვიუების დროს იგი თავს ასევე უხერხულად გრძნობს.

„ჟურნალისტებისთვის რამის თქმა ან ახსნა მიჭირს, რადგან მათ ასეთ მაღალ დონეზე კალათბურთი არასდროს უთამაშიათ. რა თქმა უნდა, ბევრი მათგანი კალათბურთს სკოლაში თამაშობდა, თუმცა ეს სულ სხვა დონეა“, – ციტირებს უესტბრუკს „Bleacher Report“-ი

გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დასახელდნენ

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ წინა კვირის აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.

დასავლეთში საუკეთესო „ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ გამთამაშებელი რასელ უესტბრუკი აღმოჩნდა, ხოლო აღმოსავლეთში ყველას „მილუოკი ბაქსის“ ფორვარდმა იანის ადეტოკუნბომ აჯობა.

უესტბრუკმა თანდერთან ერთად ოთხი თამაშიდან სამი მოიგო, მისმა საშუალო მაჩვენებელმა კი 34,3 ქულა,9,3 მოხსნა და 9 ასისტი შეადგინა. გარდა ამისა, რასელის ანგარიშზე „ორლანდო მეჯიკთან“ შეხვედრაში შესრულებული ტრიპლ-დაბლია.

რაც შეეხება ადეტოკუნბოს, მისმა გუნდმა ასევე ოთხიდან სამი მატჩი მოიგო, მოთამაშის საშუალო მონაგარმა კი 19,5 ქულა, 11 მოხსნა და 1,75 ბლოკშოთი შეადგინა.