გასული სეზონის MVP-მ კევინ დურანტმა სამშაბათს 2014/15 წლების სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა. „ოკლაჰომა-სიტი“ გასვლაზე „ნიუ-ორლეანს“ შეხვდა და ანგარიშით 104:112 დამარცხდა.
დურანტმა, რომელმაც რეგულარული ჩემპიონატის სტარტი ფეხის ოპერაციის გამო გამოტოვა, 30 წუთის განმავლობაში ითამაშა და 27 ქულა, 3 მოხსნა და ორი გადაცემა მიითვალა.
18 მატჩის შემდეგ „ოკლაჰომას“ მაჩვენებელი ხუთ მოგებასა და ცამეტ წაგებას შეადგენს.