დი კანიო ტელევიზიიდან ტატუს ჩვენების გამო გაათავისუფლეს (ფოტო)

ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი პაოლო დი კანიო იტალიის ფაშისტი დიქტატორის, ბენიტო მუსოლინის მხარდაჭერის გამო ტელევიზიიდან გაათავისუფლეს.

48 წლის დი კანიო ტელეარხ Sky Sport Italia-ზე ექსპერტად მუშაობდა. იგი სატელევიზიო ეთერში მუდამ კლასიკურ სამოსში გამოწყობილი ჩნდებოდა, თუმცა ამჯერად მოკლემკლავიანი მაისურით მივიდა და თვალნათლივ გამოჩნდა ტატუ Dux (“დუჩე” – ბენიტო მუსოლინის მხარდასაჭერად).

ფაქტმა დიდი რეზონანსი გამოიწვია. იტალიაში ფაშიზმის მხარდაჭერა 2005 წლიდან დანაშაულად ითვლება. დი კანიო რომის “ლაციოში” თამაშის პერიოდშიც დასაჯეს დისკვალიფიკაციით ფაშისტური მისალმების დემონსტრირებისთვის.

ტელეარხმა Sky Sport Italia-მ მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა და პაოლო დი კანიოსთან თანამშრომლობა გაწყვიტა.

Paolo-Di-Canio

„სანდერლენდმა“ დი კანიო გაათავისუფლა

ინგლისურმა „სანდერლენდმა“ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან პაოლო დი კანიო გაათავისუფლა.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში იტალიელი სპეციალისტის თავკაცობით  „სანდერლენდმა“ ხუთი მატჩი ჩაატარა. აქედან ოთხ შეხვედრაში დამარცხდა, ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა. კლუბს აქტივში მხოლოდ ერთი ქულა და სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილი აქვს დაკავებული.

ამრიგად, „სანდერლენდის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დი კანიოსთვის „ვესტ ბრომვიჩ ალბიონის“ წინააღმდეგ გამართული შეხვედრა უკანასკნელი გამოდგა. ცნობისთვის, მატჩი „ვესტ ბრომვიჩმა“ ანგარიშით 3:0 მოიგო.

კლუბს დროებით კევინ ბოლი უხელმძღვანელებს.

ბექა დოგრაშვილი