საფრანგეთის ლიგა 1-ს მე-13 ტურის ცენტრალური მატჩი პარიზში გაიამრთა, სადაც ჩემპიონატის მეორეადგილოსანი „პარი სენ-ჟერმენი“ პირველადგილოსან „მარსელს“ მასპინძლობდა.
პირველ ნახევარში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. თავისი ერთ-ერთი ეპიზოდი პსჟ-მ 38-ე წუთზე გამოიყენა, როდესაც ეზეკილ ლავეცის პასის შემდეგ თავი ლუკას მოურამ გამოიჩინა.
მეორე ნახევარში იგივე სიტუაცია იყო. 78-ე წუთზე კი, სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ, უხეში თამაშისთვის მთავარმა მსაჯმა თავდამსხმელი იმბულა ვანგა გააგდო. მასპინძებმა უპირატესობით ისარგებლეს და 85-ე წუთზე გოლი ედინსონ კავანიმ გაიტანა.
საბოლოოდ, 2:0 და პსჟ-მ 27 ქულა დააგროვა, რისი წყალობითაც „მარსელს“ ახლა მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.