ტიაგო სილვამ ჩემპიონობის დაკარგვა არ გამორიცხა

„პარი სენ-ჯერმენის“ მცველმა ტიაგო სილვამ „გენგამთან“ ანგარიშით 6:0 მო0გებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„როდესაც სწრაფ გოლს იტან, თამაში უფრო გიადვიდება. ჩვენი გუნდის დონე ძალიან მაღალია და დღეს ჩინებული მატჩი ჩავატარეთ, თუმცა ჩემპიონატში ბრძოლა არ დასრულებულა. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, რათა „მონპელიესთან“ შემდგომ შეხვედრაში კარგად ვითამაშოთ. წინ რთული თამაში გველის“, – განაცხადა ბრაზილიელმა.

ტიაგო სილვამ თავისი ოცნების გუნდში რონალდუ და მესი არ შეიყვანა

კავანის მამამ შვილის „იუვენტუსში“ ტრანსფერი არ გამორიცხა

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელის ედინსონ კავანის მამამ ზაფხულში შვილის ტურინის „იუვენტუსში“ ტრანსფერი არ გამორიცხა.

„სურს თუ არა ედინსონს იტალიაში დაბრუნება? სჯობს ჰკითხოთ პსჟ-ს, აპირებს თუ არა ის მის დატოვებას.

„იუვენტუსი“ დიდი კლუბია, ის იტალიაში საუკეთესოა. ტურინელებთან ჯერ არ გვისაუბრია და საფრანგეთში სეზონის დასრულებას ველით. ამის შემდეგ „იუვესთან“ მოლაპარაკებისთვის მზად ვიქნებით.

„მანჩესტერ იუნაიტედი“? ამ კლუბთან კონტაქტი არ გვქონია“, – განაცხადა უფროსმა კავანიმ.



ტიაგო სილვამ თავისი ოცნების გუნდში რონალდუ და მესი არ შეიყვანა

„პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა ტიაგო სილვამ თავისი სიმბოლური ნაკრები დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელის რჩეულთა შორის მადრიდის „რეალისა“ და „ბარსელონას“ ლიდერები კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი არ აღმოჩნდნენ.

სილვას ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: ლიორისი

მცველები: დაბო, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მაქსველი

ნახევარმცველები: მატუიდი, პოგბა, დი მარია, რიბერი

თავდამსხმელები: ბენზემა, იბრაჰიმოვიჩი

იხილეთ სერხიო აგუეროს სიმბოლური ნაკრები

იტალიური პრესა: პოგბა და პსჟ შეთანხმდნენ

ევროპული პრესა ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის პოლ პოგბას „პარი სენ-ჟერმენში“ ტრანსფერის შესახებ საუბარს აგრძელებს.

დღეს იტალიურმა წყაროებმა საფრანგეთს ნაკრების შუახაზელის პარიზულ კლუბში ტრანსფერის შესახებ კიდევ ერთხელ დაწერეს და აღნიშნეს, რომ მხარეები შეთანხმდნენ. გავრცელებული ცნობით, პარიზულ კლოუბში პოგბა ყოველწლიურად ათ მილიონ ევროს მიიღებს და ბონუსის სახით დამატებით კიდევ 2 მილიონი ევროს გადაეცემა.

ალეგრი: “შესაძლოა, პოგბამ “რეალის” წინააღმდეგ ითამაშოს”

ბლანი: „პსჟ-მ აჩვენა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე წაგებული სერია წარსულშია“

„ლილთან“ ანგარიშით 6:1 მოგებული მატჩის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა განაცხადა, რომ მისი გუნდის „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მარცხი წარსულს ჩაბარდა.

„დღეს იმის ჩვენება, რომ ჩემპიონთა ლიგის შედეგი წარსულს ჩაბარდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამის გაკეთება მოვახერხეთ. ჩემპიონატის ბოლოს ნამდვილი ბრძოლა გველის, ამიტომაც რაც შეიძლება მეტი შეხვედრა უნდა მოვიგოთ. „ლილთან“ ძალიან ფრთხილად ვიყავით, თუმცა სწრაფმა ორმა გოლმა ყველაფერი შეცვალა. ჩემს ფეხბურთელებს ასეთ თამაშს ვულოცავ“, – განაცხადა ბლანმა.

“პსჟ”-ის პრეზიდენტი: “მსოფლიოს საუკეთესო კლუბთან დავმარცხდით”

იბრაჰიმოვიჩი: „დასაკარგი არაფერი გვაქვს“

„პარი სენ-ჟერმენის“ თვადამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „ბარსელონასთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვერდის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში, რომელიც პარიზელებმა სახლში ანგარიშით 1:3 დათმეს, შვედმა დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა.

„დასაკარგია რაფერი გვაქს. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენს ძალებშია, რათა შემდგომ ეტაპზე გავიდეთ. მნიშვნელოვანია, რომ თავდაჯერებულობა არ დავკარგოთ და შემდეგ ეტაპზე გასვლის გვჯეროდეს“, – განაცხადა იბრამ.

ბლანი: „ბარსელონასთან“ კავანიმ ცუდად ითამაშა“

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა „ბარსელონასთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის განვლილ 1/8-ფინალურ შეხვედრაში ედინსონ კავანის თამაში შეაფასა.

„კავანის, როგორც თავდამსხმელის შეფასება, პირდაპირ მის მიერ გატანილი გოლების რაოდენობაზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, „ბარსელონასთან“ შეხვედრაში ჩვენმა ფორვარდებმა გოლი ვერ გაიტანეს.

ედინსონს ცუდი მატჩი ჰქონდა. სხვა ბომბარდირების მსგავსად, ის ბრაზდება, როდესაც ვერ იტანს.

არის სიტუაციები, როდესაც მოთამაშეები რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ იტანენ, რისი ახსნაც რთულია. ამავდროულად, ვხედავ, რომ ის მომენტებს ქმნის, რაც კარგის ნიშანი უნდა იყოს“, – განაცხადა ბლანმა.

იბრაჰიმოვიჩს დისკვალიფიკაცია ერთი მატჩით შეუმცირეს

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელს ზლატან იბრაჰიმოვიჩს დისკვალიფიკაცია ერთი მატჩით შეუმცირეს.

აქედან გამომდინარე, შვედეთის ნაკრების ფორვარდი „ნანტთან“ მატჩში მონაწილეობის მიღებას მოახერხებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას 33 წლის ფეხბურთელი „ბორდოსთან“ მატჩში მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

პსჟ – „ბარსელონა“ 1:3

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში „პარი სენ-ჟერმენმა“ „ბარსელონა“ მიიღო და ანაგრიშით 1:3 დამარცხდა.

მე-18 წუთზე ანგარიში ნეიმარმა გახსნა. უპირატესობა კატალონიელებმა მეორე ნახევრის შუაში გაზარდეს – 67-ე წუთზე გოლი სუარესმა გაიტანა, 12 წუთში კი დუბლიც შეასრულა. 82-ე წუთზე მასპინძლებმა სხვაობა ჟერემი ამტიეს ავტოგოლით შეძლეს.

პსჟ – „ბარსელონა“ 1:3
გოლები: მატიე 82′ (ავტოგოლი) – ნეიმარი 18′, სურესი, 67′, 79′

ლუის ენრიკე: „ვფიქრობ, პსჟ-სთან მატჩში ბევრი გოლი გავა“

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „პარი სენ-ჟერმენთან“ უეფას ჩემპოიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველი მატჩის შესახებ ისაუბრა.

„დაცვაში უნდა მოვუმატოთ. პსჟ-ს ჩინებული შემადგენლობა ჰყავს, რაც „ჩელსისთან“ სერიაში დადასტურდა. ვფიქრობ, ამ დაპირისპირებაში ორივე გუნდს თანაბარი შანსები აქვს.

მეტოქეს პოზიციური შეტევების აწყობა და კონტრშეტევებში წასვლა შეეძლება. ამ გუნდს ბევრი ძლიერი მხარე აქვს.

შეხვედრა საინტერესო უნდა გამოდგეს. ჩემი აზრით, ბევრს გოლს ვნახავთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ვიმედოვნებ, რომ უფრო მეტს ჩვენ გავიტანთ“, – განაცხადა „ბარსას“ დამრიგებელმა.

ტიაგო სილვა: „ბარსელონასთვის“ სიურპრიზის გაკეთება შეგვიძლია“

„პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა ტიაგო სილვამ „ბარსელონასთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში თავისი გუნდის შანსები შეაფასა.

„საშინაო შეხვედრაში ჩვენი ფეხბურთის ჩვენებას შევეცდებით და ბურთს დავიჭერთ. ვფიქრობ, მოთამაშეთა ინდივიდუალური დონის დახმარებით, „ბარსელონასთვის“ სიურპრიზის გაკეთება შეგვიძლია. ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, რაც ასევე მოტივაციას გვიმატებს“, – განაცხადა ბრაზილიელმა მცველმა.

“პარი სენ-ჟერმენმა” საფრანგეთის ლიგის თასი მოიგო და რეკორდი დაამაყარა (ვიდეო)

საფრანგეთის ლიგის თასის ფინალურ შეხვედრაში “პარი სენ-ჟერმენმა” “ბასტია” ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

ორ-ორი გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და ედინსონ კავანიმ გაიტანეს. მე-20 წუთიდან “ბასტია” მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში იყო, მინდვრიდან სებასტიან სკილაჩი გააძევეს.

ამრიგად, პარიზელებმა ეს ტიტული ისტორიაში მეხუთედ მოიგეს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

აღსანისნავია ისიც, რომ “პარი სენ-ჟერმენი” ლიგის თასის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა.