“პსჟ”-მა და “მარსელმა” ტელეკომპანია “კანალ პლუსს” ბოიკოტი გამოუცხადეს (ვიდეო)

“ლე პარიზიენის” ცნობით, “პარი სენ-ჟერმენისა” და “მარსელის” ხელმძღვანელობამ ფრანგულ ტელეარხ “კანალ პლუსს” ბოიკოტი გამოუცხადა.

“შემდგომი გაუგებრობების თავიდან აცილებისა და ჩვენი ინტერესების დაცვის მიზნით გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი გუნდის ფეხბურთელები, მწვრთნელები და ხელმძღვანელები “კანალ პლუსის” კამერების წინაშე საჯარო განცხადებებს სეზონის ბოლომდე, 30 მაისამდე აღარ გააკეთებენ”, – ნათქვამია “პარი სენ-ჟერმენის” განცხადებაში.

ფრანგულმა კლუბებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პარიზელთა თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და და მარსელელთა ნახევარმცველ დიმიტრი პაიეს ტრიბუნქვეშა ოთახში გამოხატული ზედმეტი ემოციების გამო დისკვალიფიკაცია მისცეს. ორივე ეპიზოდი ტელეკომპანია “კანალ პლუსმა” გადაიღო და გაავრცელა.

იბრაჰიმოვიჩი: „სჯობდა, დისკვალიფიკაცია სეზონის ბოლომდე მიმეღო“

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი დისკვალიფიკაციის შესახებ ისაუბრა.

„მთელი ეს სიტუაცია ჩემს სიტყვებს ადასტურებს. ყველაფერი, უბრალოდ, აბსურდია. მთელი ფეხბურთისთვის ეს დიდი სირცხვილია. გამიხარდებოდა, თუ დისკვალიფიკაციას სეზონის ბოლომდე მივიღებდი, რადგან, ამ შემთხვევაში, შვებულებაც დამეწყებოდა“, – განაცხადა შვედმა ფორვარდმა.

შეგახსენებთ, რომ ზლატანს ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა.

იბრაჰიმოვიჩს ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მსაჯებისა და საფრანგეთის მიმართ სკანდაურლი განცხადებისთვის, შესაძლოა, ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ „ბორდოსთან“ მატჩის შემდეგ ზლატანმა განაცხადა, რომ „მსგავსი არბიტრები ამ საზიზღარი ქვეყნის გარდა, არსად უნახავს“.

როგორც ცნობილია, იბრაჰიმოვიჩს საქმეს სადისციპლინო კომიტეტი დღეს საღამოს გადახედავს.

დანი ალვესის მომავალი მიმდინარე კვირას გაირკვევა

გავრცელებული ინფორმაციით, „ბარსელონას“ პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ მიმდინარე კვირას დანიელ ალვესს შეხვდება. ამის შესახებ ცნობას ესპანური პრესა ავრცელებს.

კლუბს უკვე ახლა სურს იმის გაგება, ითამაშებს თუ არა ბრაზილიელი გუნდში მომავალ სეზონში.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ბრაზილიელის სახელს „პარი სენ-ჟერმენს“ უკავშირებდნენ.

ვან დერ ვილი: „პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივება მსურს“

„პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა გრეგორი ვან დერ ვილმა ლორან ბლანთან კონფლიქტი უარყო და აღნიშნა, რომ პარიზელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.

„პსჟ-ში ბედნიერი ვარ. კლუბი, ქალაქი და თანაგუნდელები ძალიან მომწონს. აქ ყველაფერი მაწყობს და წასვლის მიზეზებს ვერ ვხედავ. კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება მსურს. თუ მწვრთნელი ძირითად შემადგენლობაში არ დამაყენებს, ეს მისი გადაწყვეტილება იქნება. თუმცა, მზად ვარ, გუნდს ნებისმიერ მომენტში დავეხმარო“, – განაცხადა ვან დერ ვილმა.

პსჟ-მ დავიდ ლუისი და ტიაგო მოტა დაკარგა

„მარსელთან“ მოგებულ მატჩში „პარი სენ-ჟერმენმა“ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაკარგა.

„გამარჯვება ძვირად დაგვიჯდა, რადგან ორი ფეხბურთელი დავკარგეთ. პირველი ტაიმის მიმდინარეობისას დავიდ ლუისი შევცვალეთ. შეხვედრის დასრულება ვერც ტიაგო მოტამ შეძლო, რომელსაც მარცხენა ფეხის ტრავმა აქვს.

ყველაფერი არც ისე კარგადაა, რადგან ორივე ფეხბურთელს კუნთებთან დაკავშირებული პრობლემა აწუხებს. სეზონის ასეთ პერიოდში ლიდერების დაკარგვა უსიამოვნოა. თუმცა, ახლა მხოლოდ „მარსელთან“ გამარჯვებას აღვნიშნავთ. ფეხბურთელებმა მატჩის ბოლომდე კარგად ითამაშეს“, – განაცხადა ლორან ბლანმა.

ამჟამად ლუისისა და მოტას მოედანზე დაბრუნების დაახლოებითი პერიოდი უცნობია, თუმცა, წესით, მსგავსი ტრავმებისგან გამოჯასანმრთელებლად რამდენიმე კვირაა საჭირო. უახლოეს ორ კვირაში პარიზული კლუბი „სენტ-ეტიენთან“ საფრანგეთის თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში ითამაშებს და „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ორ თამაშს გამართავს.

კავანი: „პსჟ-ში ყველაფერი მაწყობს“

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ პარიზული კლუბიდან წასვლის ალბათობაზე ისაუბრა.

„ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ სეზონი პსჟ-სთან დავასრულო და იმ კლუბის შემადგენლობაში, რომელიც ხელფასს მიხდის, წარმატებით ვითამაშო.

პარიზში ყველაფერი მაწყობს, თუმცა ფეხბურთში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. მომავალში ყველაფერია შესაძლებელი“, – განაცხადა ურუგვაელმა.

კაბაიე: „შემდეგ სეზონზე არ ვფიქრობ“

„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველი იოან კაბაიე თავის მომავალზე ჯერ არ ფიქრობს.

„ამჟამად შემდეგ სეზონზე არ ვფიქრობ. უბრალოდ, ოპტიმალური ფორმის დაბრუნება მსურს. სხვა თემებზე ფიქრის დრო არც კი მაქვს. ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაშია“, – განაცხადა იოანმა.

შეგახსენებთ, რომ კაბაიე პსჟ-ს შარშან შეუერთდა.

დანი ალვესის აგენტი პარიზშია

„ბარსელონას“ მცველის დანი ალვესის აგენტი დინორა სანტანა პარიზში ჩავიდა, სადაც „პარი სენ-ჟერმენის“ ხელძღვანელობასთან მოლაპარაკებას დაიწყებს.

ცნობისთვის, „ბარსასთან“ კოტნრაქტი ბრაზილიელს ზაფხულამდე აკავშირებს და მას მოლაპარაკება ნებისმერ სხვა კლუბთან შეუძლია.

„თუ „ბარსელონა“ დღეს დამირეკავს, შესაძლოა, უკვე გვინიც კი იყოს“, – განაცხადა აგენტმა.

იბრაჰიმოვიჩი: „იმედია, შვედეთი ევროპის ჩემპიონატზე გავა“

შვედეთის ნაკრების თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, იმედოვნებს, რომ მისი გუნდი 2016 წლის ევროპის ჩემპიოანტზე გავა.

„ევრო-2016-ზე გასვლა კარგი იქნებოდა. ასეთ მნიშვნელოვან ტურნირზე საკუთარი ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში თამაშზე უკეთესი არაფერია. იმედია, ევროპის პირველობაზე მოვხვდებით. ნაკრებში თამაში კლუბში თამაშისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ყველა ფეხბურთელი თავისი ქვეყნის ფერების დაცვისას მაქსიმალურად იხარჯება“, – განაცხადა ზლატანმა.

“ატლეტიკო” კავანით ინტერესდება

მადრიდულ კლუბში “პსჟ”-ს ურუგვაელი ფორვარდის დონის თავდამსხმელი არ არის.

ზამთარში მადრიდელებმა ფერნანდო ტორესი უკან დაიბრუნდეს, თუმცა ისინი ზაფხულში ედინსონ კავანის დამატებას ეცდებიან.

არ არის ფაქტი, რომელიც ამტკიცებს, რომ “ლეიბებს” 28 წლის წინახაზელის ტრანსფერის ფული აქვთ, მაგრამ სიმეონემ მოლაპარაკება დაადასტურა.

“დიახ, კავანით ვვინტერესდებით, ჩვენ მისი გაფორმება გვსურს. ჩვენთვის ძალიან კარგი ვარიანტი იქნება,”-განუცხადა ჩოლოს დამხმარემ, ოსკარ ორტეგამ ჟურნალისტს.

კავანიმ მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში 27 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა. ადრე, მას ინგლისურ კლუბებს უკავშირებდნენ.

რაიოლა: „პსჟ-ში იციან, რომ იბრაჰიმოვიჩი უნიკალურია“

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელის ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტმა მინო რაიოლამ თავისი კლიენტის შესახებ ისაუბრა.

„თეორიოულად იბრაჰიმოვიჩი ზაფხულში, შესაძლოა, სხვა კლუბში გადავიდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტრანსფერი პრაქტიკულად არარეალურია. ვის შეუძლია იბრას შეცვლა? სად შეიძლება ცხოვრობდეს „ახალი ზლატანი“? დღეს მისი მსგავსი ფეხბურთელის პოვნა რთულია, რის შესახებაც პსჟ-ში კარგად იციან. ზლატანი უნიკალურია. ის პლანეტის ერთადერთი მოთამაშეა, რომლის სიმაღლეც 1,96 მეტრს შეადგენს, რომელსაც მესის ტექნიკა, მოჰამედ ალის ხასიათი და მაიკ ტაისონის ძალა გააჩნია. კლიენტებისთვის მათი სურვილის საწინააღმდეგოდ რამის გაკეთებას არასდროს მითხოვია. თუ ზლატანს პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივება მოუნდება, მხარეები აუცილებლად შეთანხმდებიან. დანამდვილებით მხოლოდ ერთს გეტყვით – ის სათადარიგოთა სკამზე არასდროს იჯდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად წავა“, – განაცხადა რაიოლამ.