„ჩვენთვის მთავარი კონცენტრაციის შენარჩუნება იყო. მოურინიომ თქვა, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის მატჩები ვარჯიშს ჰგავენ. ეს პროვოკაციული განცხადებაა და მას საუკეთესო პასუხი გავეცით. შემდეგ რაუნდში გავედით/ 1/4 ფინალთან ახლოს „მონაკოცაა“, რაც ჩვენი ჩემპიონატის სიძლიერეს ხაზს უსვამს“, – განუცხადა მარუიდიმ RMC-ს.
„ჩელსისთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მიღწული წარმატება მოედანზე „პარი სენ-ჟერმენის“ მოთამაშეებთან ერთად ემოციურად პარიზული კლუბის პრეზიდენტმა ნასელ ალ-ჰეიფიმაც აღნიშნა:
ფეხბურთის დღევანდელ ვარსკვლავებს შორის თავისი არაორდინალურობით ზლატან იბრაჰიმოვიჩი ნამდვილად გამოირჩება. „TalkSPORT“-მა სპეციალური ვიდეო მოამზადა და შვედი ფეხბურთელის შესახებ ის ცხრა რამ წარადგინა, რომელიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ.
ფრანგული პრესის ცნობით, გამოსაჯანმრთელებლად ბრაზილიელს მინიმუმ ოთხი კვირა დასჭირდება.
რაც შეეხება პარიზული კლუბის სხვა ფეხბურთელებს, მცველი სერჟ ორიე 2-3 კვირაში გამოჯანმრთელდება. კაბაისა და მოტას მდგომარეობა გამოსწორდა და ორივე ეს მოთამაშე „ჩელსისთან“ ხსენებული მატჩისთვის მზად უნდა იყოს.
“პარი სენ-ჟერმენის” ახალგაზრდა ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლონდონის “ჩელსის” წინააღმდეგ დღეს გასამართ მატჩზე ერთი შეხედვით მოულოდნელი პროგნოზი გააკეთა.
“ჩვენ, იტალიელები ძალიან ცრუმორწმუნე ხალხი ვართ. ამიტომ, უმჯობესი იქნება, რომ მატჩამდე მეტოქის გამარჯვებაზე ვისაუბროთ. “ჩელსი” ანგარიშით 4:0 გაიმარჯვებს”, – ღიმილით განუცხადა ვერატიმ ჟურნალისტებს.
“პარი სენ-ჟერმენსა” და “ჩელსის” შორის მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. შეხვედრას თურქი არბიტრი ჯიუნეთ ჩაქირი მოემსახურება. წყვილის განმეორებით მატჩს “სტემფორდ ბრიჯი” 11 მარტს უმასპინძლებს.
„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველის ტიაგო მოტას ლონდონის „ჩელსისთან“ თამაში თითქმის გამორიცხულია. ნახევარმცველმა ფეხის ერთ-ერთი კუნთი ტრავმა „ლიონთან“ მატჩში მიიღო. გუშინ ტიაგომ ვარჯიში დროზე ადრე დაასრულა.
„იოან კაბაის ტრავმის გათვალისწინებით, ნახევარდაცვაში ლორან ბლანის გუნდის მდგომარეობა გაცილებით უფრო რთულია. თანაც, ამჟამად ხავიერ პასტორე 90 წუთის განმავლობაში თამაშისთვის მზად არ არის, რამეთუ იგი სულ ცოტა ხნის წინ გამოჯანმრთელდა. სამაგიეროდ, მოედანზე ადრიანო რაბიოს გამოსვლის შანსი მაღალია, მაგრამ სათქმელია, რომ ბოლო თვეებში იგი არასტაბილურად თამაშობს. ევროპული პრესა ნახევარმცველის პოზიციაზე დავიდ ლუისის გამოჩენასაც არ გამორიცხავს.
„ვინ გაიმარჯვებს? „ჩელსი“. ვფიქრობ, ლონდონელები ანგარიშით 4:0 მოგვიგებენ. იტალიელები ძალიან უცნაურები ვართ. ასე რომ, მატჩის წინ მეტოქის გამარჯვებას ვწინასწარმეტყველებთ“, – განაცხადა ვერატიმ.
“პარი სენ-ჟერმენის” შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მსოფლიო სასურსათო პროგრამაში ჩაერთო და სპეციალურ ვიდეოკლიპში შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაში მისი მონაწილეობის შესახებ ისაუბრა.
საფრანგეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში “კანის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (2:2) ზლატანმა გატანილი გოლის შემდეგ მაისური გაიხადა და საზოგადოებას ახალი ტატუ უჩვენა. ამისთვის მთავარმა არბიტრმა ფეხბურთელს ყვითელი ბარათი მისცა, თუმცა შვედმა თავდამსხმელმა მოგვიანებით განმარტა, რომ სხვეულზე იმ 50 უცხო ადამიანის გვარი ამოისვირინგა, რომელთაც შიმშილთან ბრძოლა უწევთ.
“რომ შემეძლოს, ყველას გვარს გამოვისახავდი, დღესდღეობით შიმშილის წინააღმდეგ 805 მილიონი ადამიანი იბრძვის. მათ შორის ბევრი ბავშვია. ისინი ომებს, სტიქიურ უბედურებებსა და უკიდურეს სიღარიბეს განიცდიან. მე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მყავს მხარდამჭერები. დღეიდან მინდა, რომ ეს მხარდაჭერა იმ ადამიანებმა იგრძნონ, რომლებსაც ეს მართლაც სჭირდებათ. ასე რომ, როდესაც ჩემს სახელს გაიგონებთ, მათზე იფიქრებთ. როდესაც მე დამინახავთ, იმათ დაინახავთ”, – ამბობს ვიდეოკლიპში იბრაჰიმოვიჩი.
კატალონიური გამოცემა “მუნდო დეპორტივო” იუწყება, რომ “ბარსელონას” მცველი დანიელ ალვესი ზაფხულში კარიერას “პარი სენ-ჟერმენში” გააგრძელებს.
31 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს “ბლაუგრანასთან” მოქმედი კონტრაქტის ვადა მიმდინარე წლის ივნისში ეწურება, შესაბამისად – ის პარიზულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დანი ალვესის მიმართ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედიც” იჩენდა.
ალვესმა მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” ფორმით 26 მატჩი ჩაატარა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.
პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის ლორან ბლანის აზრით, „ჩელსი“ ინგლისის თასს სპეციალურად გამოეთიშა, რათა მის გუდნთან უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8-ფინალური მატჩისთვის მზად ყოფილიყო.
„მოურინიო გენიოსია. ლონდონელებმა ინგლისის თასზე „ბრედფორდთან“ წააგეს, რაც გუნდს ჩვენთან მატჩისთვის ერთი კვირის განმავლობაში მომზადების საშუალებას მისცემს. წარმომიდგენია, რა კრიტიკა იქნებოდა ჩვენი მისამართით, თ ანალოგიურად დავმარცხდებოდით. ბევრი იტყოდა, რომ მე ფეხბურთი ცუდად ვიცი“, – განაცხადა ბლანმა.
„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველისბლეზ მატუიდისაგენტის მინო რაიოლას თქმით, 2011 წელს მის კლიენტს ერთ-ერთ მანჩესტერულ კლუბშ გადასვლა შეეძლო.
„თუ მატუიდის გული პარიზში არ იქნებოდა, მაშინ დღეს ის ინგლისში ითამაშებდა. იქ მას გაცილებით უკეთესი ხელფასის მიღება შეეძლო. ბლეზს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ან „მანჩესტერ სიტის“ რიგებში თამაშის შანსი ჰქონდა“, – ციტირებს რაიოლას „Telefoot“-ი.
შეგახსენებთ, რომ 2011 წელს მატუიდი „სენტ-ეტიენიდან“ პსჟ-ში გადავიდა.