ნადალი: „ბრძოლისთვის მზად ვიყავი“

პეკინში მიმდინარე ტურნირის 1/4 ფინალურ შეხვედრაში ესპანელმა რაფაელ ნადალმა იტალიელი ფაბიო ფონინი დაამარაცხა (2:6, 6:4, 6:1) , რის შესახებაც მცირე კომენტარი გააკეთა.

„ბრძოლა შემეძლო, მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დინამიკის შეცვლა მომიწია. მოთამაშეებს, რომლებიც რეიტინგის წამყვან პოზიციებს იკავებენ, მოგება შეუძლიათ. ჩოგბურთში მნიშვნელოვანია, რომ მოგება მაშინაც შეგეძლოს, როდესაც ყველაფერი ვერ გამოგდის“, – განაცხადა ესპანელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

პეკინის ქალთა ტურნირის ფავორიტები შემდეგ ეტაპზე გავიდნენ

წარმოგიდგენთ პეკინის ქალთა ტურნირის მესამე რაუნდის შედეგებს.

სერენა უილიამსი (აშშ, 1) – მარია კირლენკო (რუსეთი) – 7:5, 7:5

ელენა იანკოვიჩი (სერბეთი, 8) – კარლა სუარეს-ნავარო (ესპანეთი, 12) – 6:0, 6:0

ლუცია შაფარჟოვა (ჩეხეთი) – ანდრეა პეტკოვიჩი (გერმანია) – 6:4, 6:7 (4), 7:6 (2)

რობერტა ვინჩი (იტალია, 10) – ანჟელიკ კერბერი (გერმანია, 7) – 2:6, 4:6

აგნეშკა რადვანსკა (პოლონეთი, 3) – პოლონა ჰერცოგი (სლოვენია) – 6:0, 6:2

სლოან სტივენსი (აშშ, 11) – კაროლინ ვოზნიაცკი (დანია, 6) – 3:6, 1:6

 

ვავრინკა კუერისთან დამარცხდა

დღეს, პეკინში მიმდინარე კაცთა ტურნირის მეორე ეტაპის დარჩენილი შეხვედრები შედგა. წარმოგიდგენთ მათ შედეგებს.

სემ კუერი (აშშ) – სტანისლას ვავრინკა (შვეიცარია, 6) – 6:3, 7:6 (2)

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი, 1) – ფერნანდო ვერდასკო (ესპანეთი) – 7:5, 2:6, 6:2

ბერნარდ ტომიჩი (ავსტრალია) – რიშარ გასკე (საფრანგეთი, 5) – 6:7 (2), 4:6

დავიდ ფერერი (ესპანეთი, 3) – მარინკო მატოსევიჩი (ავსტრალია) – 5:7, 6:1, 6:2