პეკინში მიმდინარე ტურნირის 1/4 ფინალურ შეხვედრაში ესპანელმა რაფაელ ნადალმა იტალიელი ფაბიო ფონინი დაამარაცხა (2:6, 6:4, 6:1) , რის შესახებაც მცირე კომენტარი გააკეთა.
„ბრძოლა შემეძლო, მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დინამიკის შეცვლა მომიწია. მოთამაშეებს, რომლებიც რეიტინგის წამყვან პოზიციებს იკავებენ, მოგება შეუძლიათ. ჩოგბურთში მნიშვნელოვანია, რომ მოგება მაშინაც შეგეძლოს, როდესაც ყველაფერი ვერ გამოგდის“, – განაცხადა ესპანელმა.
ალექსანდრე მატევოსოვი