გვარდიოლას რეკორდი

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ გერმანიის ბუნდესლიგაში რეკორდი დაამაყარა. მას სასტარტო 15 მატჩია, არ წაუგია, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

ესპანელი სპეციალისტი ბავარიულ კლუბს გასული სეზონის მიწურულიდან თავკაცობს. ამ ხნის განმავლობაში მას გერმანიის ჩემპიონატში ჯერ არ წაუგია, გაიმარჯვა 13 მატჩში და ფრედ დასრულდა ორი შეხვედრა.

წინა რეკორდი „კაიზერსლაუტერნის“ მთავარ მწვრთნელ კარლ-ჰაინც ფელდკამპს ეკუთვნოდა, რომელმაც 1978/79 წლების სეზონში გუნდთან ერთად პირველი 14 მატჩი ჩაატარა წაუგებლად.

ბექა დოგრაშვილი

გვარდიოლას „სელტიკთან“ თამაში სურს

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთვნელმა ხოსეპ გვარდიოლამ გლაზგოს „სელტიკის“ საშინაო არენის ატმოსფეროს შეგრძნების სურვილი გამოთქვა.

„ბარსელონამ“ ამ სტადიონზე ბოლო ორ წელიწადში ითამაშა, თუმცა ეს უკვე მაშინ მოხდა, როდესაც მე გუნდს აღარ ვთავკაცობდი. კატალონიაში ოთხი წლის განმავლობაში ვმუშაობდი, თუმცა „სელტიკ პარკზე“ მატჩს სამწუხაროდ ვერ მოვესწარი. ამიტომაც, იმედი მაქვს, გლაზგოში ჩასვლის შესაძლებლობა მომავალშიც მექნება“, – განაცხადა გვარდიოლამ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ეფენბერგი: „გვარდიოლა სკოლის მასწავლებელივით მოიქცა“

ვინც გერმანიის ბუნდესლიგის მეცხრე ტურში, მიუნხენის „ბაიერნსა“ და „მაინცს“ შორის გამართულ მატჩს (4:1) მიადევნა თვალყური, შეხვედრის ბოლოს არიენ რობენის გაბრაზებულ სახეს შენიშნავდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ 82-ე წუთზე „მაინცის“ კარის მიმართულებით დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმის შესრულებას ჰოლანდიელი ფეხბურთელი აპირებდა, თუმცა „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას მოთხოვნით პენალტი თომას მიულერმა დაარტყა.

მატჩის შემდეგ გვარდიოლამ ტელეკომპანია „სქაისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:

„მინდოდა, რომ პენალტი მიულერს დაერტყა. მე ვარ გუნდის თავკაცი და ამით ყველაფერია ნათქვამი“.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა „ბაიერნის“  ყოფილი ნახევარმცველი და ამჟამად სატელევიზიო კომენტატორი შტეფან ეფენბერგი, რომელმაც გვარდიოლას ქცევა დაუწუნა.

„80 ათასი ადამიანის წინაშე ასე არ უნდა მოიქცე. ხელში ბურთი გიკავია, საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებული ხარ და ამ დროს მწვრთნელი სკოლის მასწავლებელივით გეუბნება, რომ პენალტი მიულერმა უნდა დაარტყას. ასეთ სიტუაციაში ნებისმიერი ფეხბურთელი თავს შეურაცხყოფლად იგრძნობდა. ეს გადაწყვეტილება ახსნას მოითხოვს და არ არის საკმარისი მხოლოდ იმის თქმა, რომ გვარდიოლა მწვრთნელია და გადაწყვეტილებასაც ის იღებს“, – აღნიშნა ეფენბერგმა.

ბექა დოგრაშვილი

გვარდიოლა კმაყოფილია

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთვნელი ხოსეპ გვარდიოლა „მაინცთან“ მოგებული შეხვედრით კმაყოფილი დარჩა.

„მატჩის შედეგით კმაყოფილი ვარ. საშინაო მატჩების პირველ ტაიმებში ხშირად პრობლემები გვექმნება. იმედია, ეს მალე შეიცვლება. ტაიმებს შორის შესვენების დროს ტაქტიკა შევცვალე და რობენი მარცხენა ფლანგზე გადავიყვანე, რამაც თავისი შედეგი მოიტანა“, – განაცხადა ფეხბურთს ესპანელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ „მაინცთან“ ჩატარებული მატჩი მიუნხენურმა გრანდმა ანგარიშით 4:1 მოიგო.

ალექსანდრე მატევოსოვი