გვარდიოლა: “ბარსელონას წარმატებებს ვუსურვებ”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“მყარად ვიდექით. ვულოცავ “ბარსელონას”, ისინი ღირსეული ფინალისტები არიან. ვუსურვებ, რომ ჩემპიონთა ლიგა მეხუთედ მოიგონ, ესპანეთის ჩემპიონატის მოგება კი, ისედაც გარანტირებული აქვთ”, – ამბობს გვარდიოლა.

შეგახსენებთ, რომ კატალონიელებმა ორი მატჩის ჯამში 5:3 დაამარცხეს ბავარიელები და ლიგის ფინალში გავიდნენ.

გვარდიოლა: “ჩემი რატომ არ გესმით?”

ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა ირწმუნება, რომ “ბაიერნი” მინიმუმ იქამდე დარჩება, სანამ კონტრაქტის ვადა არ გაუვა მიუნხენურ გუნდთან.

“უკვე მილიონჯერ ვთქვი, რომ მომავალ სეზონშიც აქ ვიქნები. ჩემი რატომ არ გესმით? ხელშეკრულება “ბაიერნთან” კიდევ ერთი წელი მაკავშირებს,”-განუცხადა გვარდიოლამ BBC Sports-ს.

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლამ “ბაიერნში” ბუნდესლიგა ორჯერ მოიგო და ახლოს არის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან დაფრენაზე, სადაც მისი გუნდი კატალონიაში პირველ შეხვედრაში 3:0 განადგურდა.

გვარდიოლა: “გიოტცე განსაკუთრებული ფეხბურთელია”

“ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდილლამ მარიო გიოტცეს ამჟამინდელ ფორმაზე ისაუბრა.

“მარიოს არანაირი პრობლემა არ აქვს. მატჩის შემდეგ მეგობარს, ტერ შტეგენს ესაუბრებოდა და ეს ნორმალურია. ის ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც უდიდესი ტალანტი გააჩნია. მარიოთი კმაყოფილი ვარ.

“ამ სეზონში გიოტცემ საკმაოდ ბევრი ითამაშა. საუკეთესო პროფესიონალია, ვინც კი ოდესმე მინახავს. ვარჯიშებზე პირველი მოდის და ბოლო მიდის. სულ ბოლომდე იხარჯება. ის განსაკუთრებულია და სწორედ ეს გვჭირდება და არა სირბილი. რადგან, სირბილი სხვებსაც შეუძლიათ”, – აცხადებს გვარდიოლა.

გვარდიოლა: “მოხარული ვარ, რადგან “ბარსელონასთან” დაპირისპირება მომიწია”

“ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ კენჭისყრის შედეგებზე ისაუბრა.

ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ ეტაპზე მიუნხენური გუნდი სწორედ “ბარსელონას” დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ აქ მოსვლამდე პეპი სწორედ კატალონიურ გრანდს წვრთნიდა.

“გვსურს ფინალამდე მიღწევა, მაგრამ “ბარსელონა” ძალიან რთული მეტოქეა. ემოციური დუელი იქნება. ტურნირზე ამ ეტაპზე ყოველთვის გიგანტები ეჯახებიან. გასულ წელს “რეალი” მივიღეთ, ახლა “ბარსას” დავუპირისპირდებით”.

“მოხარული ვარ, “ბარსელონასთან” შეხვედრით, რა თქმა უნდა, სამწვრთნელო კარიერის სტატუსით. ეს იქნება ორი დიდი მატჩი,”-განაცხადა გვარდიოლამ.

რუმენიგე: “გვარდიოლა მან.სიტიში არ გადავა”

“ბაიერნის” პრეზიდენტმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ უარყო ჭორები, პეპ გვარდიოლას “მან.სიტიში” შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით.

“პეპი ბაიერნში მინიმუმ 2016 წლამდე იმუშავებს,”-განაცხადა “რეკორდმეისტერთა” მმართველმა.

“ჩვენი მიზანი მუშაობის გაგრძელებაა. ვფიქრობ, ჩვენ გუნდს 2016 წლის შემდეგაც ესპანელი გაწვრთნის”.

“მან.სიტი? – ჩვენ არ გვაწუხებს ჭორები. პეპისადმი ინტერესს ბევრი გუნდი იჩენს, მაგრამ ის “ბაიერნისაა”,”-შეაჯამა რუმენიგემ.

სქოულზი: “სიტის” არა კლოპი, არამედ გვარდიოლა ჩაიბარებს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ნახევარმცველი პოლ სქოულზი აცხადებს, რომ მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა მოქმედი კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ “მანჩესტერ სიტის” ჩაიბარებს. კატალონიელ სპეციალისტს ბავარიულ კლუბთან შრომითი ხელშეკრულება 2016 წლის ზაფხულში ეწურება. ყოფილი ფეხბურთელი იმაშიც დარწმუნებულია, რომ იურგენ კლოპი, რომელმაც დორტმუნდის “ბორუსიას” დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, ინგლისის პრემიერლიგაში წარმატებით იმუშავებს.

“ეჭვიც არ მეპარება, რომ ინგლისში კლოპის მუშაობა წარმატებული იქნება. საკითხავი მხოლოდ ის არის, თუ რომელ კლუბს ჩაიბარებს იგი. “მანჩესტერ სიტის” ხშირად ახსენებენ, მაგრამ, ჩემი ინფორმაციით, “ქალაქელებს” პეპ გვარდიოლა ჩაუდგება სათავეში. ეს მაშინ მოხდება, როდესაც ესპანელს “ბაიერნთან” მოქმედი კონტრაქტი დაუმთავრდება.

არა მგონია, რომელიმე ბრიტანელ მწვრთნელს შეეძლოს, ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი კლუბების ლიდერთა შორის დაბრუნება. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ მომავალში სიტუაცია გამოსწორდება. ჩემს მეგობარ რაიან გიგზზე დიდ იმედებს ვამყარებ. მინდა, მჯეროდეს, რომ ლუი ვან გაალი ერთხელაც “მანჩესტერ იუნაიტედის” მართვის სადავეებს სწორედ გიგზს გადააბარებს, თუმცა შესაძლოა, ეს კლოპი აღმოჩნდეს. მას კარგი ტრანსფერების გაჩარხვა შეუძლია, არ ეშინია იმის, რასაც მასზე წერენ და ამბობენ. “ბორუსიადან” წამყვანი მოთამაშეები წავიდნენ, თუმცა ის ამ პრობლემასაც გაუმკლავდა. ასე რომ, მას პრემიერლიგაში მუშაობაც შეუძლია”, – სქოულზის სიტყვები The Independent-მა გამოაქვეყნა.

 

გვარდიოლა ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ფიგუს უჭერს

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ლუიშ ფიგუს უჭერს.

“ფიგუ ფეხბურთის მცოდნე, ახალგაზრდა კაცია. მას ბევრი კარგი რამის შემოღება, ფეხბურთის განვითარება შეუძლია. მე მისით ვამაყობ. ის ჩემი მეგობარია და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ”, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს “ასი”.

შეგახსენებთ, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ: მოქმედი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი, იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ ჰუსეინი, ლუიშ ფიგუ და ჰოლანდიის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელი მიქაელ ვან პრააგი.

ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 29 მაისს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში შედგება.

 

გვარდიოლა: “შახტარი ბუნდესლიგაში ჩემპიონობისთვის იბრძოლებდა”

ჩემპიონთა ლიგაში დონეცკის “შახტართან” გასამართი საპასუხო მატჩის წინ “ბაიერნის” დამრიგებელმა, პეპ გვარდიოლამ მეტოქის შესახებ ისაუბრა.

“შახტარში გერმანიის ტოპ-გუნდების დონის მოთამაშეები ირიცხებიან. ვფიქრობ, ეს გუნდი ბუნდესლიგაში ჩემპიონობისთბის იბრძოლებდა. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინულ გუნდის შემტევებს თავისუფლებას მივცემთ, ჩვენ დიდი პრობლემები შეგვექმნება” – განაცხადა გვარდიოლამ.

პეპ გვარდიოლა “შალკეს” კარში გატანილი გოლის შემდეგ მეოთხე მსაჯს ჩაეხუტა (ვიდეო)

3 თებერვალს, გერმანიის ბუნდესლიგაში “ბაიერნმა” საკუთარ მოედანზე “შალკე” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.

შეხვედრის 67-ე წუთზე არიენ რობენმა ანგარიში გახსნა, მიუნხენელთა გახარებული მწვრთნელი პეპ გვარდიოლა კი მეოთხე არბიტრს ჩაეხუტა.

ბაიერნი გვარდიოლას ახალ კონტრაქტზე დაელაპარაკება

მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელობას გუნდის მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდოლასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს.

გერმანლი პრესის ცნობით “ბაიერნი” იანვარში ესპანელ მწვრთნელთან მოლაპარაკებებს წამოიწყებს. მიუნხენელებს სპეციალისტთან ხანრძლივი ხელშეკრულების გაფორმება სურთ.

გვარდიოლას მიმდინარე კონტრაქტი 2016 წლამდეა გათვლილი.

გვარდიოლამ პირველი წრე შეაფასა

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, “მაინცთან” მოგებული წლის უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ სეზონის პირველი ეტაპი შეაფასა.

“მაინცი ქების ღირსია. მათ ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს და გამარჯვების მოპოვებაც გაგვიჭირდა.

პირველი წრის დასრულების შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ. ყველა შეხვედრაში გუნდი ბოლომდე იხარჯებოდა. ახლა დამშვიდება გვმართებს და დღესასწაულების შემდეგ მეორე წრისთვის მზადება. ყველას ვულოცავ დამდეგ ახალ წელს” – განაცხადა გვარდიოლამ.

რა გაუკეთა რონალდომ მოურინიოს, გვარდიოლასა და ლუის ენრიკეს? (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ატყუებს კატალონიის “ბარსელონას” ერთ-ერთ ვარჯიშზე ბრაზილიელი რონალდო ჟოზე მოურინიოს, პეპ გვარდიოლასა და ლუის ენრიკეს.