იაპონიის სარაგბო ნაკრების თავკაცს გვარდიოლა ეხმარება

იაპონიის სარაგბო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯოუნზმა განაცხადა, რომ 2015 წელს ინგლისში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებელ სტადიაზე მას მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა ეხმარება.

“ტაქტიკური თვალსაზრისით უფრო მოქნილები უნდა ვიყოთ. საფეხბურთო მატჩისთვის მზადებას იმიტომ გადიან, რომ ფეხბურთელები შეხვედრას ტაქტიკურად მომზადებულნი შეხვდნენ.

“ბაიერნის” ვარჯიშს ვუცქირე და გუნდის მთავარ მწვრთნელსაც შევხვდი. ვფიქრობ, ჩვენს საწვრთნელ პროცესს კორექტირების მეშვეობით უფრო მეტად გავაუმჯობესებთ. გვარდიოლა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია. ყოველთვის საუკეთესოებისგან უნდა ისწავლო.

Eddie Jones

ფეხბურთი და რაგბი ერთმანეთს ჰგავს — ბურთი ყოველთვის თავისუფალ ზონაში უნდა მოძრაობდეს. “ბაიერნი” და “ბარსელონა” ბურთის გადაცემის მხრივ საუკეთესო გუნდები არიან”, – ციტირებს ჯოუნზის სიტყვებს “გარდიანი”.

შეგახსენებთ, რომ ამა წლის 23 ნოემბერს, “მიხეილ მესხზე” საქართველოს სარაგბო ნაკრებმა ედი ჯოუნზის გუნდი ანგარიშით 35:24 დაამარცხა.

 

გვარდიოლა: “გუნდმა შესანიშნავი თამაში აჩვენა”

“ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა “ლევერკუზენის” დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“გუნდმა შესანიშნავი თამაში აჩვენა. ძალიან რთული შეხვედრა გამოვიდა. პირველ წუთებზე ჩვენს კართან სახიფათო მომენტი შეიქმნა, თუმცა მეტის გაკეთების საშუალება მეტოქეს არ მივეცით.

პირველ ტაიმშ ბოლო პასის გაკეთება გვიჭირდა. მოედანზე სებასტიან როდეს გამოსვლის შემდეგ გუნდმა საგრძნობლად მოუმატა. მოწინააღმდეგე საკმაოდ ძლიერი გვყავდა, ამიტომ კმაყოფილი ვარ” – განაცხადა გვარდიოლამ.

 

ჟოზე მოურინიომ წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულზე ისაუბრა

“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჯოზე მოურინიომ, ჟურნალისტებს თავისი მოსაზრება გაუზიარა წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულთან დაკავშირებით.

“ვიცი, რომ წლის საუკეთესო მწვრთნელის ტოპ 10_ეულში ვარ, მაგრამ ეს ყოველივე არ მაინტერესებს. დარწმუნებული ვარ, რომ ვერ გავიმარჯვებ, მესმის, რომ არ ვიმსახურებ ამ ტიტულს. ახლა მხოლოდ შაბათს გასამართ მატჩზე ვფიქრობ, რომელშიც მხოლოდ მოგება დამაკმაყოფილებს, დანარჩენი არ მაინტერესებს.” – განაცხადა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ პირველ ათეულში მოხვდნენ: კარლო ანჩლოტი (“რეალი”), პეპ გვარდიოლა (“ბაიერნი”), იურგენ კლინსმანი (აშშ-ის ნაკრები), იოახიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრები), ჟოზე მოურინიო (“ჩელსი”), მანუელ პელეგრინი (“მანჩესტერ სიტი”), დიეგო სიმეონე (“ატლეტიკო მადრიდი”), ლუი ვან გაალი (ჰოლანდიის ნაკრები, “მანჩესტერ იუნაიტედი”), ანტონიო კონტე (“იუვენტუსი”, იტალიის ნაკრები), და ალეხანდრო საბელია (არგენტინის ნაკრები).

გვარდიოლას მანჩესტერის ჩაბარება სურს

“ბაიერნის” მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას, მომავალში “მანჩესტერ იუნაიტედის” გაწვრთნა სურს. ამის შესახებ ჟურნალისტ მარტი პერარნაუ საკუთარ წიგნსი წერს.

კერძოდ, წიგნში წერია, რომ 2011 წელს ესპანელი სპეციალისტი “ოლდ ტრაფორდზე” “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “შალკეს” შორის გამართულ შევედრას დაესწრო.

მანჩესტერელებმა მეტოქეს 4:1 სძლიეს, გვარდიოლა კი სტადიონზე არსებულმა ატმოსფერომ მოხიბლა. ესპანელმა თავის ერთერთ თანაშემწეს შემდეგი სიტყვები უთხა: “აქ შესანიშნავი ატმოსფეროა. მომავალში საკუთარ თავს “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცად ვხედავ”.

გვარდიოლა: “ასეთი დატვირთვებით ფეხბურთელებს ვკლავთ”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა თვლის, რომ ფეხბურთელები სეზონის განმავლობაში საკმაოდ ბევრ მატჩს ატარებენ. ესპანელი სპეციალისტის აზრით, ასეთი დატვირთვები დაუშვებელია.

“ფეხბურთელებს ვკლავთ და მათგან ძალიან ბევრს ვითხოვთ. მოთამაშეებს დასვენებაც სჭირდებათ. ეს მხოლოდ “ბაიერნს” არ ეხება. იგივეს “ბორუსიას” და “ბაიერის” ფეხბურთელებზეც ვიტყოდი.

მაგალითად “ჰამბურგს” დასასვენებლად და მატჩისთვის მოსამზადებლად საკმარისი დრო ჰქონდა. შეუძლებელია, რომ ყოველ მესამე დღეს მოედანზე ერთი და იგივე მოთამაშეები გამოვიდნენ” – განაცხადა გვარდიოლამ.

გვარდიოლა: “წინ მძიმე დროება გველის”

გერმანიის ბუნდესლიგის IV ტურში მიუნხენის “ბაიერნი” სტუმრად “ჰამბურგთან” უგოლოდ დაზავდა. მატჩის შემდეგ ბავარიელთა მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლმა განაცხადა, რომ გუნდი ოპტიმალური ფორმისგან შორს არის.

“იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე დღის წინათ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე “მანჩესტერ სიტისთან” ვითამაშეთ, “ჰამბურგთან” მატჩი იოლი არ ყოფილა. მეორე ტაიმში ოდნავ უკეთ ავთამაშდით, თუმცა, სამწუხაროდ, მომენტების რეალიზება ვერ მოვახერხეთ. დეკემბრამდე უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. წინ რთული დროება გველის”, – გვარდიოლას სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს.

მიუნხენის “ბაიერნი” მომდევნო შეხვედრას დამდეგ სამშაბათს, “პადერბორნის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

პეპ გვარდიოლამ ახალი ვარჯიში მოიგონა (ვიდეო)

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ თავის შეგირდებს ახალი ვარჯიში შესთავაზა.

 

პეპ გვარდიოლამ ჟერომ ბოატენგი ლამის ცემა

მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგაზე “ბაიერნსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გამართულ მატჩში (1:0) ჟერომ ბოატენგმა გამარჯვების გოლი მატჩის მიწურულს გაიტანა.

გვარდიოლა: “თუ ალონსო ასე თამაშს გააგრძელებს, ერთ თვეში მოკვდება”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა თვლის, რომ კლუბის ახალწვეული ჩაბი ალონსო თითოეულ მატჩში ბოლომდე ცლის ენერგიას.

32 წლის ბასკმა ნახევარმცველმა ბავარიულ გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან გერმანიის ბუნდესლიგის უკვე ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა — “შალკესა” (1:1) და “შტუტგარტის” (2:0) წინააღმდეგ. ალონსო, სავარაუდოდ, “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ ხვალ გასამართ საჩემპიონთალიგო შეხვედრაშიც ითამაშებს.

“დანარჩენი ფეხბურთელები ჩაბი ალონსოს უნდა დაეხმარონ. თუ ის ასევე გააგრძელებს მთელი მატჩის განმავლობაში თავდადებას, ერთ თვეში მოკვდება. არ შეიძლება თამაშის დროს ამდენი ენერგიის დახარჯვა”, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს insidespanishfootball.com-ი.

 

მოურინიო: “გვარდიოლა ფეხბურთით ვერ ტკბება”

რამდენიმე დღის წინათ მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ლონდონის “ჩელსის” თავკაცი ჟოზე მოურინიო გააკრიტიკა:

“ფეხბურთის სილამაზე მწვრთნელის მიერ შერჩეულ ტაქტიკაზე არის დამოკიდებული. მგონია, რომ მოურინიო საბოლოო შედეგისთვის სანახაობას სწირავს. მისთვის მხოლოდ ტაბლოზე დაფიქსირებული ციფრებია მნიშვნელოვანი. ის ფეხბურთისგან სიამოვნებას ვერ იღებს”.

მოურინიო რისი მოურინიო იქნებოდა, ეს სიტყვები უპასუხოდ რომ დაეტოვებინა.

“როდესაც შენი მუშაობა სიამოვნებას განიჭებს, თმაც არ გცვივა. გვარდიოლა მელოტია. ის ვერ ტკბება ფეხბურთით”, – ციტირებს პორტუგალიელი მწვრთნელის სიტყვებს El Confidencial-ი.

 

გვარდიოლა: “დარწმუნებული ვარ, ბოატენგი არ დაგვტოვებს”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ჯერომ ბოატენგის “ბარსელონაში” შესაძლო გადაბარგებაზე გავრცელებულ ხმებს გამოეხმაურა.

“100 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ბოატენგი “ბაიერნს” არ დატოვებს” – განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით “ბარსელონას” სპორტული დირექტორი ტრასნფერის დასაჩქარებლად ფეხბურთელს პირადად შეხვდა. თუმცა, მოგვიანებით კატალონიური კლუბის წარმომადგენლებმა ბოატენგისადმი ინტერესი არ დაადასტურეს.

გვარდიოლა დაოჯახდა

დღეს მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა დაოჯახდა.

43 წლის კატალონიელი სპეციალისტი თავის რჩეულს 20 წელზე მეტია, იცნობს და მისგან სამი შვილიც ჰყავს, თუმცა დაქორწინება ახლაღა გადაწყვიტა.

საქორწილო ცერემონიალი ბარსელონაში გაიმართა და მას ნეფე-დედოფლის მხოლოდ მშობლები და შვილები ესწრებოდნენ.

წყვილი საქორწილო პროცესზე ყოველდღიური სამოსით იყო წარმოდგენილი.

ბექა დოგრაშვილი