გვარდიოლა: “სიტისთვის” ოთხეულში მოხვედრა ძალიან რთული იქნება”

პეპ გვარდიოლა თვლის, რომ “მანჩესტერ სიტის” პრემიერ ლიგის ტოპ-4 გუნდში მოხვედრა გაუჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ 6 ტურის შემდეგ გუნდი უდანაკარგოდ თამაშობს და რომ ყველა ტურნირის მასშტაბით მისმა გაწვრთნილმა გუნდმა 10-დან 10 მატჩი მოიგო.

“არ მიფიქრია იმაზე, თუ რა მოხდებოდა სეზონის დასაწყისში. ჩვენ მთლიანად პრე-სეზონზე ვიყავი კონცენტრირებულნი. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში კი თვითრწმენა ძალიან ავიმარლეთ.

გულწრფელად გეუბნებით – ვთვლი, რომ ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ძალიან რთული იქნება

“ლესტერთან” “იუნაიტედმა” მართლაც რომ დიდებულად ითამაშა, “ლივერპული” კი განსაკუთრებულად კარგად თამაშობს, ისევე როგორც “ტოტენჰემი”, “ჩელსი” და “რსენალი”. შეიძლება, “ევერტონმა” წააგო, თუმცა მათ მაინც საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავთ.”

ტურეს აგენტი: “2010-ში გვარდიოლამ “სიტის” ნაგავი გუნდი უწოდა”

იაია ტურეს აგენტმა, დიმიტრი სელუკმა ჟურნალისტებს საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა, რომლის თანახმადაც 2010 წელს “მანჩესტერ სიტის” ამჟამინდელი თავკაცი, პეპ გვარდიოლა ამ კლუბს “ნაგავს” უწოდებდა.

“როდესაც ტურემ კლუბი დატოვა, რათა “სიტიში” გადაბარგებულიყო, გვარდიოლამ უთხრა, რომ ის ნაგავ გუნდში მიდიოდა.” – განუცხადა სელუკმა Radio Barcelona-ს.

“ახლა კი, თავად გვარდიოლა მოვიდა ნაგავ გუნდში. გვარდიოლას ფული ფეხბურთზე უფრო მეტად უყვარს.”

შეგახსენებთ, რომ ტურე “სიტიში” ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის სტატუსსაც ატარებდა. მისმა გოლებმა კი გუნდს 2011-13 და 2013-14 წლების გათამაშების ჩემპიონობა მოუტანა.

გვარდიოლა: “ევროპული გრანდებისათვის სათანადო წინააღმდეგობის გაწევა გაგვიჭირდება”

პეპ გვარდიოლა თვლის, რომ მისი გუნდი ევროპულ სარბიელზე წარმატებას ჯერ ვერ მიაღწევს, მიუხედავად იმისა, რომ “ქალაქელებმა” “ოლდ ტრაფორდზე” ჟოზეს “მანჩესტერის” დამარცხება მოახერხეს (1-2).

“ბუქარესტში 90 წუთი უმაღლეს დონეზე ვითამაშეთ. “ვესტ ჰემთან” მატჩში კი ეს დრო 45 წუთამდე შემცირდა. იგივე მოხდა დღესაც, როდესაც უფრო მაღალი დონის მეტოქის წინააღმდეგ გვიწევდა თამაში.

ვთვლი, რომ ამ ეტაპზე ევროპული გრანდებისთვის სათანადო კონკურენციის გაწევას ვერ შევძლებთ, ჯერ მზად არ ვართ. შეტევაში უკეთ უნდა ვითამაშოთ.

გუნდში ორი თვის წინ მოვედი, თუმცა წინსვლა იგრძნობა. პრემიერ ლიგაში ჯერ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ მიდის. ჩვენი პრობლემა მომენტების გამოუყენლობაა. სანამ ამას არ გამოვასწორებთ, წარმატების მიღწევა გაგვიჭირდება.”

ფერნანდინიო: “პეპმა გუნდის მენტალიტეტზე უკვე იმოქმედა”

“მანჩესტერ სიტის” ბრაზილიელი ნახევარმცველი, ფერნანდინიო თვლის, რომ კლუბში პეპ გვარდიოლას მოსვლამ უკვე იმოქმედა “სიტის” მენტალიტეტზე.

“პირველი რამ, რისი გაკეთებაც პეპ გვარდიოლამ “მანჩესტერ სიტიში” მოსვლის შემდეგ სცადა, გუნდისთვის მენტალიტეტის შეცვლა იყო. ის ჩვენს თავებში შემოძრომას ცდილობდა.

იმისათვის, რომ გახდე გამარჯვებული, რაღაცეები უნდა შეცვალო – ვარჯიშები, თამაშები და ბევრი სხვა რამ. სწორედ ამ პროცესში ვართ ჩვენ ახლა. ყოველი შეხვედრისას, ჩვენ რაღაცის შეცვლას ვცდილობთ.

პოზიტიური ცვლილებები უკვე შესამჩნევია. პრემიერ ლიგაში სამიდან სამი მატჩის მოგება მოვახერხეთ. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც სეზონის ბოლოს, ჩვენ ტიტულის აწევას ვაპირებთ.”

გვარდიოლა: “არავინ თამაშობს ისე კარგად, როგორც…”

რამდენიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. საბოლოოდ, საკმაოდ საინტერესო ჯგუფები გამოვიდა, სადაც სანახაობრივი შეხვედრები უნდა ვიხილოთ. ერთ-ერთი გამორჩეული წყვილი “ბარსელონა” და “მანჩესტერ სიტია”, რომელთა დაპირისპირებაც, წესით, უმაღლესი დონის უნდა გამოვიდეს.

“ბლაგურნას” ყოფილმა და “ქალაქელების” ახლანდელმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებთან ნახსენებ დაპირისპირებაზე ისაუბრა…

“იმაზე ადრე შევხვდი ჩემს ყოფილ გუნდს, ვიდრე ველოდი? ალბათ, ასეა. თუმცა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ყველა შეხვედრაში გამარჯვება გვინდა და ამას შევეცდებით ესპანელების წინააღმდეგაც.”

“ბარსელონასთან” წარმატების მიღწევა ურთულესია. ეს გუნდი საოცრად თამაშობს. ამის უმთავრესი მიზეზი კი ის ყველაფერია, რასაც ლუის ენრიკე აკეთებს კოლექტივისთვის. რა თქმა უნდა, მოთამაშეებიც უმაღლესი დონის არიან. მიმაჩნია, რომ ამ დონის კლუბი თანამედროვე ფეხბურთში არაა.”

“ვახსენე “ბარსა”, მაგრამ მიუნხენგლადბახის “ბორუსიაც” ნუ დაგვავიწყდება. არც მათთან მოგვიწევს იოლი შეხვედრების ჩატარება,” – განაცხადა კატალონიელმა სპეციალისტმა.

ანჩელოტი: “გვარდიოლას “ბაიერნზე” უფრო გამართულად ვითამაშეთ”

შინ, “ალიანს არენაზე” ბრემენის “ვერდერის” განადგურების (6-0) შემდეგ, მიუნხენის “ბაიერნის” ახალმა თავკაცმა, კარლო ანჩელოტიმ გუნდის თამაში შეაფასა.

“ძალიან კარგად დავიწყეთ მატჩი, მალევე მოვახერხეთ გოლის გატანა და სრულიად ვაკონტროლებდით თამაშს. ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემმა გუნდმა შესანიშნავად იასპარეზა.

დიდებული გუნდია მაგრამ, უნდა ვაღიარო, რომ ბევრი არაფერი შემიცვლია. უბრალოდ ვცადეთ, რომ უფრო გამართულად გვეთამაშა.”

“პაპა კარლომ” პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი გამოარჩია, რომელმაც ჰეთ-ტრიკის გაფორმება მოახერხა: “ის ფანტასტიკური ფეხბურთელია. ის ყოველთვის საჯარიმოშია და ყოველთვის მზადაა, რომ გოლი გაიტანოს.”

ბარტონი გვარდიოლას საქციელით უკმაყოფილოა – “გულისამრევია”

პეპ გვარდიოლას მოპყრობა “მანჩესტერ სიტის” კარის დარაჯის, ჯო ჰარტისადმი კლუბის ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯო ბარტონმა ერთი სიტყვით შეაფასა – “გულისამრევი”.

“გულისამრევია. ეს ის კლუბი არ არის, რომელიც მე დავტოვე. ის კლუბი, რომელიც მე დავტოვე და ის კლუბი, რომელსაც ახლა ვუყურებ, სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.” – განაცხადა ბარტონმა, რომელმაც “სიტი” 2007 წელს დატოვა.

“ის კლუბი, რომელიც მე დავტოვე, ასე არასდროს არ მოექცეოდა ისეთ ფეხბურთელს, რომელსაც იმდენი რამ აქვს გაკეთებული, რამდენიც ჯო ჰარტს.

რამდენად კარგი მწვრთნელიც არ უნდა იყო, ჯერ ადამიანი ხარ. რატომ ექცევი მას ასე? ჰარტი პატრიოტია. მას შეეძლო მანამდე დაეტოვებინა კლუბი, სანამ ისინი ფულს იშოვიდნენ, მაგრამ მან დარჩენა გადაწყვიტა.

არამგონია, ასეთი რამ დაემსახურებინოს. კაბალიეროს თამაშებს ვუყურე და ნამდვილად ვერ შევამჩნიე, თუ რითი ჯობს ჯო ჰარტს.”

გვარდიოლა: “რატომ დავტოვე ტურე მანჩესტერში?”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ იაია ტურეს განაცხადს მიღმა დატოვების მიზეზებზე ისაუბრა. ტურესთან ერთად რუმინეთში, “სტიაუასთან” სათამაშოდ არ წავიდნენ შემდეგი ფეხბურთელები: ელიკიმ მანგალა, სამირ ნასრი, უილფრედ ბონი და ჯეისონ დენაიერი.

“ტურე ვარჯიშებზე შესანიშნავად გამოიყურებოდა, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ის თამაშს შეძლებდა. ამიტომაც დავტოვე ის მანჩესტერში.”

პეპმა ჯო ჰარტიც მოიხსენია: “ჩემი “მანჩესტერ სიტიში” მოსვლის დღიდან, ჯო ბრწყინვალედ მუშაობდა. ის ნამდვილი პროფესიონალია ისევე როგორც მოედანზე, ასევე მოედნის მიღმა.”

მათეუსი: “სანემ “მანჩესტერი” მხოლოდ ფულის გამო აირჩია”

გერმანული ფეხბურთის ლეგენდა, ლოთარ მათეუსი თვლის, რომ ლეროის სანემ “შალკე” “მანჩესტერ სიტიში” მხოლოდ ფულის გამო გაცვალა. ცნობისთვის გეტყვით, რომ “სიტიმ” 20 წლის გერმანელი 45 მილიონ ევროდ შეიძინა.

“სანეს ხელფასი ახლა გაცილებით უფრო მეტი იქნება, ვიდრე ეს “შალკეში” იყო. სწორედ ამან იქონია უდიდესი გავლენა მის გადაწყვეტილებაზე.

სხვა მიზეზს უბრალოდ ვერ ვპოულობ. ის ნამდვილი ტრადიციების მქონე კლუბში თამაშობდა. პირადად მე ვურჩევდი, რომ “შალკეში” კიდევ ერთი სეზონი მაინც დარჩენილიყო. “სიტიში” სანეს გაუჭირდება.

ეჭვიც არ მეპარება, რომ მას ყველაფერი აქვს კარგი კარიერის საწარმოებლად. ის სწრაფია, ტექნიკური და ზეწოლას არ იმჩნევს. თუმცა, მას წარმატების მიღწევა “შალკეშიც” შეეძლო, სადაც ხალხს მხოლოდ მისი იმედი ჰქონდა.

ამიერიდან, მას განსაკუთრებულ ყურადღებას ვეღარ მიაქცევენ. პეპ გვარდიოლა მთელ დროს იმის ცდაში გაატარებს, რომ მისი ფილოსოფია “სიტის” მოარგოს. თუ ყველაფერი გეგმების მიხედვით ვერ წავა, სანეს ყურადღებას არავინ მიაქცევს.”

“ბაიერნის” დირექტორი: “გვარდიოლას უნდოდა, რომ მისი მემკვიდრე ტომას ტუჰელი ყოფილიყო”

“ბაიერნის” ტექნიკური დირექტორის, მიხაელ რეშკეს თქმით, გვარდიოლას სურდა, რომ მისი კლუბიდან წასვლის შემდეგ, “ალიანს არენაზე” ტომას ტუჰელი მოსულიყო, რომელიც ამჟამად “ბორუსია დორტმუნდს” უდგას სათავეში.

11 Freunde-სთან საუბრისას, რეშკემ გვარდიოლას სიტყვების ციტირება მოახდინა: “ტომასი ჩემი მემკვიდრე უნდა იყოს “ბაიერნში”.

“ტუჰელთან სანდო ურთიერთობა მქონდა და ვიცოდი, რომ ის პეპის ძალას აღიარებდა.

სხვა მხრივ კი, პეპი იყო აღფრთოვანებული იმ თამაშით, რომელსაც იმდროინდელი “მაინცი” თამაშობდა. ის ხშირად მესაუბრებოდა ტუჰელზე.”

აქვე გეტყვით, რომ დღეს, 28 ივლისს, ეს ორი სპეციალისტი ერთმანეთს დაუპირისპირდა – პეპის “სიტიმ” ტუჰელის “ბორუსია” პენალტების სერიაში, ანგარიშით 6-5 დაამარცხა.

კარლო ანჩელოტის “ბაიერნმა” პეპ გვარდიოლას “სიტი” დაამარცხა (ვიდეო)

ახლახან დასრულდა ამხანაგური მატჩი ინგლისურ “მანჩესტერ სიტისა” და გერმანულ “ბაიერნს” შორის, რომელშიც ბავარიელებმა ანგარიშით 1-0 იმარჯვეს.

მატჩი საკმაოდ დაძაბული და ფრთხილი გამოდგა, რაც მოსალოდნელიც იყო. საბოლოო ჯამში, გამარჯვების გოლის გატანა ოზტიურკმა მოახერხა.

გვარდიოლა: ჩემი მიზანი პრემიერ ლიგის მოგება არ არის

“მანჩესტერ სიტის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ აღნიშნა, რომ კლუბის ხელმძღვანელებს მისთვის რაიმე კონკრეტული მიზანი არ დაუსახავთ და რომ, მისთვის პირველივე სეზონში პრემიერ ლიგის, ან ჩემპიონთა ლიგის მოგება არავის დაუვალებია.

“არა, მფლობელებს ჩემთვის რაიმე კონკრეტული მიზანი არ დაუსახავთ. შეიხს სამჯერ შევხვდი, ჩვენ მხოლოდ იმაზე ვსაუბრობდით, თუ რას ფიქრობდა ის.

ერთმანეთთან შეხვედრას ვცდილობთ, მაგრამ ის აბუ-დაბიში ცხოვრობს, მე – მანჩესტერში. თუმცა, უნდა ავღნიშნო, რომ ტელეფონის მეშვეობით აქტიურ კონტაქტს ვამყარებთ. როდესაც ის აქ იქნება, მე მას აუცილებლად შევხვდები.

არა, მას არ უთქვამს პრემიერ ლიგა, ან ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოო. მან მითხრა “გააკეთე შენი საქმე, გააკეთე იმდენი, რამდენიც შესაძლებელია.” ვგრძნობ, რომ კლუბი ჩვენს უკან დგას და მხარს გვიჭერს.”