რეალი: ვინ ითამაშებს ატლეტიკთან?

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის თქმით რაფაელ ვარანი ბილბაოს “ატლეტიკთან” გასამართ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე დარჩება.

იტალიელი სპეციალისტის ცნობით ფრანგის ნაცვლად სასტარტოში გამოჯანმრთელებული პეპე ითამაშებს.

ასევე, ანჩელოტიმ განაცხადა, რომ “რალის” კარს მომდევნო შეხვედრაში იკერ კასილიასი დაიცავს და მოედანზე პირველი წუთებიდან ხამეს როდრიგესიც გამოვა. ითამაშებს კრიშტიანუ რონალდუც, რომელიც კარგ ფორმაშია.

“რეალის” თავკაცმა სამი ხედირას მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გემრანელის დაბრუნებამდე კიდევ ორი კვირა დარჩა.

პეპე: “კასილიასს უსტვენდნენ? გულშემატკივარი ყოველთვის მართალია”

მადრიდის “რეალის” მცველმა პეპემ “ატლეტიკოსთან” მატჩის დროს გულშემატკივართა ქმედებებზე გააკეთა კომენტარი.

“რეალის” ფანებმა საკუთარი გუნდის მეკარეს იკერ კასილიას ობსტრუქცია მოუწყვეს. შეხვედრა “ატლეტიკოს” გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

“კასილიას უსტვენდნენ? მე ეს არ გამიგია, თუმცა  გულშემატკივარი ყოველთვის მართალია” – განაცხადა პორტუგალიელმა.

ასევე, 31 წლის ფეხბურთელი თვლის, რომ ახლა “სამეფო კლუბს” ფანების მხარდაჭერა განსაკთრებულად ესაჭიროება.

“ამ მარცხის ახსნას ვერ ვპოულობ. ყველა ფრონტზე უნდა ვიბრძოლოთ და რაც შეიძლება მეტი ვიშრომოთ. გულშემატკივართა მხარდაჭერა ახლა გვჭირდება ისე, როგორც არასდროს” – ამბობს პეპე.

პეპე: “მადლობა დი მარიას”

“რეალის” მცველმა პეპემ ანხელ დი მარიას მადრიდში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. თუცა, პორტუგალიელმა აღნიშნა, რომ მის “რეალის” არგენტინელის გარეშეც საკმარისად ძლიერია.

“დი მარიამ “რეალისთვის” ბევრი გააკეთა, რის გამოც მას მადლობა ეკუთვნის. თუმცა, ჩვენი ახალწვეულები საკმაოდ კარგი დონის მოთამაშეები არიან და თავს კარგად წარმოაჩენენ. ხამესი და კროოსი ნამდვილად გაგვაძლიერებენ, ხოლო კელორ ნავასი საკმაოდ ბევრს შრომობს და საკუთარ შანსს ელის” – განაცხადა პეპემ.

პეპე და მოდრიჩი შეაშინეს

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ზეიმობდნენ მადრიდის “რეალის” ფეხბურთელები სუპერთასის მოგებას.

პეპეს ხუთი ყველაზე სამარცხვინო საქციელი

ხშირად მადრიდის “რეალის” მცველი პეპე მოედანზე ისეთ საქციელს ჩადის, როგორიც პროფესიონალ ფეხბურთელს არ ეკადრება.

პეპემ კეიტას შეაფურთხა

პეპე ფაბრეგასის წინააღმდეგ

პეპე მესის წინააღმდეგ

არასასიამოვნო ჟესტი “ბარსელონას” გულშემატკივრებს

საშინელი საქციელი “ხეტაფეს” ფეხბურთელის წინააღმდეგ

მომენტი, როცა პეპემ კეიტას “მაიმუნი” უწოდა

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ “რომასა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართულ შეხვედრაში უსიამოვნო რამ მოხდა. რომაელთა ნახევარმცველმა სეიდუ კეიტამ პეპეს ხელი არ ჩამოართვა, რაზეც პორტუგალიელმა იმით უპასუხა, რომ მეტოქეს შეაფურთხა. საბოლოოდ, მალელმა მოთამაშემ “რეალის” მცველს ბოთლი ესროლა.

როგორც გაირკვა, პეპესა და კეიტას შორის დაპირისპირება პირველად არ ხდება. 2011 წელს, როცა სეიდუ “ბარსელონას” ღირსებას იცავდა, მაშინ პეპემ მას “მაიმუნი” უწოდა.

კეიტა: “პეპემ შემაფურთხა”

იტალიური “რომას” ნახევარმცველი სეიდუ კეიტა სოციალური ქსელ Twitter-ის საშუალებით მასსა და პეპეს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ 30 ივლისს, “რეალსა” და “რომას” შორის გამართულ შეხვედრაში კეიტამ პეპეს ბოთლი ესროლა.

“რეალსა” და “ბარსელონას” შორის გამართულ მატჩში მან “მაიმუნი” მიწოდა. მე მას ხელი არ ჩამოვართვი. პეპემ შემაფურთხა, შემდეგ კი ბოთლი ვესროლე. ბოდიშს ვიხდი ჩემი საქციელის გამო”, – წერს კეიტა.

სეიდუ კეიტამ პეპეს ბოთლი ესროლა

30 ივლისს, მადრიდის “რეალსა” და “რომას” შორის გამართული მატჩის დაწყების წინ გულშემატკივარმა უსიამოვნო ეპიზოდი იხილა.

არავისთვისაა ახალი ის, რომ პეპესა და “რომას” ახალწვეულ სეიდუ კეიტას შორის კარგი ურთიერთობა არ სუფევს. 2011 წელს, როცა მალელი ნახევარმცველი “ბარსელონას” ღირსებას იცავდა, ერთ-ერთი “ელ კლასიკოს” მიმდინარეობისას, პეპემ მას “მაიმუნი” უწოდა.

დღეს, გამთენიისას, მაშინ როცა “რეალისა” და “რომას” ფეხბურთელები ერთმანეთს ესალმებოდნენ, კეიტამ პეპეს ხელი არ ჩამოართვა. როგორც Fox-ის ჟურნალისტი იტყობინება, პეპემ ამის გამო კეიტას შეაფურთხა. ცხადია, ამან წყობიდან რომაელთა მოთამაშეც გამოიყვანა, რომელმაც პორტუგალიელ მცველს ბოთლი ესროლა.

პეპეს ახალი ვარცხნილობა, რომელმაც გულშემატკივრები შოკში ჩააგდო

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ფოტო, რომელშიც მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი მცველის პეპეს ახალი ვარცხნილობაა ნაჩვენები.

მარადონა: “პეპე არაპროფესიონალი ფეხბურთელია”

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების მცველ პეპეს “სულელი” და “არაპროფესიონალი” უწოდა.

შეგახსენებთ, რომ 16 ივნისს, გერმანიისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (4:0), პეპემ 37-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო.

“პეპე ნამდვილად სულელურად მოიქცა. მართალია, პეპეს გაძევებაში დიდი როლი მიულერმაც ითამაშა, მაგრამ პორტუგალიელი პროფესიონალი ფეხბურთელივით არ მოქცეულა და ეს პირველი შემთხვევა არ არის. ის არაპროფესიონალია”, – ამბობს მარადონა.

პეპემ რონალდუს აჯობა

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც პორტუგალიის ვარჯიშზე გამართული პატარა კონკურსია ნაჩვენები.

რონალდუ ტრავმირებულია

როგორც ფიფას ოფიციალური საიტი იტყობინება პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ბარძაყის კუნთის ტრამვა და მუხლის მყესის ანთება აღენიშნება.

ასევე პრობლემა აქვთ პეპეს, რაულ მეირელეშს და ბეტუს. მათ გამოტოვეს საბერძნეთთან გამართული ამხანაგური მატჩი და სავარაუდოდ მომდევნო 2 შეხვედრაშიც ვერ მიიღებენ მონაწილეობას.

შეძლებს თუ არა კრიშტიანუ მუნდიალის დაწყებამდე გამოჯანმრთელებას მოგვიანებით გახდება ცნობილი.