მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდუმ გუნდთან ერთად ივარჯიშა. მისგან განსხვავებით, ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია პეპეს, რომელიც სავარაუდოდ, “ატლეტიკოს” წინააღმდეგ თამაშს ვერ შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი შაბათს გაიმართება, მადრიდელებს კი, შესაძლოა, ფრანგი თავდამსხმელი კარიმ ბენზემაც დააკლდეთ.
რონალდუმ გუნდთან ერთად 25 წუთის განმავლობაში ივარჯიშა, ხოლო 20 წუთი მანძილზე ცალკე ემზადებოდა.