მიკელს NBA-ში დაბრუნება სურს

გამოცდილი ფორვარდი, პიტ მიკელი, რომელიც ბოლოს კატალონიის ”ბარსელინას” ღირსებას იცავდა, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დაბრუნებაზე დაფიქრდა.

35 წლის კალათბურთელის აგენტის თქმით, მისი კლიენტით, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, ”ლოს-ანჯელს ლეიკერსისა” და ”ფილადელფია სიქსერსის” ხელმძღვანელები დაინტერესდნენ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ზემოხსენებული კლუბი ვეტერანს გარანტირებულ კონტრაქტს შესთავაზებს, იგი ”ბარსელონასთან” ახალი შეთანხმების გაფორმებაზე უარს იტყვის.

2000 წლის დრაფტის მეორე რაუნდში მიკელი ”ნიუ-იორკ ნიქსის” მიერ იქნა არჩეული. ამის მიუხედავად, პლანეტის უძლიერეს საკალთბურთო ლიგაში ადგილის დამკვირდება მან ვერაფრით ვერ მოახერხა. სხვადასხვა დროს იგი როგორც ”ნიქსთან”, ასევე ”დალას მავერიკსთან” ერთად ვარჯიშობდა, თუმცა შანსი არცერთისგან არ მიუღია. მოგვიანებით, პიტი სხვა კონტინენტზე გადაბარგდა. თავიდან იგი ფილიპინებშიც კი თამაშობდა, სადაც ადგილობრივი ”პერისტერის” ღირსებას იცავდა, რის შემდეგაც მოსკოვის ”დინამოს”, ”მაკედონიკოსისა” და რამოდენიმე ესპანური კლუბის რიგებშიც გამოდიოდა. 2010 წელს ”ბარსელონასთან” ერთად მიკელი ევროლიგის გამარჯვებული გახდა. ჯამში, ”ბლაუგრანასში” იგი ოთხი წლის განმალობაში თამაშობდა.

ალექსანდრე მატევოსოვი