ბრიტანული “ტელეგრაფის” ცნობით, ლონდონის “ჩელსის” მეკარე პეტრ ჩეხი კარიერას “არსენალში” გააგრძელებს. 33 წლის კიპერი “მეთოფეთა” რიგებში ჯამაგირის სახით წელიწადში ხუთ მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ასე რომ, ჩეხი “არსენალის” ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მეკარე გახდება.
შეგახსენებთ, რომ ჩეხი მეკარე “ჩელსის” ღირსებას 2004 წლიდან იცავს. ჩეხმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი მას შემდეგ დაკარგა, რაც გუნდში ტიბო კურტუა გადმოვიდა.