უცხოური პრესის ცნობით “მონაკოს” ფორვარდი რადამელ ფალკაო კარიერას მადრიდის “რეალში” გააგრძელებს. წყაროს იუწყება, რომ კლუბების ხელმძღვანელებმა ფლორენტინო პერესმა და ვადიმ ვასილიევმა ფეხბურთელის იჯარის შესახებ მოილაპარაკეს, რომლის ფასი 12 მილიონი ევრო იქნება.
გარდდა ამისა, “რეალმა” ფეხბურთელის გამოსყიდვის უპირატესობაც მიიღო. თანამშრომლობის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში მადრიდელებს კოლუმბიელ შემტევში 33 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.
შეგახსენებთ, რომ ფალკაო “მონაკოში” 2013 წელს მადრიდის “ატლეტიკოდან” გადავიდა. გასულ სეზონში “მონაკოს” საფრანგეთის ჩემპიონატში მეორე პოზიცია დაიკავა. ფალკაოს ანგარიშზე 17 მატჩში 9 გატანილი გოლია.