ფალკაო: “რონალდუ მესიზე უკეთესი ფეხბურთელია”

ფრანგული “მონაკოს” თავდამსხმელი, რადამელ ფალკაო აცხადებს, რომ მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი, კრიშტიანო რონალდუ ლიონელ მესიზე უკეთესი მოთამაშეა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ოქროს ბურთის მოპოვების ფავორიტად კრიშტიანო რონალდუ ითვლება.

“მესი და რონალდუ – მსოფლიოს ორი უძლიერესი ფეხბურთელი. თუმცა, ჩემი აზრით, მათ შორის საუკეთესო პორტუგალიელია. კრიშტიანო “, – აცხადებს კოლუმბიელი მოთამაშე.

ანჩელოტი: “ფალკაო შესანიშნავია, მაგრამ ჩვენი შემტევებით კმაყოფილი ვარ”

“რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ,  “ოსასუნასთან” მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ფალკაოს შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა. იტალიელმა ჟურნალისტებს მიანიშნა, რომ “რეალი” ფორვარდის ყიდვას არ აპირებს.

“ფალკაო შესანიშნავი მოთამაშეა. მაგრამ, ჩვენ შეტევის ხაზის თამაშით კმაყოფილები ვართ. ბევრი გოლი გაგვაქვს. ჩემი აზრით, ფალკაო ჩვენს სათამაშო სტილს არ მოუხდება” –  განაცხადა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ რადამელ ფალკაო ზაფხულში მადრიდის “ატლეტიკოდან” ფრანგულ “მონაკოში” გადავიდა. ტრასფერი 60 მილიონ ევრომდე დაჯდა.

აბიდალი: “ფალკაო “მონაკოში” დარჩება”

ფრანგული “მონაკოს” გამოცდილი მცველი, ერიკ აბიდალი აცხადებს, რომ კოლუმბიელი თავდამსხმელი, რადამელ ფალკაო კლუბში დარჩება.

“ერთი რამ, რაც დარწმუნებით შემიძლია გითხრათ ისაა, რომ რადამელი “მონაკოში” დარჩება. ფალკაომ თქვა, რომ მას გუნდის დატოვების სურვილი არ გააჩნია, შესაბამისად ამ თემაზე ბევრი საუბარი არ ღირს. ჩემი აზრით, კოლუმბიელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია”, – ამბობს აბიდალი.

ფალკაო “რენთან” შეხვედრას გამოტოვებს

ფრანგული “მონაკოს” ფორვარდი, რადამელ ფალკაო ტრავმის გამო საფრაგეთის ჩემპიონატის მე-15 ტურის შეხვედრას გამოტოვებს. 30 ნოემბერს, “მონაკო” “რენს” დაუპირისპირდება.

“ფალკაოს მცირე პრობლემები აქვს ჯამრთელობასთან დაკვშირებით. სერიოზული არაფერია, თუმცა გარისკვა არ გვინდა და ფორვარდს დავასვენებთ” – განაცხადა “მონაკოს” მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ.

შეგახსენებთ, რომ “მონაკომ” ამ დროისათვის მესამე ადგილზე იმყოფება 29 ქულით. ფალკაოს ანგარიშზე კი 14 ჩატარებულ შეხვედრაში 9 გოლია.

ფალკაო შეცვლამ გაანაწყენა

25 ნოემბერს, საფრანგეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში, “ნანტმა” საკუთარ მოედანზე “მონაკო” მიიღო და ანგარიშით 0:1 დაამარცხა.

აღიშნულ შეხვედრაში, 63-ე წუთზე, “მონაკოს” მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ კოლუმბიელი თავდამსხმელი, რადამელ ფალკაო მაშინ შეცვალა, როდესაც ანგარიში 0:0 იყო. ამ ყოველივემ ფეხბურთელი გაანაწყენა.

“მე გუნდისა და ფალკაოსთვის მხოლოდ კარგი მსურს. ფალკაოს მცირედ ტკივილი აწუხებდა, ამიტომ არ მინდოდა, მისი მდგომარეობა გაუარესებულიყო. ნამდვილად არ ვაქცევ ყურადღებას იმას, თუ რა ღირს ესა თუ ის მოთამაშე”, – ამბობს რანიერი.

ფალკაოს ბრწყინვალე ფინტი ირანის ნაკრების წინააღმდეგ

ფუტზალში, ბრაზილიისა და ირანის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში, ბრაზილიელთა ლეგენდარულმა მოთამაშემ, ფალკაომ მეტოქე გუნდის ფეხბურთელი ბრწყინვალე ფინტით ჩამოიტოვა.