ფერგიუსონი: “აბრამოვიჩს სურდა, რომ “ჩელსის” მწვრთნელი გავმხდარიყავი”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი აცხადებს, რომ “ჩელსის” მფლობელს, რომან აბრამოვიჩს სურდა, მას ლონდონური გუნდი გაეწვრთნა.

როგორც 71 წლის შოტლანდიელი ამბობს, თავდაპირველად, აბრამოვიჩი მასთან აგენტების საშუალებით მოლაპარაკებებს ცდილობდა.

“თავდაპირველად, აბრამოვიჩი ჩემთან მოლაპარაკებებს აგენტების საშუალებით ცდილობდა. ხოლო, როცა თავად დამიკავშირდა, მაშინვე ვუთხარი: “ჩემი “მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლის შანსი არ არსებობს!”

ალექს ფერგიუსონის ლექცია ჰარვარდში

ჰარვარდის ბიზნეს სკოლის (Harvard Business School) ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის პროფესორის, ანიტა ელბერსის კვლევის ობიექტებს სხვადასხვა ინდუსტრიის ყველაზე გამოჩენილი ადამიანები წარმოადგენენ, ისეთები, როგორებიც მაგალითად NBA-ს სუპერვასკვლავი ლებრონ ჯეიმსი, პოპ-მომღერალი ლედი გაგა, მსახიობი ტომ კრუზი ან ჩოგბურთელი მარია შარაპოვაა. Continue reading “ალექს ფერგიუსონის ლექცია ჰარვარდში”