მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ფერნანდო იერო აცხადებს, რომ “სამეფო კლუბის” ახალგაზრდა მოთამაშე, რაფაელ ვარანი მსოფლიოს საუკეთესო მცველია.
შეგახსენებთ, რომ იერო, რომელიც ამჟამად 45 წლისაა, “რეალის” ღირსებას 1989 წლიდან, 2003 წლამდე იცავდა.
“ვარანის მსგავსი მცველი დღევანდელ ფეხბურთში არ არის – ის საუკეთესოა. მისი ასაკის ფეხბურთელისათვის, ასეთი საოცარი თამაში, წარმოუდგენელია”, – ამბობს იერო.
დიტო ჭიჭინაძე