“სევილიამ” ნავაროს კონტრაქტი გაუწყვიტა

“სევილიას” მცველი ფერნანდო ნავარო ანდალუსიურ კლუბს ტოვებს და კარიერას “დეპორტივოში” გააგრძელებს.

სევილიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით 32 წლის ნავაროსთან ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

ფასრულებულ სეზონში ფერნანდომ “სევილიას” შემადგენლობაშ 19 შეხვედრა ჩაატარა. მთლიანობაში კი კლუბში 7 სეზონი გაატარა.

ასეთი რამ არ გინახავთ – “სევილიას” ფეხბურთელმა მატჩის მიმდინარეობისას ჭიქაში მოშარდა (ვიდეო)

15 მარტს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში “სევილიამ” საკუთარ მოედანზე “ელჩე” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობისას, კამერებმა საკმაოდ საინტერესო კადრი დააფიქსირეს, რომელშიც კარგად ჩანს, თუ რას აკეთებს სათადარიგოთა სკამზე მჯდომი “სევილიას” 32 წლის მცველი, ფერნანდო ნავარო.

ნავარო: „გოლი მოგვპარეს“

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მეოთხე ტურში  „ბარსელონასა“ და  „სევილიას“ შორის გამართული მატჩი კატალონიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ სტუმართა მცველმა ფერნანდო ნავარომ მეტად ემოციურად ისაუბრა.

„ჩვენ გოლი მოგვპარეს, ეს მთელმა მსოფლიომ ნახა. ამით ყველაფერი გააფუჭეს. მეტს ვეღარაფერს გეტყვით, რადგან ამის გამო შეიძლება დისკვალიფიკაცია მომცენ“, – ციტირებს ნავაროს სიტყვებს ესპანური გამოცემა  „მარკა“.

ტურის კიდევ სამი შეხვედრა ასე დასრულდა:

„ატლეტიკო“- „ალმერია“ 4:2
„ლევანტე“-„სოსიედადი“ 0:0
„ვილიარეალი“-„რეალი“ 2:2

 ბექა დოგრაშვილი