თერნერი ფილადელფიას დატოვებს

„ფილადელფია სიქსერსის“ ფორვარდმა ევან თერნერმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მას ახალი კლუბის ძებნა მოუწევს.

„კლუბის გენერალურ მენეჯერთან სემ ჰინკისთან საუბრიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ კლუბს ჩემთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს. ამიტომ, დიდი ალბათობით, ზაფხულს სამუშაო ადგილის შეცვლა მომიწევს“, – განაცხადა 25 წლის მოთამაშემ.

შეგახსენებთ, რომ „სიქსერსის“ რიგებში თერნერი 2010 წელს გადაბარგდა. სამ წელიწადში ამ გუნდის მაისურით მან 225 მატჩში ითამაშა. გასული სეზონის ერთ მატჩში ევანის საშუალო მონაგრამა 13,3 ქულა და 6,3 მოხსნა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ალენს ვარჯიშის დროს ჩაეძინა

„ფილადელფია სიქსერსის“ ფორვარდმა ლავოი ალენმა თავისი გუნდის ბოლო ღია ვარჯიში გამოტოვა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ კალათბურთელს უბრალოდ ჩაეძინა.

„როგორც შეგვატყობინეს, მას ჩაეძინა. ეს ერთ-ერთ ის პრობლემაა, რომლის მოგვარებაც გვჭირდება. მე მას ამასთან დაკავშირებთ პირადად გავესაუბრები. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით“, – განუცხადა „სიქსერსის“ მთავარმა მწვრთვნელმა ბრეტ ბრაუნმა CSNPhilly-ს ჟურნალიტებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჰარისი: „სიქსერსი“ ფილადელფიაში გააგრძელებს თამაშს“

„სიქსერსის“ მფლობელმა ჯოშუა ჰარისმა დაადასტურა, კლუბის სხვა ქალაქში გადაყვანას არ გეგმავს.

„შემიძლია გულშემატკივრები დავაწყნარო და ვთქვა, რომ „სიქსერსი“ ფილადელფიაშიც მომწონს. შესაბამისად, კლუბის სხვაგან გადაყვანას არ ვაპირებ“, – განუცხადა ჰარისმა The Philadelphia Inquirer-ს.

ცნობისთვის, ჰარისმა არც ისე დიდი ხნის წინ NHL- მოასპარეზე „ნიუ-იორკ დევილზი“ და ნიუ-არკში მდებარე არენა, სახელად „Prudential Center“-ი შეიძინა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჯონ კუესტერი ფილადელფიაში იმუშავებს

Yahoo! Sports-ის ცნობით, ”დეტროიტ პისტონსის” ყოფილი თავკაცი ჯონ კუესტერი, დიდი ალბათობით, ”ფილადელფია სიქსერსის” სამწვრთვნელო შტაბის ახალ წევრი გახდება. სავარაუდოდ, 58 წლის სპეციალისტი გუნდის მთავარი მწვრთვნელის ბრეტ ბრაუნის პირველი ასისტენტი გახდება.

ცნობისთვის, კუესტერი ”პისტონსს” 2009 წლიდან 2011 წლამდე ედგა სათავეში, რის შემდეგაც ”ლეიკერსში” წავიდა სამუშაოდ, სადაც თავიდან მთავარი მწვრთვნელის ასისტენტი იყო, ხოლო მოგვიანებით, სკაუტი გახდა.

ალექსანდრე მატევოსოვი

უილიამსი ”სიქსერსის” გენერალური მენეჯერის ასისტენტი გახდა

ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ”ფილადელფია სიქსერსის” გერენალურ მენეჯერს სემ ჰინკის ახალი ასისტენტი ეყოლება. ცნობილია, რომ აღნიშნულ პოსტს ბრენდონ უილიამსი დაიკავებს.

პრობლემები ახალ სამუშაო ადგილას უილიამსს არ უნდა შეექმნას, რადგან, რამოდენიმე წლის განმალობაში იგი NBA-ს საკალათბურთო ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.

ალექსანდრე მატევოსოვი

”სიქსერსი” სამი თავისუფალი აგენტის დამატებას გეგმავს

Hoopsworld-ის ცნობილ ჟურნალისტს ალექს კენედის თუ დავუჯერებთ, მაშინ ”ფილადელფია სიქსერსის” მენეჯერები თავისუფალ აგენტებთან როდრიგო ბობუასა და კრის დიუჰონთან შეეცდებიან კონტრაქტების გაფორმებას. გარდა ამისა, ”სიქსერსის” ხელმძღვანელობა დანიელ გიბსონის დამატების ვარიანტსაც განიხლავს.

როდრიგო ბობუა 2009 წლიდან მიმდინარე წლის ივნისამდე ”დალას მავერიკსში” თამაშობდა. თავის მხვრივ, 31 წლის დიუჰონი გასულ სეზონში ”ლეიკერსში” ირიცხებოდა, ხოლო დანიელ გიბსონი შვიდი წლის განმალობაში ”კლივლენდ კავალიერსის” კალათბურთელი იყო.

ალექსანდრე მატევოსოვი

მიკელს NBA-ში დაბრუნება სურს

გამოცდილი ფორვარდი, პიტ მიკელი, რომელიც ბოლოს კატალონიის ”ბარსელინას” ღირსებას იცავდა, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დაბრუნებაზე დაფიქრდა.

35 წლის კალათბურთელის აგენტის თქმით, მისი კლიენტით, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, ”ლოს-ანჯელს ლეიკერსისა” და ”ფილადელფია სიქსერსის” ხელმძღვანელები დაინტერესდნენ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ზემოხსენებული კლუბი ვეტერანს გარანტირებულ კონტრაქტს შესთავაზებს, იგი ”ბარსელონასთან” ახალი შეთანხმების გაფორმებაზე უარს იტყვის.

2000 წლის დრაფტის მეორე რაუნდში მიკელი ”ნიუ-იორკ ნიქსის” მიერ იქნა არჩეული. ამის მიუხედავად, პლანეტის უძლიერეს საკალთბურთო ლიგაში ადგილის დამკვირდება მან ვერაფრით ვერ მოახერხა. სხვადასხვა დროს იგი როგორც ”ნიქსთან”, ასევე ”დალას მავერიკსთან” ერთად ვარჯიშობდა, თუმცა შანსი არცერთისგან არ მიუღია. მოგვიანებით, პიტი სხვა კონტინენტზე გადაბარგდა. თავიდან იგი ფილიპინებშიც კი თამაშობდა, სადაც ადგილობრივი ”პერისტერის” ღირსებას იცავდა, რის შემდეგაც მოსკოვის ”დინამოს”, ”მაკედონიკოსისა” და რამოდენიმე ესპანური კლუბის რიგებშიც გამოდიოდა. 2010 წელს ”ბარსელონასთან” ერთად მიკელი ევროლიგის გამარჯვებული გახდა. ჯამში, ”ბლაუგრანასში” იგი ოთხი წლის განმალობაში თამაშობდა.

ალექსანდრე მატევოსოვი