„სიქსერსმა“ „ბილბაოს“ აჯობა, „ლეიკერსი“ „ნაგეტსთან“ დამარცხდა

გუშინ, ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ მატჩში „ფილადელფია სიქსერსი“ ესპანურ „ბილბაოს“ შეხვდა, რომელსაც ორი ქულით აჯობა. საუკეთესო ბასკური კლუბის შემადგენლობაში დაირის ბერტანსი იყო, რომლის მონაგარმაც 19 ქულა შადგინა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან კი საუკეთესო მაჩვენებელი ევან თერნერს ჰქონდა, რომელმაც 25 ქულის დაგროვება შეძლო.

„ბილბაო“ – „ფილადელფია სიქსერსი“ 104:106 (20:27, 30:28, 30:24, 24:27)

„ბილბაო“: ბერტანსი (19 ქ. 3 მ. 1 ჩ.), ერველი (!4 ქ. 14 მ. 2 გ. 1 ჩ.), გრიმაუ (14 ქ. 6 მ. 3 გ. 1 ჩ.), ლოპესი (11 ქ. 1 მ. 5 გ. 2 ჩ.), გაბრიელი (11 ქ. 2 მ. 5 გ. 2 ჩ.), კავალიაუსკასი (9 ქ. 7 მ. 4 გ.), ვრკიჩი (8 ქ. 2 მ. 1 ჩ.), პილეპიჩი (7 ქ. 2 მ.), კარმაიკი (6 ქ. 2 მ.), მუმბრუ (5 ქ. 6 მ. 6 გ. 2 ჩ.)

„სიქსერსი“: თერნერი (25 ქ. 5 მ. 3 გ. 1 ჩ.), როტენი (16 ქ. 1 მ. 2 გ. 3 ჩ.), ანდერსონი (15 ქ. 7 მ. 2 გ. 2 ჩ.), იანგი (14 ქ. 6 მ. 1 გ. 5 ჩ. 1 ბ.), მორისი (12 ქ. 1 მ. 3 გ. 3 ჩ.), ტომპსონი (9 ქ. 3 მ. 2 ჩ.), ჰოვსი (6 ქ. 6 მ. 2 ჩ. 1 ბ.), ბლიუ (4 ქ. 3 მ. 1 ჩ.), კარტერ-უილიამსი (3 ქ. 3 მ. 6 გ. 3 ჩ.), ოლბრეჰტი (2 ქ. 3 მ. 1 ჩ.), ლავალი (1 მ.)

გამთენიისას, მორიგი მოსამზადებელი მატჩი „ლოს-ანჯელეს ლეიკერსმაც“ გამართა, კალიფორნიული კლუბის მეტოქე ამჯერად „დენვერ ნაგეტსი“ იყო. შეხვედრა „ნაგეტსის“ 9-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა. „ლეიკერსის“ რიგებში სუკეთესო ხავიერ ჰენრი იყო, რომლის მონაგარმაც 15 ქულა შეადგინა. ამდენივე ქულის დაგროვება „ნაგეტსის“ გამთამაშებელმა ტაი ლოუსონმა შეძლო.

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ – „დენვერ ნაგეტსი“ 88:97 (25:27, 19:19, 14:26, 30:25)

„ლეიკერსი“: ჰენრი (15 ქ. 3 მ. 1 ჩ. 1 ბ.), პ. გასოლი (13 ქ. 4 მ. 2 გ. 1 ბ.), ლენდრი (13 ქ. 3 მ. 1 გ.), იანგი (9 ქ. 1 მ. 3 ჩ.), მიკსი (8 ქ. 1 ჩ.), უილიამსი (6 ქ. 5 მ. 2 ჩ. 1 ბ.), საკრე (6 ქ. 8 მ.), ჯონსონ-ოდომი (5 ქ. 2 გ,, 1 ჩ.), ბლეიკი (4 ქ. 2 მ. 7 გ.), ჰილი (4 ქ. 5 მ. 1 გ.), ჰარისი (3 ქ. 5 მ. 1 გ.), ჯონსონი (2 ქ. 3 მ. 1 გ.), ნეში (5 მ. 6 გ. 1 ჩ.), ბოატენგი (3 მ.)

„ნაგეტსი“: ლოუსონი (15 ქ. 10 მ. 6 გ. 1 ჩ.), ჰემილტონი (15 ქ. 2 მ. 2 გ. 2 ჩ.), მაკგი (12 ქ. 7 მ. 1 ჩ.), ჰიკსონი (10 ქ. 6 მ. 1 ჩ. 1 ბ.), ფურნიე (9 ქ. 2 მ. 3 გ.), რობინსონი (9 ქ. 3 მ. 2 გ.), ფოი (6 ქ. 2 მ. 1 გ.), არტური (6 ქ. 2 მ. 1 ჩ.), რენდოლფი (5 ქ. 6 მ. 1 ბ.), ფარიდი (5 ქ. 4 მ. 1 ბ.), მილერი (2 ქ. 4 მ. 1 გ. 1 ჩ. 1 ბ.), მოზგოვი (2 ქ. 3 მ. 3 გ. 1 ც. 5 ბ.), მილერი (2 მ. 4 გ. 1 ჩ.), დ. ჯეიმსი (2 მ. 1 გ. 1 ბ.)

ალექსანდრე მატევოსოვი

ჰარისი: „სიქსერსი“ ფილადელფიაში გააგრძელებს თამაშს“

„სიქსერსის“ მფლობელმა ჯოშუა ჰარისმა დაადასტურა, კლუბის სხვა ქალაქში გადაყვანას არ გეგმავს.

„შემიძლია გულშემატკივრები დავაწყნარო და ვთქვა, რომ „სიქსერსი“ ფილადელფიაშიც მომწონს. შესაბამისად, კლუბის სხვაგან გადაყვანას არ ვაპირებ“, – განუცხადა ჰარისმა The Philadelphia Inquirer-ს.

ცნობისთვის, ჰარისმა არც ისე დიდი ხნის წინ NHL- მოასპარეზე „ნიუ-იორკ დევილზი“ და ნიუ-არკში მდებარე არენა, სახელად „Prudential Center“-ი შეიძინა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჯონ კუესტერი ფილადელფიაში იმუშავებს

Yahoo! Sports-ის ცნობით, ”დეტროიტ პისტონსის” ყოფილი თავკაცი ჯონ კუესტერი, დიდი ალბათობით, ”ფილადელფია სიქსერსის” სამწვრთვნელო შტაბის ახალ წევრი გახდება. სავარაუდოდ, 58 წლის სპეციალისტი გუნდის მთავარი მწვრთვნელის ბრეტ ბრაუნის პირველი ასისტენტი გახდება.

ცნობისთვის, კუესტერი ”პისტონსს” 2009 წლიდან 2011 წლამდე ედგა სათავეში, რის შემდეგაც ”ლეიკერსში” წავიდა სამუშაოდ, სადაც თავიდან მთავარი მწვრთვნელის ასისტენტი იყო, ხოლო მოგვიანებით, სკაუტი გახდა.

ალექსანდრე მატევოსოვი

უილიამსი ”სიქსერსის” გენერალური მენეჯერის ასისტენტი გახდა

ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ”ფილადელფია სიქსერსის” გერენალურ მენეჯერს სემ ჰინკის ახალი ასისტენტი ეყოლება. ცნობილია, რომ აღნიშნულ პოსტს ბრენდონ უილიამსი დაიკავებს.

პრობლემები ახალ სამუშაო ადგილას უილიამსს არ უნდა შეექმნას, რადგან, რამოდენიმე წლის განმალობაში იგი NBA-ს საკალათბურთო ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.

ალექსანდრე მატევოსოვი

”სიქსერსი” სამი თავისუფალი აგენტის დამატებას გეგმავს

Hoopsworld-ის ცნობილ ჟურნალისტს ალექს კენედის თუ დავუჯერებთ, მაშინ ”ფილადელფია სიქსერსის” მენეჯერები თავისუფალ აგენტებთან როდრიგო ბობუასა და კრის დიუჰონთან შეეცდებიან კონტრაქტების გაფორმებას. გარდა ამისა, ”სიქსერსის” ხელმძღვანელობა დანიელ გიბსონის დამატების ვარიანტსაც განიხლავს.

როდრიგო ბობუა 2009 წლიდან მიმდინარე წლის ივნისამდე ”დალას მავერიკსში” თამაშობდა. თავის მხვრივ, 31 წლის დიუჰონი გასულ სეზონში ”ლეიკერსში” ირიცხებოდა, ხოლო დანიელ გიბსონი შვიდი წლის განმალობაში ”კლივლენდ კავალიერსის” კალათბურთელი იყო.

ალექსანდრე მატევოსოვი

მიკელს NBA-ში დაბრუნება სურს

გამოცდილი ფორვარდი, პიტ მიკელი, რომელიც ბოლოს კატალონიის ”ბარსელინას” ღირსებას იცავდა, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დაბრუნებაზე დაფიქრდა.

35 წლის კალათბურთელის აგენტის თქმით, მისი კლიენტით, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, ”ლოს-ანჯელს ლეიკერსისა” და ”ფილადელფია სიქსერსის” ხელმძღვანელები დაინტერესდნენ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ზემოხსენებული კლუბი ვეტერანს გარანტირებულ კონტრაქტს შესთავაზებს, იგი ”ბარსელონასთან” ახალი შეთანხმების გაფორმებაზე უარს იტყვის.

2000 წლის დრაფტის მეორე რაუნდში მიკელი ”ნიუ-იორკ ნიქსის” მიერ იქნა არჩეული. ამის მიუხედავად, პლანეტის უძლიერეს საკალთბურთო ლიგაში ადგილის დამკვირდება მან ვერაფრით ვერ მოახერხა. სხვადასხვა დროს იგი როგორც ”ნიქსთან”, ასევე ”დალას მავერიკსთან” ერთად ვარჯიშობდა, თუმცა შანსი არცერთისგან არ მიუღია. მოგვიანებით, პიტი სხვა კონტინენტზე გადაბარგდა. თავიდან იგი ფილიპინებშიც კი თამაშობდა, სადაც ადგილობრივი ”პერისტერის” ღირსებას იცავდა, რის შემდეგაც მოსკოვის ”დინამოს”, ”მაკედონიკოსისა” და რამოდენიმე ესპანური კლუბის რიგებშიც გამოდიოდა. 2010 წელს ”ბარსელონასთან” ერთად მიკელი ევროლიგის გამარჯვებული გახდა. ჯამში, ”ბლაუგრანასში” იგი ოთხი წლის განმალობაში თამაშობდა.

ალექსანდრე მატევოსოვი