მერსესაიდულ დერბიში სალაჰისა და კოუტინიოს თამაში საეჭვოა

მერსესაიდის “ლივერპულის” ორი ლიდერის, მუჰამედ სალაჰისა და ფილიპე კოუტინიოს თამაში “ევერტონთან” დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო ამ ფეხბურთელებმა “ბარნლისთან” გამართული შეხვედრაც გამოტოვეს.

“ფილი და მო ტრავმირებულები არიან და ამ დრომდე ლაზარეთში იმყოფებიან. სწორედ ამიტომ ვერ ითამაშეს მათ “ბარნლისთან”. ჯერჯერობით გაურკვეველია ისიც, შეძლებენ თუ არა “ევერტონთან” გასამართ მატჩში მონაწილეობის მიღებას,” – აცხადებს მერსესაიდელთა თავკაცი იურგენ კლოპი.

მიმდინარე სეზონში სალაჰი “წითლების” ნამდვილ ლიდერად მოგვევლინა – ჩატარებულ 27 მატჩში მან 22 გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემაც გააკეთა. კოუტინიოს ანგარიშზე კი 20 მატჩში გატანილი 12 გოლი და რვა საგოლე გადაცემაა.

“ლივერპული” “ევერტონს” ინგლისის ასოციაციის თასის 1/32-ფინალურ მატჩში 5 იანვარს დაუპირისპირდება.

ინიესტა: “კოუტინიო “ბარსელონასთვის” დიდებული შენაძენი იქნება”

“ბარსელონასა” და ფილიპე კოუტინიოს სატრანსფერო საგა კვლავ გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ, საფეხბურთო სამყარო განუწყვეტლივ განიხილავს ამ ტრანსფერს. ამჯერად, კოუტინიოს “ბარსელონურ” მომავალზე ინიესტამ ისაუბრა.

“მე მასში დიდებულ ფეხბურთელს ვხედავ და ვთვლი, რომ კოუტინიო ძალიან ნიჭიერია. მას ორივე ფეხის გამოყენება შეუძლია, გოლებსაც ბრწყინვალედ ქმნის და კომბინაციებში პროდუქტიულად ერთვება. გარდა ამისა, მას მეტოქის ბანაკში სივრცის მოძებნაც არ უჭირს.

მისი პროფილის ფეხბურთელები “ბარსელონას” ძალიან უხდებიან. კოუტინიოს ტრანსფერი ჩვენთვის დიდებული ნაბიჯი იქნება. რა თქმა უნდა, მე მასში ჩემს კონკურენტს არ ვხედავ და ყველაფერს გავაკეთებ მის დასახმარებლად,” – აცხადებს ესპანელი ლეგენდა.

ბოლო ცნობების თანახმად, “ბარსელონას” ბრაზილიელის ტრანფერი 150 მილიონი ევრო უნდა დაუჯდეს.

“ბარსელონა” კოუტინიოს ტრანსფერში 150 მილიონის გადახდას დათანხმდა

“ბარსელონასა” და “ლივერპულის” ხელმძღვანელებმა ბრაზილიელი ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერთან დაკავშირებით წინასწარ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. ამ ინფორმაციას Sport.es ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, “წითლებმა” “ბარსელონა” ტრანსფერში 150 მილიონი ევროს გადახდაზე მაინც დაიყოლიეს და ახლა ყველაფერი დროის საკითხია.

ცნობილი ხდება ბრაზილიელი ფეხბურთელის კონტრაქტის კონკრეტული დეტალებიც. კერძოდ, კოუტინიო “ლურჯ-ბროწეულისფრებთან” 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში 12 მილიონ ევროს მიიღებს ხელფასის სახით.

სტატისტიკისთვის გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში ფილიპემ “ლივერპულის” მაისურით 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 10 გოლი და გააკეთა 7 საგოლე გადაცემა.

კოუტინიო “ლივერპულის” ხელმძღვანელებს “ბარსელონაში” ტრანსფერზე შეუთანხმდა

მერსესაიდის “ლივერპულის” ბრაზილიელი ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო ძალიან ახლოს არის “ბარსელონაში” გადასვლასთან. ინგლისური პრესის ცნობით, მან უკვე მიაღწია შეთანხმებას “წითლების” ხელმძღვანელობასთან.

შეგახსენებთ, რომ კატალონიური გრანდი გასულ სატრანსფერო ფანჯარაზეც საკმაოდ აქტიურად ცდილობდა კოუტინიოს გადაბირებას, მაგრამ იურგენ კლოპმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ფილიპე “ენფილდზე” დარჩენილიყო.

მართალია, კოუტინიომ ინგლისელებისგან თანხმობა მიიღო, მაგრამ “წითლები” მის გაყიდვას მხოლოდ 150 მილიონ ევროდ აპირებენ. საკითხავია, დემბელეს ტრანსფერის შემდეგ, დათანხმდება თუ არა “ბარსელონა” ამ თანხის გადახდას.

სტატისტიკისთვის გეტყვით, რომ კოუტინიომ მიმდინარე სეზონში 12-ჯერ ითამაშა “ლივერპულის” მაისურით და თავი ხუთი გატანილი გოლით დაგვამახსოვრა.

ტიაგო სილვა: “კოუტინიოს ვესაუბრე და დიდი იმედი მაქვს, რომ “პსჟ”-ს აირჩევს”

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელი კაპიტანი, ტიაგო სილვა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ფილიპე კოუტინიომ არჩევანი კარიერის საფრანგეთში გაგრძელებაზე გააკეთოს და არა “ბარსელონაში” გადასვლაზე, რასთანაც ის ძალიან ახლოსაა.

“კოუტინიოს საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ვესაუბრებოდი. დიდი იმედი მაქვს, რომ სეზონის ბოლოს ან უფრო ადრე, ის “პარი სენ-ჟერმენში” გადმოვა. ეს დიდი სიურპრიზი იქნება თითოეული ჩვენგანისთვის.

ვიმედოვნებ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ის კარგად დაფიქრდება და მომავალი წლიდან ჩვენთან ერთად იმუშავებს. მან ძალიან რთული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მე მხოლოდ ის შემიძლია, რომ ვურჩიო, ისევე როგორც ნეიმარს,”- აცხადებს სილვა.

კოუტინიო: “მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ჩემპიონატში ვთამაშობ, ბედნიერი ვარ”

მერსესაიდის “ლივერპულის” ბრაზილიელმა ჰავბეკმა, ფილიპე კოუტინიომ, რომელსაც პრესა მუდმივად “ბარსელონაში” გადასვლის რეალური კანდიდატის სახელით მოიხსენიებს, აღნიშნა, რომ თავს ინგლისშიც ბედნიერად გრძნობს.

“მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ჩემპიონატში ვთამაშობ. ბედნიერი ვარ. თუმცა, ახლა მთლიანად სანაკრებო დონეზე ვარ კონცენტრირებული, ვგრძნობ, რომ ყველაფერი მაქვს.

მიხარია, რომ ასი პროცენტით მზად ვარ. ტრავმის გამო ბოლო რამდენიმე მატჩის გამოტოვება მომიწია, მაგრამ უკვე სრულყოფილად დავბრუნდი და თავისუფლად შემიძლია თამაში,” – აცხადებს ფილიპე Sky Sports-თან საუბრისას.

სუარესი: “კოუტინიოს დამატება “ბარსელონას” მნიშვნელოვნად გააძლიერებს”

კატალონიის “ბარსელონას” ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა პრესასთან თავისი ყოფილი თანაგუნდელის, ფილიპე კოუტინიოს “ბარსელონაში” გადასვლის შესაძლებლობაზე ისაუბრა.

“რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ კოუტინიოს დამატება “ბარსელონას” მნიშვნელოვნად გააძლიერებს. ფილიპე არის ფეხბურთელი, რომელსაც აქვს საჭირო მონაცემები და ამბიციები, ის ჩვენს სტილს ბრწყინვალედ მოერგება.

მართალია, მან საკმაოდ რთული პერიოდი გამოიარა, მაგრამ ყველაფერთან ერთად, კოუტინიოს უდიდესი პროფესიონალიზმითაც არის დაჯილდოვებული. ის მიმდინარე სეზონშიც შეძლებს იმის დამტკიცებას, თუ რამდენად ძლიერი მოთამაშეა,” – აცხადებს სუარესი.

მიმდინარე სეზონში ფილიპემ 2 გოლისა და 1 საგოლე გადაცემის წყალობით შეძლო “ლივერპულელთათვის” პრემიერ ლიგის 5 მატჩში დახმარების გაწევა.

კოუტინიოსთვის ბრძოლა გრძელდება

ბრაზილიისა და “ლივერპულის” შემტევი ფილიპე კოუტინიო შესანიშნავ თამაშს სთავაზობს გულშემატკივარს, ამიტომაც მისი გადაბირება არაერთ გუნდს სურს.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კოუტუნოს შესაძენად ყველაზე მეტად კატალონიის “ბარსელონა” აქტიურობდა და თითქოს ყვეალფერი შეთანხმებული იყო, მაგრამ საბოლოოდ ბრაზილიელი “ენფილდზე” დარჩა და მიმდინარე სეზონში ისევ წითლების მაისურით გამოდის. დიდი ალბათობით ეს ყველაფერი დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან 25 წლის ფეხბურთელის შეძენით ესპანელების გარდა “პარი სენ-ჟერმენიც” აქტიურად არიას დაინტერესებული.

ესპანური გამოცემა MARCA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელთა დირექტორი ანტერო ენრიკე ლონდონში კოუტინიოს აგენტს შეხვდა და შესაძლო ტრანსფერის დეტალებზე ისაუბრეს. არ არის გამორიცხული, რომ ფილიპეს გადმობირებაში დიდი წვლილი, მისმა თანამემამულემ და კარგმა მეგობარმა, ნეიმარმაც შეიტანოს.

“ბარსელონა” ზამთარში “ლივერპულისთვის” 80 მილიონის შეთავაზებას გეგმავს

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელები “ლივერპულის” რიგებში მოთამაშე ფილიპე კოუტინიოს გადაბირებას, რომელიც განსაკუთრებული ნიჭით არის დაჯილდოვებული, იანვარშიც შეეცდებიან.

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “ლურჯ-ბროწეულისფრები” იანვრის თვეში 80-მილიონიან შეთავაზებას გაუკეთებენ “წითლების” ხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონასა” და კოუტინიოს ტრანსფერზე ძალიან ბევრს საუბრობდნენ ზაფხულშიც და “კამპ ნოუზე” გადასვლა თავად კოუტინიოსაც არანაკლებ უნდა.

მიმდინარე სეზონში ბრაზილიელი ფეხბურთელის ანგარიშზე პრემიერ ლიგის 5 მატჩში გატანილი ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.

“კოუტინიომ სუარესს უნდა მიბაძოს და არა სანჩესს”

“ლივერპულისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა, პოლ ინსმა ფილიპე კოუტინიოს გარშემო არსებულ სიტუაციაზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელისთვის უკეთესი იქნება, თუ ზაფხულის ამბებს წარსულს ჩააბარებს.

“ფილიპემ მაქსიმალურად უნდა მიბაძოს სუარესს, რომელიც კლუბისგან მიღებული უარის (“ბარსელონაში” გადასვლაზე) შემდეგ გუნდში უფრო ძლიერი დაბრუნდა.

ერთი რამ ფაქტია, თუ კოუტინიო ძველებურად ითამაშებს, ფანებს ის კვლავ ეყვარებათ. ფანები ყველაფერს გაიგებენ თუ რა თქმა უნდა, სანჩესის მსგავსი ჟესტებით არ ეცდება რამის მიღწევას.

კოუტინიო, როგორც ფეხბურთელი ძალიან მომწონს. “ბარსელონა” მასში 120 მილიონ ფუნტს იხდიდა, რამაც ბევრის უკმაყოფილება გამოიწვია. ახლა მას ჩემპიონთა ლიგაზე მოუწევს იმის დამტკიცება, რომ მასში ამ თანხის გადახდა ღირს,” აცხადებს პოლი.

კოუტინიო “ლივერპულს” დაუბრუნდა (ფოტო)

მერსესაიდის “ლივერპულისა” და ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ფილიპე კოუტინიო “წითლების” რიგებში დაბრუნდა და გუნდთან ერთადაც ივარჯიშა.

როგორც იცით, 25 წლის ჰავბეკს კატალონიის “ბარსელონაში” სურდა კარიერის გაგრძელება, რისი უფლებაც კლუბის ხელმძღვანელებმაც არ მისცეს. ბარსელონელებთან მოლაპარაკების მიმდინარეობის პერიოდში კი ფეხბურთელი ტრავმას იმიზეზებდა და “ლივერპულის” მაისურით მიმდინარე სეზონში ერთხელაც არ უთამაშია.

ავადმყოფად შერაცხულმა კოუტინიომ ბრაზილიის ნაკრების მაისურით ორი მატჩის ჩატარება შეძლო. იურგენ კლოპის თქმით, მას კიდევ დასჭირდება მცირე დრო ფორმაში შესასვლელად.

გეტყვით იმასაც, რომ დღეს გუნდთან ერთად ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლინმაც ივარჯიშა, რომლის ტრანსფერშიც მერსესაიდელებმა 40 მილიონი ფუნტი გადაუხადეს “არსენალს”.

“წითლების” ლეგენდა: “ლივერპულს” კოუტინიო “ბარსელონაში” უნდა გაეშვა”

მერსესაიდის “ლივერპულის” ლეგენდას, გერმ სუნესს ეჭვი ეპარება, რომ კოუტინიო ისეთივე მონდომებით შეძლებს თამაშს, როგორც ადრე, მას შემდეგ, რაც კლუბმა მას “ბარსელონაში” წასვლის უფლება არ მისცა.

“კლუბმა საკმაოდ გარკვევით დააფიქსირა საკუთარი პოზიცია – ისინი კოუტინიოს გაყიდვის ვარიანტს არც კი განიხილავდნენ. მაგრამ საკითხავი ისაა, როგორი იქნება კოუტინიო მომავალ სეზონში?

გასახდელში აუცილებლად იქნებიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც კოუტინიო დიდად არ მოსწონთ და ამიერიდან მას უფრო ახლოდან დააკვირდებიან.

შეძლებს კოუტინიო ისეთივე მონდომებით თამაშს “ლივერპულში”? ამაზე პასუხს მხოლოდ ის გაგვცემს. კლუბს ის “ბარსელონაში” 100 მილიონ ფუნტად უნდა გაეყიდა,” – აცხადებს გერმი.