ლუისი: “ჩელსიმ კარგად შეგვისწავლა”

მადრიდის “ატლეტიკოს” მცველმა ფილიპე ლუისმა “ჩელსისთან” მატჩი შეაფასა.

“ვფიქრობ შედეგი კანონზომიერია. “ჩელსიმ” კარგად შეგვისწავლა. მეტოქემ მაღალი მოთამაშეები დაგვიპირისპირა, რათა მეორე სართულზე შეეშალათ ჩვენთვის ხელი. შეხვედრა ტაქტიკური ბრძოლის ხასიათი ჰქონდა.

განმეორებითი მატჩის წინ შანსები თანაბარია. შევეცდებით, რომ ლონდონში გოლი გავიტანოთ და რაციონალურად ვითამაშოთ.

გაბის დისკვალიფიკაცია დიდი დანაკლისია, თუმცა იმედი მაქვს ეს ჩვენ თამაშზე არ აისახება” – განაცხადა ლუისმა.

ფილიპე ლუისის ბრწყინვალე პასი დიეგო კოშტას

18 აპრილს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “ატლეტიკოსა” და “ელჩეს” შორის გამართულ მატჩში (2:0), ფილიპე ლუისმა თანაგუნდელ დიეგო კოშტას ბრწყინვალე პასი გაუკეთა.

ფილიპე ლუისი: „ატლეტიკო“ ბოლომდე იბრძოლებს“

მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველმა ფილიპე ლუისმა „პორტუსთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მოახლოებული შეხვედრის თაობაზე ისაუბრა.

„პორტუ“ – სახიფათო გუნდია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, ამიტომაც მას ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. გარდა ამისა, აღსანიშნავია ამ გუნდის ძლიერი შემტევი ხაზიც“, – თვლის ფილიპე.

„ფავორიტის დასახელება საკმაოდ რთულია. ვფიქრობ, მცირე უპირატესობა მაინც მეტოქე გუნდს აქვს, რადგან ჩვენ სტუმრად გვიწევს თამაში. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ. ყველაფერი სწორად უნდა გავაკეთოთ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ“, – აგრძელებს ლუისი.

„ჩემი აზრით, დავამტკიცეთ, რომ ამ ტურნირის დონის გუნდი გვყავს. ჩემპიონატში კარგად ვითამაშეთ. თანაც, ევროპის ლიგა და ევროპის სუპერთასიც მოვიგეთ“, – დაასრულა 28 წლის ბრაზილიელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი