„სანსმა“ ნუნალი დაიმატა

ცნობილი გახდა, რომ „ფინიქს სანსის“ ხელმძღვანელებმა ჯეიმს ნუნალისთან გააფორმეს კონტრაქტი. აქედან გამომდინარე, ამჟამად გუნდში 18 მოთამაშე ირიცხება.

გასულ სეზონში ნუნალიმ D-ლიგაში მოასპარეზე „ბაკერსფილდის“ მაისურით 51 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ფორვარდის საშუალო მონაგარმა ერთ შეხვედრაში 10,3 ქულა და 3,1 მოხსნა შეადგინა.

ყველაფერთან ერთად, ჯეიმსმა ლას-ვეგასის საზაფხულო ლიგაშიც მიიღო მონაწილეობა, რომელშიც „მაიამი ჰიტის“ შემადგენლობაში გამოდიოდა, სადაც მისმა საშუალო მაჩვენებელმა 11 ქულა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი