„ინტერის“ მეკარით „ბარსელონა“ და „მანჩესტერ სიტი“ დაინტერესდნენ

მილანის „ინტერის“ გოლკიპერი ფრანჩესკო ბარდი, რომელიც მიმდინარე სეზონში იჯარის წესით „ლივორნოში“ თამაშობს, „ბარსელონასა“ და „მანჩესტერ სიტის“ ყურადღების არეალში მოექცა. ამის შესახებ 21 წლის კიპერის აგენტმა ვინჩენცო რისპოლიმ განაცხადა.

„ბარდი ბედნიერია იმით, რომ „ინტერის“ მეკარედ ითვლება და სხვა კლუბებზე სულაც არ ფიქრობს. ის მთელ აქცენტს „ლივორნოში“ ასპარეზობაზე აკეთებს. ბარდის სურს, რომ კონტრაქტით „ინტერთან“ დარჩეს.

გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ მისით „ბარსელონა“ და „მანჩესტერ სიტი“ არიან დაინტერესებულნი, თუმცა ჩვენ ეს ფაქტი სულაც არ გვახარებს“, – აღნიშნა ბარდის აგენტმა.

ბექა დოგრაშვილი

ბარდის აგენტი: “ბარსელონას” შესახებ მეც გავიგე, მაგრამ…

Calciomerkato-სთვის მიცემულ ინტერვიუში ფრანჩესკო ბარდის აგენტი, ვინჩენცო რისპოლი მისი კლიენტის შესაძლო ტრანსფერის შესახებ საინტერესო კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ “ბარსელონას” მხრიდან არსებული ინტერესის შესახებ სმენია, თუმცა მხოლოდ არაოფიციალური წყაროებით.

“ბარსელონასთან” პირადი კონტაქტი არ მქონია. ბარდი “ინტერის” ფეხბურთელია და მსგავს საკითხებს ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ. “ბარსელონას”, ისევე როგორც კიდევ რამდენიმე ევროპული კლუბის მხრიდან ინტერესზე მეც გავიგე, მაგრამ კონკრეტული წინადადებით “ნერიაძურისთვის” ჯერ არავის მოუმართავს”.

“ფრანჩესკო “ლივორნოში” თავს კარგად გრძნობს და “ინტერის” ხელძღვანელობისთვის იმის დამტკიცება სურს, რომ გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელია. ის ძალიან მშვიდი პიროვნებაა და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 21 წლისაა, გაზეთების პირველ გვერდებზე მოხვედრა ნამდვილად არ აინტერესებს.