“გრანდი” საქართველოს ფუტსალის ჩემპიონატში იასპარეზებს

წელს, საქართველოს ფუტსალის ჩემპიონატში ცვლილებებია. წინა წელთან შედარებით, წლევანდელი ტუნრირი უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება. ეს ყოველივე იმით გამოიხატება, რომ ჩემპიონატში პირველად იასპარეზებს კლუბი “გრანდი”.

“გრანდი” დიდი ხანია ბავშვებს ზრდის და ათი ასაკობრივი გუნდიც ყავს. წელს სკოლის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ გუნდი ფუტსალის ჩემპიონატშიც გამეოყვანა. “გრანდმა” ფუტსალში პირველი ორი ამხანაგური შეხვედრა ერთ-ერთ საკმაოდ ძლიერ გუნდთან, “თელასთან” გამართა.

“დამარცხების მიუხედავად, გუნდმა დიდი გამოცდილება მიიღო. კლუბის მთავარი მიზანი ღირსეული გამოსვლა და თანდათან შედეგის გაუმჯობესებაა. პირობას ვდებ, რომ სამ წელიწადში სამეულში მოხვედრას და ძლიერ გუნდებთან ჭიდილს შევძლებთ. თავდაპირველად, “გრანდი” ქართველებით დაკომპლექტდება, რომელთა შერჩევაც ახლა მიმდინარეობს. მომდევნო წლებში კი, ევროპელი ინსტრუქტორების ჩამოყვანას და ლეგიონერებით გაძლირებას ვაპირებთ”, – ამბობს “გრანდის” პრეს-მდივანი, ლაშა კვიციანი.