რამოსი: “პიკეს ვთხოვ, რომ მადრიდსა და მის კოლეგებს პატივი სცეს”

მადრიდის “რეალის” კაპიტანი სერხიო რამოსი კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელის, ჟერარ პიკეს მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ კატალონიელმა მცველმა მადრიდის “რეალს” რამდენჯერმე დასცინა, ხოლო ალვარო არბელოა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია.

“ამ თემაზე სასაუბროდ შესაფერისი დრო არ არის, მაგრამ მე, როგორც ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და “რეალის” კაპიტანი, პიკეს ვთხოვ, რომ მადრიდსა და მის კოლეგებს პატივი სცეს.

უპატივცემულობა ცუდ გარემოს ქმნის. მას შეუძლია ჩავის, პუიოლისა და იკერის მაგალითები გაითვალისწინოს, ისინი ყოველთვის სწორად იქცეოდნენ. პიკეს პატივს ვცემ, ის ჩემი თანაგუნდელია, მეტს ვერაფერს ვიტყვი”, – ციტირებს რამოსის სიტყვებს futbol.as.com.

ჟერარ პიკემ მადრიდის “რეალს” კიდევ ერთხელ დასცინა

როგორც იცით, მადრიდის “რეალი” შესაძლოა, ესპანეთის თასის 2015-16 წლების გათამაშებიდან მოკვეთონ. “სამეფო კლუბმა” 2 დეკემბერს, “კადისთან” გამართულ მატჩში დენის ჩერიშევი ათამაშა, რომელსაც გასული წლის გათამაშებიდან დისკვალიფიკაცია ჰქონდა გადმოყოლილი.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი სწორედ რუსმა ნახევარმცველმა გაიტანა – მან მე-3 წუთზე ანგარიში გახსნა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, ჟერარ პიკემ სოციალურ ქსელ Twitter-ში პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

მესის, პიკესა და სუარესი შვილები გუშინდელი მატჩის დაწყებამდე (ვიდეო)

28 ნოემბერს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ესპანიოლი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

მატჩის დაწყებამდე, “ბარსელონას” ფეხბურთელების – პიკეს, მესისა და სუარესი შვილები ყურადღების ცენტრში იყვნენ.

ჟერარ პიკე მესის: “მადლობა, შენ მუნირ ელ ჰადადის არ ჰგავხარ”

24 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, კატალონიის “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “რომა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 6:1 გაანადგურა.

შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი 56-ე წუთზე ჟერარ პიკემ გაიტანა, რომელსაც საგოლე გადაცემა ლიონელ მესიმ გაუკეთა.

მატჩის დასრულების შემდეგ, პიკემ სოციალურ ქსელ Twitter-ში ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ასეთი წარწერა გაუკეთა: “მადლობა, ლეო. შენ მუნირ ელ ჰადადის არ ჰგავხარ.”

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, “ელ კლასიკოში”, მუნირმა პიკეს ბურთი არ დაუთმო, თავად კი გოლის გატანა ვერ მოახერხა.

კრიშტიანო რონალდუ ჟურნალისტს: “არ მაინტერესებს, რას აკეთებს პიკე” (ვიდეო)

30 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, მადრიდის “რეალმა” შვედეთში “მალმო” ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, კრიშტიანო რონალდუს ჟურნალისტებმა კითხვები დაუსვეს. ერთ-ერთმა მათგანმა პორტუგალიელს “ბარსელონას” მცველ ჟერარ პიკეზე საუბარი სთხოვა, რაზეც პორტუგალიელი გაბრაზდა.

რონალდუ: “იცი, რატომ არ ვლაპარაკობ და რატომ არ გპასუხობ?”
ჟურნალისტი: “არ ვიცი. მითხარი.”

რონალდუ: “დარწმუნებული ვარ, ჭკვიანი ხარ. საშინელ კითხვას სვამ. შენი კითხვები დღევანდელ მატჩთან რა კავშირშია?”
რონალდუ: “არ მაინტერესებს, რას აკეთებს პიკე. სხვა კითხვა დამისვით, რომელიც იგივე თემას არ შეეხება.”

პიკე: “ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ბუფონის მაისური მეცვა”

კატალონიის “ბარსელონას” მცველი ჟერარ პიკე აცხადებს, რომ გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, “რეალსა” და “იუვენტუსს” შორის გამართულ მატჩებში ის ტურინელებს გულშემატკივრობდა.

“2014-15 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალში, “რეალსა” და “იუვენტუსს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას ჯანლუიჯი ბუფონის მაისური მეცვა და ტურინელებს ვგულშემატკივრობდი. რა თქმა უნდა, “რეალის” წაგება მსურდა. “ბარსელონა” და “რეალი” ერთმანეთის მოწინააღმდეგეები არიან”, – ციტირებს პიკეს სიტყვებს AS-ი.

პიკე: “ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ”

კატალონიის “ბარსელონას” მცველმა ჟერარ პიკემ განაცხადა, რომ ის თავისი საქციელის გამო ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ “რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა პიკე “სამეფო კლუბის” მისამართით, თბილისში ნათქვამი სიტყვების გამო გაკრიტიკა.

“ჩემს საქციელს არ ვნანობ, ამ სიტყვებს ათასჯერაც გავიმეორებ. ყოველთვის მინდოდა და ახლაც მინდა, რომ “რეალს” საქმეები ცუდად წაუვიდეს. ამ კლუბსა და “ბარსელონას” შორის დაპირისპირება მუდამ იარსებებს. ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ”, – ციტირებს პიკეს სიტყვებს Guardian-ი.

სერხიო რამოსი ჟერარ პიკეს საქციელს გამოეხმაურა

მადრიდის “რეალის” კაპიტანი სერხიო რამოსი კატალონიის “ბარსელონას” მცველის, ჟერარ პიკეს საქციელს გამოეხმაურა.

მოგეხსენებათ, 11 აგვისტოს, თბილისში, “ბარსელონამ” უეფას სუპერთასის მატჩში “სევილია” დაამარცხა და კიდევ ერთი ტიტული მოიპოვა. კატალონიელთა ზეიმის მიმდინარეობისას, ჟერარ პიკემ მადრიდელთა მისამართით ასეთი რამ თქვა: “გვიყურონ, როგორ ვზეიმობთ ტიტულის მოგებას.”

“კარგად ვიცი, რომ შეცდომას ყველა უშვებს. არავის განკითხვას არ ვაპირებ, მაგრამ მას შეეძლო სხვანაირად ეზეიმა. “ბარსელონა” და “რეალი” ერთმანეთის მეტოქეები არიან, თუმცა ერთმანეთის მიმართ მეტი პატივისცემა გვმართებს”, – უთხრა რამოსმა AS-ს.

ესპანელებმა ჟერარ პიკეს ისევ დაუსტვინეს (ვიდეო)

5 სექტემბერს, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე სლოვაკეთი მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობისას, ესპანელი გულშემატკივრები ჟერარ პიკეს უსტვენდნენ. როგორც ირკვევა, რამდენიმე თვის წინ, პიკემ განაცხადა, რომ კატალონიელი ხალხი დამოუკიდებლობას იმსახურებს.

ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელო ბოსკემაც გააკეთა: “არ მესმის, რატომ უსტვენენ პიკეს. ძალიან სამწუხარო რამ ხდება. ადამიანები სტადიონზე ფეხბურთის საყურებლად უნდა მოდიოდნენ.”

რატომ მიიღო ჟერარ პიკემ წითელი ბარათი გუშინდელ მატჩში (ვიდეო)

17 აგვისტოს, ესპანეთის სუპერთასზე, “ბარსელონასა” და ბილბაოს “ატლეტიკს” შორის გამართულ განმეორებით შეხვედრაში (1:1), 56-ე წუთზე, ჟერარ პიკემ წითელი ბარათი მიიღო.

5 შემთხვევა, როცა კრიშტიანო რონალდუმ დიდი ფეხბურთელი მოატყუა

5. კარლეს პუიოლის წინააღმდეგ

4. სერხიო ბუსკეტსის წინააღმდეგ

3. ეშლი კოულის წინააღმდეგ

2. ლიონელ მესის წინააღმდეგ

1. ჟერარ პიკეს წინააღმდეგ

თბილისში ჩამოსულმა ჟერარ პიკემ შაკირას ბურთი გაარტყა (ვიდეო)

რამდენიმე საათის წინ, კატალონიის “ბარსელონას” მეუღლემ, შაკირამ სოციალურ ქსელ Facebook-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე ვიდეო ატვირთა, რომელსაც ასეთი წარწერა გაუკეთა: “აი, რას ნიშნავს ფეხბურთელთან ერთად ცხოვრება.”

This is what it's like living with a footballer! / Esto es vivir con un futbolista! Gerard Piqué

Posted by Shakira on Monday, 10 August 2015