როგორ ხურდებოდნენ “ბარსელონას” ფეხბურთელები “ხეტაფესთან” მატჩის წინ

8 იანვარს, ესპანეთის თასზე, “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ხეტაფე” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

აღნიშნული თამაშის დაწყების წინ, კამერებმა, მესის, პიკეს, ჩავის, ჟორდი ალბასა და ვალდესის გახურება დააფიქსირეს.

პიკე: “რეალს” ჩვენი გამარჯვებები აღიზიანებს

“ბარსელონას” მცველმა, ხერარდ პიკემ განაცხადა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი კატალონიური კლუბის წინააღმდეგ არის განწყობილი. “ბარსელონას” მცველმა მადრიდის “რეალი” გამოყო.

“ყველა მხრიდან გვიტევენ. “რეალი” ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ “ბარსელონა” ამდენ მატჩს იგებს” – განაცხადა პიკემ და ისიც დაამატა, რომ ბოლო დროს გარკვეული წნეხის ქვეშ ლიონელ მესიც მოექცა. შეგახსენებთ, რომ არგენტინელს საქველმოქმედო მატჩებიდან მიღებულ დიდ შემოსავალში ადანაშაულებენ.

“ბარსელონას” ფეხბურთელები FIFA 14-ის ჩემპიონატში

გასულ დღეებში, ესპანეთში, FIFA 14-ის თამშში ერთმანეთს კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელები შეეჯიბრნენ, რომელშიც საბოლოოდ, გამარჯვებულები მარტინ მონტოია და კრისტიან ტელო გახდნენ.

პიკე: “ბარსელონას მარცხი კატასტროფაა”

კატალონიის “ბარსელონას” მცველმა, ჟერარდ პიკემ ამსტერდამის “აიაქსთან” განცდილი მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ ეს ყოველივე კატასტროფაა.

შეგახსენებთ, რომ ამსტერდამელებმა “ბლაგაურნას” ანგარიშით 2:1 მოუგეს. ეს მარცხი “ბარსელონასათვის” მიმდინარე სეზონში რიგით პირველი იყო.

“პირველი ნახევარი საშინლად ჩავატარეთ. თავის გამართლებას აზრი არ აქვს – ჩვენი მარცხი კატასტროფის ტოლფასია. ის, რაც პირველ ტაიმში მოხდა, აღარ უნდა გამეორდეს”, – ამბობს პიკე.

პიკე “ბეტისთან” საეჭვოა

კატალონიის “ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ შესაძლოა, გუნდის მცველმა, ხერარდ პიკემ შაბათს, “ბეტისთან” გასამართი შეხვედრა გამოტოვოს.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში საზარდულის ტრავმა აწუხებდა, თუმცა მან ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “მილანთან” მატჩი სრულად ჩაატარა.

“პიკემ ხუთშაბათს სამედიცინო შემოწმება გაიარა. მომდევნო დღეებში გაირკვევა, შეძლებს თუ არა ის “ბეტისთან” მატჩში მონაწილეობის მიღებას”, – ვკითულობთ კატალონიელთა ოფიციალურ განცხადებაში.