”ინდიანა პეისერსის” მენეჯერებმა პოლ ჯორჯთან ახალ, 5-წლიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი, რის შესახებაც ESPN.com-ი წერს. გაფორმებული შეთანხმებით, ფორვარდს ხელფასის სახით ამ პერიოდში 80 მილიონი დოლარი ექნება გარანტირებული, თუმცა მას დამატებითი 10 მილიონის გამომუშავებაც შეეძლება, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ იგი სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდება და MVP-ს წოდებას მიიღებს.
გასული სეზონის ერთ მატჩში 23 წლის ჯორჯის საშუალო მონაგარმა 17,4 ქულა, 7,6 მოხსნა და 4,1 გადაცემა შეადგინა. გარდა ამისა, პოლი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ბოლო გათამაშების ყველაზე პროგრესიულ მოთამაშედ აღიარეს.
ალექსანდრე მატევოსოვი