ოფიციალურად: ვოიცეხ შჩესნი ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელია!

ვოიცეხ შჩესნი “იუვენტუსის” ფეხბურთელია. ამის შესახებ ტურინელთა ოფიციალური გვერდი იტყობინება.

პოლონელმა მეკარემ “ბებერ ქალბატონთან” ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ჯერჯერობით, უცნობია, რა დაუჯდა “იუვენტუსს” ლონდონის “არსენალის” კიპერის შეძენა.

შჩესნიმ გუშინ სამედიცინო შემოწმება გაიარა, ხოლო დღეს კი პრესკონფერენცია გამართა.

ვოიცეხს სერია ა-ში თამაშის გამოცდილება აქვს. მას შემდეგ, რაც პეტერ ჩეხი “არსენალში” გადავიდა, 2015 წლის ზაფხულზე შჩესნი რომის “რომაში” გაანათხოვრეს. მან იტალიის ჩემპიონატის ორ სეზონში 72 მატჩი ჩაატარა.

 

როგორ გამოიყურება ბარტოშ კაპუსტკას შეყვარებული? (ფოტოები)

ბარტოშ კაპუსტკამ 2016 წელს ევროპის ჩემპიონატზე თავისი კარგი თამაშით მიიპყრო ყურადღება. “ლესტერ სიტიში” გადასვლის შემდეგ კი, პოლონელი უფრო ხშირად თავისი შეყვარებული გამო ექცევა ყურადღების ეპიცენტრში.

იხილეთ კლაუდია ადამჩიკის ფოტოები.

 

Goal.Com: ვაკო ყაზაიშვილი “რეალთან” სასტარტო შემადგენლობაში არ იქნება

მადრიდის “რეალსა” და ვარშავის “ლეგიას” შორის გასამამართი დაპირისპირების მოახლოებასთან ერთად, ცნობილმა გამოცემამ, Goal.Com-მა სავარაუდო შემადგენლობები გამოაქვეყნა, რომლითაც შესაძლოა გუნდებმა სამშაბათს ითამაშონ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ “ლეგიას” სავარაუდო სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ვალერი ყაზაიშვილი, რომელიც პოლონურ კლუბში ზაფხულის ბოლოს გადაბარგდა.

რაც შეეხება მადრიდელთა შემადგენლობას, ბრიტანელი ჟურნალისტების აზრით, ზიდანი მატჩს ტრადიციული შემტევი ტრიოთი (ბენზემა, რონალდუ, ბეილი) დაიწყებს, რომელთაც ზურგს ისკო, კროოსი და ასენსიო გაუმაგრებენ.

პოლონელების შეტევების მოგერიებას კი დამცველთა შემდეგი ნაკრები შეეცდება (სავარაუდოდ): რაფაელ ვარანი, კეპლერ პეპ, დანილო და მარსელო.

ვლადიმერ დვალიშვილი:”სამმა პოლონურმა გუნდმა შემომთავაზა კონტრაქტი, მაგრამ…”

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ქართველი თავდამსხმელი, ვლადიმერ დვალიშივილი, რომელიც პოლონური “პოგონის” ღირსებას იცავდა, თბილისის “დინამოში” ჩაირიცხა.

Fanebi.Com-ი დაუკავშირდა 30 წლის მოთამაშეს და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

“ამ სატრანსფერო ფანჯარაზე, სამმა პოლონურმა გუნდმა შემომთავაზა კონტრაქტი, მაგრამ მეოთხე კლუბი იყო “დინამო”… მისი ხელმძღვანელობა დამიკავშირდა და მთხოვა, რომ მათ “ჩემპიონთა ლიგის” საკვალიფიკაციო ეტაპზე დავხმარებოდი. მეც ჩემი ქვეყნის გუნდს უარი ვერ ვუთხარი და თანამემამულეების დახმარება გადავწყვიტე. თუ “დინამო” რომელიმე ევროპული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გავა, აქ აუცილებლად დავრჩები, თუ არა და წასვლის ნებას კლუბიდან აუცილებლად მომცემენ; ეს უკვე შეთანხმებულია.”

“რაც შეეხება სომხურ “ალაშკერტს”, ეს ბაირიერი აუცილებლად უნდა დავძლიოთ!  იოლი არ იქნება, მაგრამ უბრალოდ “დინამო” ვალდებულია, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეს. თუ მოვინდომებთ და ბოლომდე დავიხარჯებით, ძალიან დიდია იმის შანსი, რომ “ჩემპიონთა ლიგის” ფლეი-ოფშიც და, შემდეგ, ჯგუფურ ეტაპზეც ვითამაშოთ,” – განაცხადა “დინამოს” ქართველმა ახალწვეულმა.

კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალია ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია

ახლახან დასრულდა ევრო 2016-ის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩი, რომელიც საკმაოდ საინტერესო და დაძაბული აღმოჩნდა. ნახევარფინალის საგზურისათვის მარსელში ერთმანეთს პოლონეთისა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

მატჩში ანგარიში მალევე გაიხსნა – მატჩის მეასე წამზე ბურთი რუი პატრისიოს უკან მდებარე ბადეში გაეხვა, რაც რობერტ ლევანდოვსკის დამსახურებაა. “ბაიერნის” ფორვარდის მიერ გატანილი გოლი უსწრაფესი იყო ევრო 2016-ზე.

გაშვებული გოლის შემდეგ პორტუგალიელებმა მატჩის სადავეები ხელთ იგდეს და მეტოქის კარს მაქსიმალურად შეუტიეს. ანგარიშის გათანაბრება ფერნანდუ სანტუშის გუნდმა მატჩის 33-ე წუთზე შეძლო – რენატო სანჩესის დარტყმული გრეგორჟ კრიხოვიაკს მოხვდა, რის შემდეგაც ბურთმა მიმართულება შეიცვალა და ბადეში გაეხვია.

90-მა წუთმა ამ მატჩში საუკეთესოს ვინაობა ვერ გამოავლინა. დამატებითმა 30-მა წუთმა კი უგოლოდ ჩიარა, ასე რომ საჭირო გახდა პენალტების სერიის დანიშვნა, სადაც გამარჯვება პორტუგალიელებმა მოიპოვეს – 4-5.

ევრო 2016
მეოთხედფინალი

პოლონეთი – პორტუგალია 

პოლონეთი:ფაბიანსკი; პაზდანი, იერიჩეკი, მაჩინსკი (იოდლევიცი 97′), მილიკი, ლევანდოვსკი , კრიხოვიაკი, გროსიცკი (ბარტოს კაპუსტკა 82′), გლიკი, ბლაშიკოვსკი, პიშეკი.

მთავარი მწვრთნელი: ა. ნავალკა.

პორტუგალია: რუი პატრისიო; პეპე, ფონტე, რონალდუ , ჟოაო მარიო (რიკარდო ქუარეჟმა 80′), ვილიამ კარვალიო (დანილო 95′), რენატო სანჩესი, ნანი, ელისეუ, კედრიჩი, ადრეინ სილვა (ჟოაო მოუტინიო 74′).

მთავარი მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში.

გოლები: ლევანდოვსკი 2′ – რენატო სანჩესი 33′
გაფრთხილებები: იერიჩეკი 42′, გლიკი 66′, კაპუსტკა 88′ – სილვა 72′, კარვალიო 90+1
მატჩის არბიტრი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

იენს ლემანი: “ეს ის გერმანია აღარ არის”

გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მეკარემ, იენს ლემანმა გერმანიისა და პოლონეთის ნაკრებების დაპირისპირებაზე ისაუბრა, რომელიც ფრედ, 0-0 დასრულდა.

“გერმანიას გაცილებით უფრო გულმოდგინედ უნდა ეთამაშა. სიმართლე გითხრათ გერმანიის თამაშმა იმედგაცრუებული დამტოვა.

ძლიერი გუნდის წინააღმეგ მოგვიწია თამაში; არც ისე საშიშები ვიყავით, როგორებიც უნდა ვყოფილიყავით. ეს ის გერმანია არ არის, რომელიც გასულ მუნდიალზე ვიხილეთ – ფიზიკური ძალა კვლავ ისეთივეა, თუმცა მენტალურად რაღაც გვაკლია.

რაც შეეხება მარიო გიოტცეს, დარწმუნებული არ ვარ, რომ ცრუ ფორვარდის პოზიციაზე ის საუკეთესოა. ის ძალიან პატარაა, იმისათვის რომ სიტუაცია გაამწვავოს, თანაც მისი მიმართულებით არავინ აწოდებდა ბურთს. მე მიულერს ვათამაშებდი მის ნაცვლად, შემდეგ კი გომესს შემოვიყვანდი.

გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. ძალიან გვაკლია მიროსლავ კლოზე. ამასთანავე ვფიქრობ, რომ რამოდენიმე ფეხბურთელი ზედმეტად არის გადაღლილი.”

ფაბიანსკი: “მზად ვართ ჩრდილოეთ ირლანდიასთან სათამაშოდ”

პოლონეთის ეროვნული ნაკრების კარის დარაჯს, ლუკაშ ფაბიანსკის სჯერა, რომ მისი გუნდი ევრო 2016-ის C ჯგუფის გახსნითი მატჩისთვის სათანადოდ არის მომზადებული.

“სიმართლე გითხრათ მათი თამაში არ გამიანალიზებია, თუმცა ვფიქრობ, რომ ფიზიკური ორთაბრძოლებით დატვირთული მატჩი გველის. თავის დაცვა გაგვიჭირდება.

ჩრდილოეთ ირლანდიასთან ძალზედ დაძაბულ მატჩს ველით. გაგვიმართლა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე შოტლანდიისა და ირლანდიის ნაკრებებთან მოგვიწია თამაში. ასე უკეთ ვიცით, თუ რას უნდა ველოდეთ მათგან.” – განაცხადა ფაბიანსკიმ.

შეგახსენებთ, რომ C ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდიისა და პოლონეთის ნაკრებებთან ერთად გერმანიისა და უკრაინის ნაკრებებიც იმყოფებიან.

რობერტ ლევანდოვსკიმ ევროპის ჩემპიონატის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

მიუნხენის “ბაიერნისა” და პოლონეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ევროპის ჩემპიონატის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

მეკარე: იკერ კასილასი (ესპანეთი);

მცველები: ფილიპ ლამი (გერმანია), პაოლო მალდინი (იტალია), კარლეს პუიოლი (ესპანეთი), ლილიან ტურამი (საფრანგეთი);

ნახევარმცველები: კარელ პობორსკი (ჩეხეთი), ლუიშ ფიგუ (პორტუგალია), პაველ ნედვედი (ჩეხეთი), ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი);

თავდამსხმელები: გერდ მიულერი (გერმანია), ტიერი ანრი (საფრანგეთი);

cats

ლევანდოვსკი ზედიზედ მეხუთედ პოლონეთის საუკეთესო ფეხბურთელია (ფოტო)

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი ზედიზედ მეხუთედ პოლონეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გამოკითხვა ცნობილმა პოლონურმა ჟურნალმა „Piłka Nożna“-მ ჩაატარა. ლევანდოვსკიმდე რეკორდული მაჩვენებელი ები სმოლიარეკს ეკუთვნოდა, რომელიც პოლონეთის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ სამჯერ დასახელდა (2005, 2006 და 2007 წლებში).

„2015 წელი შესანიშნავი იყო. იმედია, 2016 „ბაიერნთან“ და პოლონეთის ნაკრებთან ზუსტად ასეთი გამოდგება და კიდევ არაერთ წარმატებას აღვნიშნავთ“, – განაცხადა 27 წლის ფეხბურთელმა პრიზის მიღების შემდეგ.

2015 წელს ლევანდოვსკი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო ბობმარდირი აღმოჩნდა (10 მატჩში მან 13 გოლი გაიტანა). „ბაიერნის“ რიგებში კი ის გერმანიის ჩემპიონი გახდა.

1454804295_b_levandovski-v

“ლეგიას” ფეხბურთელმა პოლონეთის თასზე საოცარი გოლი გაიტანა (ვიდეო)

18 ნოემბერს, პოლონეთის თასზე, ვარშავის “ლეგიამ” საკუთარ მოედანზე “ხოინიჩანკა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

მატჩის 39-ე წუთზე, მასპინძელთა ფხბურთელმა ტომაშ ბრზისკიმ სტუმართა გუნდის კარში შესანიშნავი გოლი გაიტანა.

ჩვენი ჯგუფი: ირლანდიამ გივენი დაკარგა

პოლონეთის ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურის მატჩში ირლანდიის სამწვრთნელო შტაბი მეკარე შეი გივენის იმედზე ვერ იქნება. გამოცდილმა გოლკიპერმა გერმანიასთან მოგებულ შეხვედრაში ტრავმა მიიღო, რომლის გამოც თამაშს ვერ შეძლებს.

ვეტერანის შესაცვლელად ნაკრებში „ნიუკასლის“ კარის დარაჯი რობ ელიოტი გამოიძახეს.

პოლონეთთან შეხვედრა ირლანდიელებისთვის გადამწყვეტია. მოგების შემთხვევაში, ისინი კონტინენტის პირველობის ფინალური ეტაპის საგზურს პირდაპირ მიიღებენ. ამჟამად ირლანდიასა და პოლონეთს 18-18 ქულა აქვთ. ჯგუფს 19 ქულით გერმანია ლიდერობს, რომელიც დღეს საქართველოს უმასპინძლებს.

ევრო-2016-ის კვალიფიკაცია: ჩვენი ჯგუფის მიმოხილვა (ვიდეო)

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის D ჯგუფში მე-9 ტურის მატჩები გაიმართა.

ამ ციკლში მესამე გამარჯვეა მოიპოვა საქართველოს ნაკრებმა. კახა ცხადაძის გუნდმა “დინამო არენაზე” გიბრალტარის ნაკრები ანგარიშით 4:0 გაანადგურა. დუბლი შეასრულა მათე ვაწაძემ, პენლატი გაიტანა თორნიკე ოქრიაშვილმა, ერთი ბურთი კი ვაკო ყაზაიშვილის ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში პირველი გოლი 30-ე წუთზე გავიდა. გიბრალტარის ნაკრებისთვის გოლი ასე გვიან ჯერ არცერთ გუნდს არ გაუტანია.

ევრო-2016 – კვალიფიკაცია. D ჯგუფი. მე-9 ტური
საქართველო — გიბრალტარი 4:0
გოლები: ვაწაძე 30′, 45′, ოქრიაშვილი 35′ (პენ), ყაზაიშვილი 87′.
გაფრთხილებები: ოქრიაშვილი 31′ — კაბრერა 15′.

 

სენსაციურად დამარცხდა გერმანიის ნაკრები. “ბუნდესთიმმა” დუბლინში ირლანდიის ნაკრებთან ისე წააგო, რომ გოლის გატანაც ვერ შეძლო, რაც პოლონეთთან გასული წლის 11 ოქტომბერს გამართული შეხვედრის (0:2) შემდეგ პირველად მოხდა. ირლანდიამ ანგარიშით 1:0 იმარჯვა, ეს ერთადერთი გოლი კი მატჩის 70-ე წუთზე შეინ ლონგმა გაიტანა.

ევრო-2016 – კვალიფიკაცია. D ჯგუფი. მე-9 ტური
ირლანდია — გერმანია 1:0
გოლი: ლონგი 70′.
გაფრთხილებები: ჰულაჰანი 89′ — ჰუმელსი 86′.

 

საინტერესოდ წარიმართა გლაზგოში შოტლანდიისა და პოლონეთის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა. სტუმრები მე-3 წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ დააწინაურა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე მეტ რიჩიმ შესანიშნავი დარტყმით წონასწორობა აღადგინა. 62-ე წუთზე კი სტივენ ფლეტჩერის ლამაზი და ზუსტი დარტყმის წყალობით მასპინძლები სულაც წინ გავიდნენ. პოლონელები მარცხისგან ისევ ლევანდოვსკიმ იხსნა, რომელმაც მე-4 კომპენსირებულ დროში წონასწორობა აღადგინა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა — 2:2.

ევრო-2016 – კვალიფიკაცია. D ჯგუფი. მე-9 ტური
შოტლანდია — პოლონეთი 2:2
გოლები: რიჩი 45′, ფლეტჩერი 62′ — ლევანდოვსკი 3′, 90+4′.
გაფრთხილებები: ბრაუნი 56′, ჰატონი 67′ — რიბუსი 22′, კრიხოვიაკი 83′.

 

გუნდი მიღ გაშ +/-
Germany   გერმანია 9 6 1 2 22 8 14 19
Poland   პოლონეთი 9 5 3 1 31 9 22 18
Republic of Ireland   ირლანდია 9 5 3 1 18 5 13 18
Scotland   შოტლანდია 9 3 3 3 16 12 4 12
Georgia   საქართველო 9 3 0 6 9 14 -5 9
Gibraltar   გიბრალტარი 9 0 0 9 2 50 -48 0