ევრო-2016-ის კვალიფიკაცია: ჩვენი ჯგუფის მიმოხილვა (ვიდეო)

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის D ჯგუფში მე-8 ტურის მატჩები გაიმართა. ირლანდიის ეროვნულმა გუნდმა დუბლინში საქართველოს ნაკრები ჯონათან უოლტერსის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა და ჯგუფში მესამე ადგილი შეინარჩუნა.

გერმანიის ნაკრებმა გასვლაზე შოტლანდიის ეროვნული გუნდი ანგარიშით 3:2 დაამარცხა და ჯგუფს კვლავ ლიდერობს.

მეორე პოზიციაზე დარჩა პოლონეთის ნაკრები, რომელმაც შინ გიბრალტარი ანგარიშით 8:1 გაანადგურა.

Continue reading “ევრო-2016-ის კვალიფიკაცია: ჩვენი ჯგუფის მიმოხილვა (ვიდეო)”

ჩვენს ჯგუფს ახალი ლიდერი ჰყავს (ვიდეო)

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფს ახალი ლიდერი ჰყავს. ფრანკფურტში გერმანიისა და პოლონეთის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

გერმანელთა მხრიდან დუბლი შეასრულა მარიო გიოტცემ, ერთი გოლი კი ტომას მიულერმა გაიტანა. საპასუხო ბურთი რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზეა. ამრიგად, გერმანიის ნაკრებმა 16 ქულა მოაგროვა და ჯგუფს სათავეში ჩაუდგა, პოლონეთმა კი, რომელსაც აქტივში 14 ქულა აქვს, მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა.

 

გერმანია — პოლონეთი 3:1

გოლები: მიულერი 12′ (1:0); გიოტცე 19′ (2:0); ლევანდოვსკი 36′ (2:1); გიოტცე 82′ (3:1).
გაფრთხილებები: კროოსი 61′; შვაინშტაიგერი 79′ – რიბუსი 8′; გროსიცკი 66′.

ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა პორტუგალიის ქალაქ ფარუში გაიმართა, სადაც გიბრალტარის ნაკრები ირლანდიასთან ანგარიშით 0:4 დამარცხდა. დუბლი გაიფორმა რობი კინმა, თითო-თითო გოლი კი საირუს კრისტიმ და შეინ ლონგმა გაიტანეს. ირლანდიელები 12 ქულით ჯგუფში მესამე პოზიციაზე გადავიდნენ. უქულო გიბრალტარს ბოლო ადგილი უკავია.

Keane

 

გიბრალტარი — ირლანდია 0:4

გოლები: კრისტი 27′ (0:1); კინი 50′ (0:2), 52′ (0:3, პენ.); ლონგი 79′ (0:4).
გაფრთხილებები: კაშარო 9′; ბარნეტი 48′ – უოლტერსი 42′.

საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებებს შორის თბილისში გამართულ შეხვედრაში 38-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილის მიერ გატანილი გოლის წყალობით მასპინძლებმა 1:0 იმარჯვეს. ირლანდია 11 ქულით მეოთხე პოზიციაზე ჩამოქვეითდა, საქართველოს 6 ქულით მეხუთე ადგილი უკავია.

Kazaishvili

საქართველო — შოტლანდია 1:0

გოლი: ყაზაიშვილი 38′ (1:0).
გაფრთხილებები: კაშია 10′, ანანიძე 44′, ნავალოვსკი 78′.

გუნდი გატ მიღ +/-
Germany  გერმანია 7 5 1 1 19 5 14 16
Poland  პოლონეთი 7 4 2 1 21 6 15 14
Republic of Ireland  ირლანდია 7 3 3 1 16 5 11 12
Scotland  შოტლანდია 7 3 2 2 12 7 5 11
Georgia  საქართველო 7 2 0 5 5 13 -8 6
Gibraltar  გიბრალტარი 7 0 0 7 1 38 -37 0

კანკავას სინამდვილეში დისკვალიფიკაცია არ ჰქონია – საქართველოს ნაკრებმა უხეში შეცდომა დაუშვა?

დნეპროპეტროვსკის „დნიპროსა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ პოლონეთთან ევროპის 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი შემთხვევით გამოტოვა. როგორც გაირკვა, კანკავას ხსენებული შეხვედრის წინ სამი ყვითელის ნაცვლად, ორი ყვითელი ბარათი ჰქონია, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას ხსენებულ მატჩში მონაწილეობის მიღება შეეძლო. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზბიგნევ ბონეკმა განახადა.

„მატჩამდე უეფა ყველა ქვეყანას იმ მოთამაშეთა სიას უგზავნის, რომელთაც დისკვალიფიკაცია აქვთ ან დისკვალიფიკაციამდე ერთი გაფრთხილება აკლიათ. თუ ფეხბურთელის გვარის ზემოთ ვარსკვლავია , ეს იმას ნიშნავს, რომ ის მხოლოდ დისკვალიფიკაციის ზღვარზეა. შესაძლოა, ქართველებმა ეს ინფორმაცია არასწორად გაიგეს“, – ციტირებს ბონეკს „footboom“-ი.

შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს პოლონეთის ნაკრებთან შეხვედრაში კახა ცხადაძის გუნდი ანგარიშით 0:4 დამარცხდა.

საქართველოსთან ჰეთთრიკის შემდეგ ლევანდოვსკიმ კიდევ ერთ ისტორიულ მაჩვენებელს მიაღწია

მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებთან ევროპის 2016 წლის შესარჩევი ეტაპის გუშინდელი შეხვედრის ბოლოს რობერტ ლევანდოვსკიმ ჰეთთრიკი შეასრულა.

ამრიგად, ნაკრების მაისურით 26 წლის ფორვარდის გოლების რაოდენობა 26-ს გაუტოლდა, რითაც მან პოლონეთის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა შორის ზბიგნევ ბიონეკს (24 გოლი) გაუსწრო და მეექვსე ადგილი დაიკავა.

ამჟამად „ბაიერნის“ თავდამსხმელი მეხუთე ადგილზე მყოფ გერარდ ცესლიკს (მე-5 ადგილი) ერთი გოლით ჩამორჩება. ლიდერ ვლოდზიმიჟ ლიუბანსკიმდე კი ლევანდოვსკის 22 გოლი აშორებს.

ლევანდოვსკის კომენტარი საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ

მჭედლიძე: „ვისაც ფეხბურთი ოდნავ მაინც ესმის, თამაშით უკმაყოფილო არ დარჩებოდა“

იტალიური „ემპოლისა“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ თავისი „ფეისბუქის“ გვერდზე პოლონეთთან ანგარიშით 0:4 წაგებული მატჩი შეაფასა. შეგახსენებთ, რომ ხსენებული შეხვედრაში მჭედლიძემ ტრავმის გამო ვერ ითამაშა.

„1:0-ზე ორი გოლი ვერ ვნახე. თამაში ძალიან კარგი იყო. როცა შედეგის მიღწევა გინდა, უნდა გარისკო. ჩვენც გავრისკეთ და კინაღამ ანგარიში გავათანაბრეთ… დღევანდელ თამაშს ვინც კარგად უყურა და ფეხბურთი ოდნავ მაინც ესმის, ნაკრების თამაშის უკმაყოფილო არ დარჩებოდა. რა თქმა უნდა, ახლა ბიჭების მესმის და უაზროდ ნუ გავაკრიტიკებთ… დღეს ამ ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს და თითოეულ მათგანს დღევანდელი დღისთვის მადლობას პირადად ვუხდი“, – დაწერა მჭედლიძემ.

პოლონელთა სიხარულის ამსახველი ვიდეოკადრები

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში პოლონეთის ნაკრებმა საქართველოს ეროვნული გუნდი მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

გთავაზობთ პოლონელ ფეხბურთელთა სიხარულის ამსახველ ვიდეოკადრებს, რომელიც მატჩის შემდეგ არის გადაღებული.

ნავალოვკის უძლიერესი დარტყმული – პოლონელები ძელმა გადაარჩინა (ვიდეო)

13 ივნისს, პოლონეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (4:0), როცა ანგარიში პოლონელთა სასარგებლოდ 1:0 იყო, გიორგი ნავალოვსკის გოლის გატანამდე სულ ცოტა დააკლდა.

ითამაშეთ ბოლომდე!

ვარშავაში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები პოლონეთის გუნდს დაუპირიირდა და 4:0 დამარცხდა.

პირველივე წუთებიდან პოლონელებმა უპირატესობის მოპოვება შეძლეს და საქართველოს ნაკრების კართან სახიფათო მოემნტებიც მრავლად შექმნეს. პირველი რეალური შესაძლებლობა მასპინძლებმა მე-10 წუთზე გაუშვეს ხელიდან, როდესაც კარს მცირე მანძილით გროსიცკიმ ააცილა. 6 წუთში გატანის შანსი ჯერ მილიკს, შემდეგ კი ლევანდოვსკის ჰქონდათ, თუმცა ორივე შემთხვევაში პოლონელ შემტევებს გიორგი ლორიამ აჯობა.

მე-19 წუთზე ქართველი მცველების შეცდომის შემდეგ მეკარესთან პირისპირ ლევანდოვსკი დარჩა და ცარიელ კარში დარტყმაც კი შეძლო, თუმცა ამისულაშვილმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. ბურთი კვალვ ლევანდოვსის მიუვიდა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაარტყა – ამჯერად ჯვაროსნების კარი ლორიამ გადაარჩინა.

საქართველოს ნაკრების მეკარემ მორიგი სეივი 22-ე წუთზე იხილა ვარშაველმა მაყურებელმა, როდესაც ლორიამ კვალვ ლევანდოვსკის აუღო. “ბაიერნის” შემტევი ამჯერად რამდენიმე მეტრიდან ურტყამდა.

ამის შემდეგ თამაშის ტემპპი ოდნავ დაეცა, რაც მომენტების რაოდენობაზეც აისახა. პირველი ნახევრის დარჩენილ წუთეში მხოლოდ ორჯერ შეიქმნა ხითაფი. 42-ე წუთზე საჯარიმოს ფარგლების გარედან მილიკმა სცადა გატანა, თუმცა ლორია კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო. საპასუხო შეტევაში კი ქართველბმა პირველი დარტყმა განახორციელეს. მისი ავტორი, ალექსანდრე კობახიძე გახდა, რომელმაც ფაბიანსკის შორიდან საკმაოდ სუსტად დაურტყა.

შესვენების შემდეგ კახა ცხადაძემ თამაშში კორექტივების შეტანა ცვლილებით სცადა და ნახევარდაცვის გასაძლიერებლად მოედანზე დაუშვილი შეიყვანა, რის შემდეგ ქართველები უფრო თამამად თამაშობდნენ და პოლონელთა უდიდესი უპირატესობაც თითქოს გაქრა. თუმცა, ეს დროებითი აღოჩნდა…

50-ე წუთზე ანანიძის მოწოდებული კუთხურის შემდეგ კარს მცირე მანძილით კაშიამ ააცილა. 10 წუთში გატანა ყაზაიშვილს შეეძლო, რომლის დარტყმილი ფაბიანსკის ნადავლი გახდა, რის შემდეგაც მასპინძები გამოცოცხლდნენ და 62-ე წუთზე მილიკის მიერ შესრულებული შორეული დარტყმით დაწინარებაც მოახერხეს.

გაშვებული გოლის შემდეგ ქართველებმა მოუმატეს, შეუტიეს და 82-ე წუთზე შეხვედრის ყველაზე რეალური მომენტიც შექმნეს. ანანიძის პასით დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა ნავალოვსკიმ ბურთი ხარიხას დაარტყა. დამატებაზე ჭანტურიამ ვერ ივარგა. მისი მცდელობას მასპინძელთა მცველები გადაეღობნენ, რის შემდეგაც ბურთი კვლავ ნავალოვსკის მიუვიდა, რომელიც უვკე თამაშგარეში იყო.

ამ შანსის ხელიდან გაშვება, როგორც რამდენიმე წუთში გაირკვა, საბედისწერო აღმოჩნდა. 89 წუთიდან საქართველოს ნაკრების ისტორიაში ალბათ ყველაზე კოშმარული 3-წუთიანი მონაკვეთი დაიწყო, რა დროშიც პოლონელთა კაპიტანმა რობერტ ლევანდოვსკიმ ჩვენი დაცვის უხეში შეცდომების შემდეგ ზედიზედ სამი გოლის გატანა შეძლო.

შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წუთებზე მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა მთელი შეხვედრის განმავლობაში ნაშრომი 3 წუთში უბრალოდ წყალს გაატანეს. თამაშშის კატასტროფული დასრულების მიზეზებზე საუბარი ახლა რთულია. ამ შემთხვევაში გაცილებით საინტერესო შეხვედრის უშუალო მონაწილეების მოსაზრების მოსმენა იქნება. იმიტომ რომ, 89 წუთიანი ბრძოლის შემდეგ თამაშისადმი რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულების ჩვენებას ახსნა უბრალოდ არ აქვს…

გულახდილად რომ ვთქვათ, პირველ ტაიმში და მეორე ნახევრის ბოლოს დაცვის მიერ დაშვებული უხეში შეცდომების გათვალისწინებით 4:0-ს ალოგიკური ნამდვილად არ ეთქმის. უბრლაოდ, საწყენია, როცა მიუხედავად ასეთი უხეში შეცდომებისა, წარმატების შანსს ბოლო წუთამდე ინარჩუნებ და მას ქარს კონცენტრაციის დაკარგვით და უყურადღებობით გაატან. ნათელია, რომ ამას პოლონეთის დონის გუნდი არ გაპატიებს.

ერთი კი ფაქტია, რომ ჩვენმა ნაკრებმა დღევანდელი მატჩის უკანასკნელი 3 წუთით ყველანაირ პოზიტივს გადაუსვა ხაზით. ერთი შეხედვით და გუნდის ჩვეულებრივი რიგითი გულშემატკივრისთვის ეს ნამდვილად ასეა. ფეხბურთის თამაში მსაჯის საფინალო სასტვენამდე გრძელდება. ნებისმიერ პირობებში და ნებისმიერი ანგარიშის დროს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უნდა ითამაშოს ბოლომდე!

 

პოლონეთი – საქართველო 4:0
გოლები: მილიკი 62′, ლევანდოვსკი 89′, 90′, 90+2′

პოლონეთი: ფაბიანსკი, შულაკა, პაზდანი (კომოროვსკი 90′), პისჩეკი, მაცზინსკი, კრიკოვიაკი, გროსიცკი (იოდლოვიეციმ 80′), რიბუსი, პესზკო (ბლაშიკოვსკი 64′), მილიკი, ლევანდოვსკი.

საქართველო: ლორია, ლობჟანიძე, კაშია, ამისულაშვილი, დვალი, ნავალოვსკი, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი (დაუშვილი 46′), ანანიძე, კობახიძე (ბაჩანა ცხადაძე 76′), ვაწაძე (ჭანტურია 63′).

კახა ცხადაძე: “ბოლო წუთები ჩვენთვის კატასტროფული გამოდგა”

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში საქართველოს ეროვნული გუნდი ვარშავას ეწვია, სადაც პოლონეთის ნაკრებთან ანგარიშით 0:4 განადგურდა. მატჩის შემდეგ “ჯვაროსნების” მთავარი მწვრთნელი კახაბერ ცხადაძე აღშფოთებას ვერ მალავდა.

“მატჩი 90 წუთისა და და დამატებითი დროის განმავლობაში გრძელდება და არა 87-ე წუთამდე, როგორც ეს ჩვენს შემთხვევაში მოხდა. ბოლო წუთები ჩვენთვის კატასტროფული გამოდგა. ეს ფეხბურთია, ბოლომდე უნდა ითამაშო. პოლონელებთან გამართული მატჩიდან შესაბამისი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და მუშაობა გავაგრძელოთ. მეორე ტაიმში გარკვეულ ცვლილებებს მივმართეთ, რომლის შედეგადაც საგოლე მომენტები შევქმენით.

რაც შეეხება პოლონეთის ნაკრებს, ადამ ნავალკას ვუთხარი, რომ მისი გუნდი ნამდვილი მანქანაა, რომელიც დაიქოქა და კიდევ უფრო შორს წავა. ფანტასტიური გუნდია, რომლის თითოეულმა წევრმა იცის, რა უნდა გააკეთოს”, – განაცხადა ცხადაძემ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

 

პოლონეთი – საქართველო 4:0

დასრულდა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი, რომელშიც საქართველოს ნაკრები სტუმრად პოლონეთს შეხვდა. პირველმა ნახევარმა უგოლოდ ჩაიარა, რამდენიმე ეპიზოდში პოლონელებს გოლის გატანის შანსი ჰქონდათ, მაგრამ გიორგი ლორიამ საიმედოდ ითამაშა.

კახა ცხადაძის გუნდი კარს მშრალად 62-ე წუთამდე ინარჩნებდა, სანამ გიორგი ლორიას კარგი არკადიუს მილიკმა არ აიღო – 1:0. დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებს ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი ჰქონდა – 81-ე წუთზე გიორგი ნავალოვსკის დარტყმული ფაბიანსკის კარის ძელს მოხვდა, დამატებაზე კი ჭანტურია თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

89-ე წუთზე ლევანდოვსკიმ პოლონელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი ბლაშიკოვსკიმ ლორიას ბურთი თავზე გადაუგდო, მეორე სართულზე კი ლევანდოვსკის ხელი ვერავინ შეუშალა – 3:0. ერთ წუთში „ბაიერნის“ თავდამსხმელმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა, ის ქართველ მცველებზე ამჯერადას სწრაფი აღმოჩნდა და ლორიასთან პირისპირ გასულს ჰეთთრიკის შესრულება არ გასჭირვებია…

საბოლოოდ, 4:0 და საქართველოს ნაკრები პოლონეთთან კვლავ დიდი ანგარიშით დამარცხდა.

პოლონეთი – საქართველო 4:0
გოლები: მილიკი 62′, ლევანდოვსკი 89′, 90′, 90+2′

პოლონეთი: ფაბიანსკი, შულაკა, პაზდანი (კომოროვსკი 90′), პისჩეკი, მაცზინსკი, კრიკოვიაკი, გროსიცკი (იოდლოვიეციმ 80′), რიბუსი, პესზკო (ბლაშიკოვსკი 64′), მილიკი, ლევანდოვსკი.

საქართველო: ლორია, ლობჟანიძე, კაშია, ამისულაშვილი, დვალი, ნავალოვსკი, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი (დაუშვილი 46′), ანანიძე, კობახიძე (ბაჩანა ცხადაძე 76′), ვაწაძე (ჭანტურია 63′).

პრევიუ: პოლონეთი – საქართველო

დღეს, თბილისის დროით 20:00-ზე ვარშავაში საქართველოს ეროვნული ნაკრები პოლონეთს დაუპირისპირდება. სატურნირო თვალსაზრისით მატჩს რამ თქმა უნდა ინტრიგა ფაქტობრივა არ აქვს, თუმცა მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპზე შედარებით იოლ ჯგუფში მოსახვედრად ნებისმიერ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, პირადად კახა ცხადაძისთვის დადებითი შედეგის მოპოვებაც აუცილებელია.

უკრაინასთან ამხანაგურ შეხვედრაში ნათლად გამოჩნდა, რომ ჩვენს გუნდს პრობლემები კვლავ მრავლად აქვს, თუმცა პოზიტიური ძვრებიც თვალშისაცემი იყო. ამაზე ბევრი ვისუაბრეთ, თუმცა კიდევ ერთხელ განვმეორდებით, რომ ცხადაძის ფორმაციის ნაკრები პირველ ნომრად თამაშს ეჩევა და ძლიერ მეტოქესთან შეტევაში თამამად წასვლას არ ერიდება, რაც წლების მანძილზე სანატრელი გვქონდა.

დღევანდელ შეხვედრას ჩვენი გუნდი დანაკლისით ხვდება. სხვადასხვა მიზეზით გუნდს ლევან მჭედლიძე, გოგიტა გოგუა და ჯაბა კანკავა ვერ დაეხმარებიან. სათუოა მათე ვაწაძის თამაშიც, რომელმაც ტრავმა ვარჯიშზე მიიღო.

ჩვენი მეტოქისთვის დასასრულს მიახლოვებული სეზონის წარმატებული გამოდგა. პოლონელებს ზედიზედ 8-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს და აქედან გამომდინარე სავსებით ლოგიკურია, რომ ადამ ნავალკას გუნდი საკვალიფიკაციო ქვეჯგუფის ლიდერია.

პოლონელთა სიძიერეში ნოემბერში, თბილისში გამართულ მატჩშიც დავრწმუნდით, როდესაც “დინამო არენაზე” ლევანდოვსკიმ და კომპანიამ მასპინძელთა კარში 4 უპასუხო გოლი გაიტანეს.

ნომებრის თამაშის გარდა, რომელიც თემურ ქეცბაისთვის მთავარი მწვრთნელის პოსტზე უკანასკნელი იყო, საქართველოს და პოლონეთის გუნდები ერთმანეთს კიდევ სამჯერ შეხვდნენ. ორი შეხვედრა პოლონელთა გამარჯვებით დასრულდა, ხოლო ერთხელ გამარჯვება საქართველომ მოიპოვა. ბურთების შეფარდება 9/4-ზე პოლონელთა სასარგებლოდ.

კახა ცხადაძე: “პირველი მატჩის შემდეგ ჩვენს გუნდში ბევრი რამ შეიცვალა”

დღეს, ვარშავაში პოლონეთის ნაკრებთან გასამართ მატჩამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

“გუნდების პირველი მატჩის შემდეგ ჩვენს ნაკრებში ბევრი რამ შეიცვალა. განსხვავებულია გუნდის სათამაშო სქემა. მინდა აღვნიშნო, რომ საშინაო 0:4 იმ მატჩის მიმდინარეობას არ ასახავს.

დღევანდელი შეხვედრა კი ნამდვილად განსხვავებული იქნება. პოლონეთის ნაკრებს ძალიან ძლიერი შემსრულებლები ჰყავს, თუმცა ფეხბურთი გუნდური სპორტია და გადამწყვეტიც სწორედ გუნდურობაა. ფრეზე ან წაგებაზე თამაში არ შეიძლება. ჩვენი მიზანი გამარჯვებაა” – განაცხადა ცხადაძემ.