ოლდრიჯმა კარიერის უმაღლესი შედეგი დააფიქსირა

” პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის ” კაპიტანმა ლამარკუს ოლდრიჯმა კარიერის უმაღალი შედეგი დააფიქსირა.

გასულ ტურში , პორტლენდმა საკუთარ არენაზე ” დენვერ ნაგეტსი ” დაამარცხა ანგარიშით 110 – 105.

საუკეთესო სწორედ ოლდრიჯი იყო 44 ქულით , 13 მოხსნით და 5 შედეგიანი გადაცემით. კარგი თამაში ჰქონდა უესლი მეტიუსსაც. მან 24 ქულას მოუყარა თავი.

დენვერ ნაგეტსის რიგებიდან კი საუკეთესო ქულების მხრივ იყო ვილსონ ჩენდლერი 18 ქულით.

ოლდრიჯი კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს , აგროვებს რა 24.7 ქულას , 11.6 მოხსნას და 2.9 შედეგიან გადაცემას.

პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის მაჩვენებელია 32 მოგება და 11 მარცხი.

ჰარისს პორტლენდიდან გაუშვებენ

26 წლის შემტევი მცველი და მსუბუქი ფორვარდი ტერელ ჰარისი ”პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის” რიგებში ჯერჯერობით არ ირიცხება, თუმცა აშშ-ს პრესის ცნობით, კლუბი ამ კალათბურთელს სამწვრთვნელო ბანაკის გახსნის წინ გაუშვებს. ნილ ოლშის ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა კალათბურთელი 5-მატჩიანმა დისკვალიფკაციამაც იქონია, რომელიც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ახალ სეზონში იმოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ ჰარისი პორტლენდში ცენტრის რობინ ლოპესის გაცვლის შედეგად აღმოჩნდა. გასული სეზონის რეგულარულ ჩემპიონატში სვინგმენის ანგარიშზე ”მაიამი ჰიტისა” და ”ნიუ-ორლეან პელიკანსის” მაისურით ჯამში 20 ჩატარებული მატჩი და საშუალოდ სათამაშო დროის 6,8 წუთში 0,8 ქულა და 1,3 მოხსნაა.

ალექსანდრე მატევოსოვი