“რეალის” კაზემიროს დაიბრუნებს

“რეალის” ნახევარმცველი, კარლოს კაზემირო, რომელიც გასულ სეზონში იჯარის წესით “პორტუს” ღირსებას იცავდა, მადრიდულ კლუბს დაუბრუნდება.

ესპანურმა გრანდმა პორტუგალირ კლუბს თავისი გადაწყვეტილების შესახებ უვკე აცნობა. “რეალს” ამ საკითხის გადასაწყვეტატ დრო 5 ივნისამდე ჰქონდა.

კაზემიროს დასაბრუნებლად “რეალი” “პორტუს” 7,5 მილიონ ევროს გადაუხდის. იმ შემთხვევაში, თუ მადრიდელები ბრაზილიელ მოთამაშეს გაასხვისებენ “პორტუ” კომპენსაციის სახით 15 მილიონ ევროს მიიღებს.

“პორტუს” კაზემეიროს კონტრაქტის გამოსყიდვა სურს

“პორტუმ” მადრიდის “რეალს” 23 წლის ნახევარმცველის შეძენის თაობაზე შეთავაზება გაუკეთა.

როგორც იცით, ბრაზილიელი შემტევი პორტუგალიაში არენდის წესით თამაშობს. Sky Sports-ის ინფორმაციით, “დრაკონებმა” “სამეფო გუნდს” კაზემეიროს კონტრაქტის გამოსყიდვის სურვილით მიმართეს.

მიმდინარე სეზონში, კაზემეირომ 40 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა.

„პორტუს“ ტელიოს გამოსყიდვა სურს

გავრცელებული ინფორმაციით, „პორტუს“ ხელმღვანელობას „ბარსელონასგან“ იჯარით შეძენილი კრისტიან ტელიოს კონტრაქტის გამოსყიდვა სურს.

პორტუგალიურმა კლუბმა ამის შესახებ თავად ფეხბურთელს უკვე შეატყობინა კიდეც. უახლოეს მომავალში „პორტუ“ კატალონიური კლუბის მენეჯერებსაც დაუკავშირდება.

შესაძლო ტრანსფერის ალბათობას „ბარსელონას“ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისთვის არსებული დიდი კონკურენცია ზრდის.

სათქმელია, რომ გარიგების დაახლოებით ფასად რვა მილიონი ევრო სახელდება.

ჯექსონ მარტინესი: „მეორე ტაიმში „პორტუმ“ აჩვენა, რომ 1/2 ფინალისთვის ბრძოლა შეეძლო“

„პორტუს“ თავდამსხმელმა ჯექსონ მარტინესმა „ბაიერნთან“ გამანადგურებელი ანგარიშით 1:6 წაგებული მატჩის შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა.

„მეორე ტაიმში ვაჩვენეთ, რომ ნახევარფინალისთვის ბრძოლას შევძლებდით. ყველაფერი გამოგვივიდოდა, თუ პირველ ტაიმში ამდენ შეცდომას არ დავუშვებდით. გვესმოდა, რომ რთული შეხვედრა გვექნებოდა, მაგრამ მაინც ბევრს ვცდებოდით. შესვენების შემდეგ უკეთესად ვმოქმედებდით და აქტიურ პრესინგსაც მივმართეთ, რის შემდეგაც გავიტანეთ კიდეც“, – განაცხადა მარტინესმა.

გვარდიოლა: „გამიმართლა, რომ ამ ფეხბურთელებს ვავარჯიშებ“

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ „პორტუსთან“ ანგარიშით 6:1 მოგებული მატჩი შეაფასა.

„პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ. შესვენების შემდეგ ასეთი ფეხბურთი არ გვიჩვენებია. თუმცა, პირველი 45 წუთისთვის ჩემს მოთამაშეებს მადლობის მეტს ვერაფერს ვეტყვი. ეს ერთი კვირის წინ ჩატარებულ მატჩზე რეაქცია იყო.

გამიმართლა, რომ ამ დიდებულ ფეხბურთელებს ვავარჯიშებ. ამავდროულად, თუ ხალხი თვლის, რომ ყოველი მატჩის მოგება ასე შეგვიძლია, სჯობს, სხვა მწვრთნელი იპოვონ“, – განაცხადა გვარდიოლამ.

„ბაიერნმა“ „პორტუ“ გაანადგურა

უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში მიუნხენის „ბაიერნმა“„ალიანც არენაზე“ „პორტუ“ უშანსოდ დატოვა და ანგარიშით 6:1 გაანადგურა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელებმა პირველი მატჩი ანგარიშით 3:1 მოიგეს, რითაც მიუნხენში ჩასვლის წინ კარგი უპირატესობაც მოიპოვეს.

გვარდიოლას გუნდი მეტოქის კარს პირველივე წუთებიდან აქტიურად უტევდა. უკვე მდ-14 წუთზე მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულს ტიაგო მალკანტარა თავური დარტყმით გამოეხმაურა – 1:0. 8 წუთში მასპინძელთა სხვაობა ორ გოლამდე ჟერომ ბოატენგმა გაზარდა, 27-ე წუთზე კი რობერტ ლევანდოვსკიმ ანგარიში 3:0 გახადა. 9 წუთში მიუნხენელებმა კვლავ გაიტანეს – ტომას მიულერის დარტყმის შემდეგ ბურთი რიკოშეტით სტუმართა კარში აღმოჩნდა. მე-40 წუთზე მესამე გოლის ავტორმა ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა – 5:0.

მეორე ნახევარში მასპინძლებმა ტემპი დააგდეს, რაც გარკვეულწილად ანგარიშზეც აისახა. 74-ე წუთზე „პორტუმ“ გოლის გატანა შეძლო, თავი ჯექსონ მარტინესმა გამოიჩინა. 87-ე წუთზე ივან მარკანომ მეორე ყვითელი ბარათ მიიღო, მისი გუნდი კი კაცნაკლული დარჩა. „პორტუს“ კარის მიმართულებით დანიშნული საჯარიმო დარტყმის შესასრულებლად ჩაბი ალონსო მივიდა, რომელმაც ფაბიანო უშანსოდ დატოვა.

საბოლოოდ, 6:1 და ორი მატჩის ჯამში ბავარიელებმა ანგარიშით 7:4 მოიგეს.

„ბაიერნი“ – „პორტუ“ 6:1

გოლები: ალკანტარა 14′, ბოატენგი 22′, ლევანდოვსკი 27′, მიულერი 36′, ლევანდოვსკი 40′, ალკანტარა 88′ – მარტინესი 74′

გაფრთხილებები: ბადშტუბერი 42′ – ერერა 34′, მარტინესი 38′, პერეირა 66′, მარკანო 71′, 87′

გაძევება: მარკანო 87′

ლამი “პორტუსთვის” მზადაა

“ბაიერნის” უნივერსალმა ფეხბურთელმა, ფილიპ ლამმა “პორტოსთან” მატჩამდე კომენტარი გააკეთა.

“მზად ვარ, ვითამაშო ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში. “ბაიერნი” მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ვალდებული ვართ, “პორტუს” ბარიერი დავძლიოთ. კარგია შვაინშტაიგერის დაბრუნებაც, რადგან ის ძალიან დიდი ძალაა ჩვენთვის. არ ვფიქრობ, რომ პორტუგალიელებს უპირატესობა ექნებათ, ჩვენი ტრავმირებულების გამო. გულშემატკივრების იმედი გვაქვს. დარწმუნებული ვარ, შრომით და ზუსტი თამაშით მომდევნო ეტაპის საგზურს მოვიპოვებთ,”-განაცხადა ლამმა.

ნოიერი: „ჩემპიონთა ლიგაზე ასეთი შეცდომებისთვის მომენტალურად ისჯები“

მუუნხენის „ბაიერნის“ მეკარემ მანუელ ნოიერმა „პორტუსთან“ წაგებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ყველაფერს სხვაგვარად წარმოვიდგენდით. პასების დროს შეცდომებს ვუშვებდით და სახიფათო მომენტები თითქმის არ შეგვიქმნია. ასეთი შეცდომებისთვის ჩემპიონთა ლიგაზე მომენტალურად ისჯები. გვესმის, რომ დღეს ცუდად ვითამაშეთ. თუმცა, ყველაფერი ჯერ კდიევ წინაა“, – განაცხადა ნოიერმა.

კუარეჟმა: „ჯერ არაფერია გადაწყვეტილი“

მიუნხენის „ბაიერნის“ კარში დუბლის ავტორმა რიკარდო კუარეჟმამ განვლილი შეხვედრა შეაფასა.

„საქმე ხასიათსა და კონცენტრაციაშია. ვიცოდით, რომ დადებით შედეგის მიღწევა მხოლოდ ასე შეგვეძლო, რადგან „ბაიერნი“ ერთ-ერთი ის გუნდია, რომელსაც შემადგენლობაში მრავალმხვრივი მოთამაშეები ჰყავს. შეცდომის უფლება არ გვქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, შედეგის გამო ძალიან გახარებულები ვართ. ახლა ოდნავ უნდა მოვდუნდეთ, რის შემდეგად ჯერ „აკადემიკასთან“ შეხვედრაზე, ხოლო შემდგომ „ბაიერნთან“ საპასუხო მატჩზე ვიფიქრებთ“, – განაცხადა რიკარდომ.

„პორტუ“ – „ბაიერნი“ 3:1

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში „პორტუმ“ მიუნხენის „ბაიერნი“ მიიღო და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

უკვე მესამე წუთზე მანუელ ნოიერის მხრიდან ჯექსონ მარტინესზე დარღვეული თამაშის წესების გამო დანიშნული პენალტით ანგარიში რიკარდო კუარეჟმამ გახსნა. შვიდ წუთში იმავე კუარეჟმამ დანტეს ბურთი აართვა და ნოიერთან პირისპირ დარჩენილს მეორე გოლის გატანა არ გაუჭირდა. 28-ე წუთზე სტუმრებმა სხვაობა მინიმუმამდე შემაცირეს – თავი ალკანტარამ გამოიჩინა. მეორე ტაიმში მიუნხენელებმა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხეს და არც რეალური საგოლე მომენტები ჰქონიათ. პირიქით, 65-ე წუთზე მასპინძლებმა მესამე გოლიც გაიტანეს, რითაც საპასუხო შეხვედრის წინ ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს.

დანტე: „პორტუსთან“ გაგვიჭირდება“

მიუნხენის „ბაიერნის“ მცველმა დანტემ „პორტუსთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველი მატჩის შესახებ ისაუბრა.

„წინ რთლი შეხვედრა გველის. დიახ, „პორტუს“ ჯექსონ მარტინესი არ ეყოლება, თუმცა ამ გუნდს მის გარეშეც ჩინებული ფეხბურთელები ჰყავთ. ამის კარგ მაგალითს ბრაიმი წაროადგენს. ამიტომაც ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ბრაზილიელმა.

“ბაიერნი”: “პორტუსთან” შვაინშტაიგერის და რიბერის გარეშე

“ბაიერნის” ორმა ნახევარმცველმა “პორტუსთან” მატჩისთვის სათანადოდ მომზადება ვერ მოასწრო.

გერმანულ გუნდს ტრავმირებულების მხრივ საკმაოდ დიდი პრობლემა აქვს. მათი ლაზარეთი ფეხბურთელებითაა სავსე.

მოსალოდნელი იყო, რომ პორტუგალიურ გუნდს მზადყოფნაში შევხდებოდნენ ბასტიან შვაიშტაიგერი და ფრენკ რიბერი, მაგრამ ეს სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.

“სამწუხაროა, რომ ბასტიანი და ფრენკი ჩვენთან ერთად პორტუგალიაში ვერ გამოფრინდებიან. ახლა, ხოსეპ გვარდიოლას არჩევნის გაკეთება ახალგაზრდა მოთამაშეებზე მოუწევს,”- განაცხადა “რეკორდმეისტერთა” სპორტულმა დირექტორმა, მათიას ზამერმა.

ახლა საავადმყოფოში აირან: არიენ რობენი(მუცლის კუნთის ტრავმა), დავიდ ალაბა(შიდა იოგთა კუნთების გაწყვეტა), ტომ შტარკე(გაწყვეტილი იოგა), მეჰდი ბენათია(ბარძაყის კუნთის ტრავმა), ბასტიან შვაინშტაიგერი და ფრენკ რიბერი(ტერფის პრობლემები).

შეგახსენებთ, რომ “პორტუსთან” დაპირისპირება “ბაიერნს” ოთხშაბათს, თბილისის დროით 22:45 საათზე მოუწევს.