ჯექსონ მარტინესმა შეიძლება, “ბაიერნთან” მატჩი გამოტოვოს

“პორტუს” მთავარმა მეგოლემ, ჯექსონ მარტინესმა ჯერ კიდევ ვერ მოიშუშა ტრავმა.

ამჟამად კოლუმბიელ წინახაზელს საზარდულის ტრავმა აქვს, რომელიც მარტის დასაწყისში აქვს.

ფორვარდი ვერ ეხმარება თავის გუნდს, რადგან ლაზარეთში იმყოფება.

A Bola-ს ინფორმაციით, მარტინესი სავარაუდოდ ვერ დაეხმარება პორტუგალიურ გუნდს “ბაიერნთან” მატჩში, რომელიც 15 აპრილს გაიმართება.

პორტუგალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, 24 მატჩში ჯექსონმა 17 გოლი გაიტანა და ამავდროულად, ჩემპიონთა ლიგაზე ექვსი გოლით გამოირჩა.

კაზემირომ ჩემპიონთა ლიგაზე „პორტუს“ შანსები შეაფასა

„პორტუს“ ნახევარმცველმა კაზემირომ თავისი გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლის შესახებ ისაუბრა.

„ყოველ მატჩში უფრო ძლიერ გუნდად ვყალიბდებით. ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის ვართ. ყველაფერი ჩინებულად მიდის, თუმცა ასევე დარწმუნებული ვარ, რომ წინ დიდი გზა გველის. უკვე დავამტკიცეთ, რომ ბევრის გაკეთება შეგვიძლია. ჯერ ნახევარფინალში გასვლაზე უნდა ვიფიქროთ, შემდგომ კი – ფინალზე“, – განაცხადა კაზემირომ.

კრისტიან ტელიო “ბაიერნის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს

“პორტოს” გარემარბი, კრისტიან ტელიო ტრავმის გამო გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს და ასევე, გუნდს დააკლდება ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ მატჩში, “ბაიერნის” წინააღმდეგ.

ესპანელმა გამოტოვა “ეშტორილთან” მატჩი და როგორც ჩანს, მისი ბარძაყის დაზიანება საკმაოდ სერიოზულია.

როგორც ვარაუდობენ, ფეხბურთელი აპრილის ბოლომდე იუქმებს, რის გამოც “ბაიერნთან” თამაშების და პორტუგალიის ჩემპიონატის ორი ტურის გამოტოვება მოუწევს.

მიმდინარე სეზონში, ტელიომ პორტუგალიის ჩემპიონატში 24 მატჩი ჩაატარა და გაიტანა შვიდი გოლი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე, რვა მატჩში ერთი გოლით გამოირჩა.

“მილანი” “პორტუს” ლიდერით ინტერესდება

“როსონერიმ” თვალი პორტუგალიური გუნდის ლიდერს, იასინ ბრაჰიმს დაადგა.

“მილანი” “პორტუს” ლიდერის გადაბირებას მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გეგმავს.

წყაროზე დაყრდნობით, “როსონერი” შეეცდება, ევროპის ლიგაზე გასვლის შემთხვევასა და კლუბის პრეზიდენტ ბერლუსკონის მიერ კლუბის გაყიდვაზე თანხმობის შემთხვევაში განახორციელოს პორტუგალიური ერთ-ერთი გრანდის ლიდერის ტრანსფერი.

შეგახსენებთ, რომ ბრაჰიმით “მილანის” გარდა, “არსენალი”, “მან.სიტი” და “პსჟ” ინტერესდება.

მიმდინარე სეზონში, 25 წლის ალჟირელმა პორტუგალიის ჩემპიონატში გამართულ 21 შეხვედრაში ექვსი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.

“რეალმა” “პორტუს” ფეხბურთელი დაიმატა

მადრიდის “რეალი” “პორტუს” მცველ დანილუს დაიმატებს.

აღნიშნულმა ტრანსფერი ესპანურმა კლუბმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა. გარიგების ფინანსური დეტალები არ ხმაურდება, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტრანსფერმა 31,5 მილიონი ევრო შეადგინა. 23 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა “სამეფო კლუბთან” ექვსწლიანი შრომითი ხელშეკრულება გააფორმა. ის “რეალს” ზაფხულში შეუერთდება.

დანილუმ მიმდინარე სეზონში “პორტუს” რიგებში 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა, ახალგაზრდა ფეხბურთელს ბრაზილიის ნაკრებში 11 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

 

დანილო მძიმე ტრავმას გადაურჩა

პორტუგალიური “პორტუს” მცველმა დანილომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში შვეიცარიულ “ბაზელთან” საპასუხო მატჩის(4:0) მე-17 წუთზე ტრავმა მიიღო.

იგი მეკარე ფაბიანოს შეეჯახა და გონება დაკარგა, რის შემდეგაც საკაცით გაიყვანეს მოედნიდან და სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გააქანეს.

მოგვიანებით, “პორტუს” ოფიციალურ “ტვიტერზე” დანილოს მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოჩნდა.

“შაბედნიეროდ, დანილო სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. ამჟამად იგი უკეთ გრძნობს თავს და საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურების ქვეშ რჩება,”-ნათქვამია ცნობაში.

„პორტუმ“ „ბაზელი“ უშანსოდ დატოვა

„პორტუს“ ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვეს. „დრაგაუზე“ პორტუგალიელებმა შვეიცარიის „ბაზელი“ მიიღეს და ანგარიშით 4:0 გაანადგურეს. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრე ფრედ, 1:1 დასრულდა.

მე-14 წუთზე ანგარიში იასინ ბრაიმიმ გახსნა, რომელმაც საჯარიმო ზუსტად შეასრულა. უპირატესობა მასპინძლებმა მეორე ტაიმის დასაწყისში გაზარდეს – ექტორ ერერამ მეტოქის საჯარიმოს გარედან ჩინებულად დაარტყა. სტანდარტიდან თავი კარლოს კასემირომაც გამოიჩინა. წერტილი კი 76-ე წუთზე ვენსან აბუბაკარმა დასვა.

“რეალი” დანილოში 30 მილიონ ევროს ჩამოდის

ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, მადრიდის “რეალი” პორტუგალიური “პორტუს” მცველ დანილოს გადასაბირებლად იბრძვის.

ორ კლუბს შორის, ბოლო დღეების განმავლობაში მოლაპარაკებათა პროცესმა საკმაოდ წინ წაიწია და როგორც პორტუგალიური წყაროები ირწმუნებიან, თავად ფეხბურთელმა უკვე განაცხადა თანხმობა მადრიდში გადაბარგებაზე.

მართალია, “პორტუ” დანილოს ტრანსფერს 50 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ “რეალი” მხოლოდ 30 მილიონის გადახდაზეა თანახმა.

საინტერესოა, რომ 2012 წელს “პორტუმ” ბრაზილიელი ფეხბურთელი “სანტოსისგან” 13 მილიონ ევროდ შეიძინა.

აქვე დავამატებთ, რომ დანილოს მიმართ ინტერესს “რეალის” გარდა, “ბარსელონა” და “მანჩესტერ იუნაიტედიც” ავლენენ.

რიკარდო კუარეჟმას ჩაცმულობა, რომელიც უნდა ნახოთ (ფოტო)

გულშემატკივრებს ბევრი ფეხბურთელი უნახავთ, რომლებიც თავიანთ ფულს ტანსაცმელებში ხარჯავენ. რამდენიმე დღის წინ, “პორტუს” შემტევი რიკარდო კუარეჟმა ძალიან უცნაურ სამოსში გამოწყობილი დააფიქსირეს.

B_FR4v0W8AAJdnx

Ricc-Q

ჯექსონ მარტინესმა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო საგოლე პასი გააკეთა (ვიდეო)

1 მარტს, პორტუგალიის ჩემპიონატში, “პორტუსა” და “სპორტინგს” შორის გამართულ მატჩში ჯექსონ მარტინესმა ბრწყინვალე საგოლე პასი გააკეთა.

„მექსიკელი ბუფონის“ წარმოუდგენელი რეაქცია (ვიდეო)

„პორტუს“ მეორე გუნდის 18 წლის მექსიკელმა მეკარემ რაულ გუდინომ ფეირენსესთან“ მატჩში თავისი გუნდი გაშებულ გოლს სასწაულად გადაარჩინა.

კუარეჟმამ ლამაზი მოჭრილი დარტყმით გაიტანა

პორტუგალიის ჩემპიონატის მე-19 ტურში “პორტუსა” და “პაკოშ ფერეირას” შორის გამართულ მატჩში მასპინძელთა ნახევარმცველმა რიკარდო კუარეჟმამ ლამაზი მოჭრილი დარტყმით გაიტანა გოლი.

მისგან ასეთი გოლი გასაკვირი სულაც არ არის. კუარეჟმას კარიერის განმავლობაში მოედნის ამ წერტილიდან ასეთივე მოჭრილი დარტმით არაერთი გოლი აქვს გატანილი.