30 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი, რიკარდო კვარეჟმა დუბაური “ალ აჰლიდან” “პორტუში” დაბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ კვარეჟმა “პორტუს” ღირსებას 2004 წლიდან, 2008 წლის ჩათვლით იცავდა.
“მოხარული ვარ, რომ შინ დავბრუნდი. “პორტუ” დიდი ტრადიციები მქონე კლუბია, ამ გუნდის გულშემატკივრებს ძალიან ვაფასებ”, – ამბობს ფეხბურთელი.
კვარეჟმამ გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში ახალი წლის დღეს გამართა, ვარჯიშს კი 10 000 გულშემატკივარი დაესწრო.