მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ თავის აგენტს ხორხე მენდეშს საქორწინო საჩუქარი გაუკეთა. როგორც წამყვანი ევროპული გაზეთები წერენ, რონალდუმ თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან აგენტს საბერძნეთის კუნძული აჩქა, რომლის ფასი სამიდან ორმოცდაათ მილიონ ევრომდე შეადგენს.
წყაროების ინფორმაციით, საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისის გამო პრაქტიკულად ყველაფრის ყიდვაა შესაძლებელი.
ივლისში გაირკვა, რომ ერთ-ერთი ბერძნული კუნძული ჰოლივუდის მსახიობმა ჯონი დეპმა 4,2 მილიონ ევროდ იყიდა. მის მსგავსად ასევე ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი მოიქცნენ.