“პსვ”-მ პრე-სეზონის საუკეთესო გოლი გაიტანა (ვიდეო)

21 ივლისს გაიმართა ამხანაგური შეხვედრა “პსვ”-სა და “პორტოს” შორის, სადაც ჰოლანდიელებმა 3-0 იმარჯვეს. შეხვედრის 76-ე წუთზე მესამე, ულამაზესი გოლის გატანა ადამ მაჰერმა შეძლო. აღსნანიშნავია, რომ მსგავსი სილამაზის გოლი მიმდინარე პრე-სეზონზე არ გასულა.

იხილეთ ვიდეო…

როგორი იქნება “ბარსელონას” შემადგენლობა ანდრე გომეშის დამატების შემდეგ? (ფოტო)

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ პორტუგალიელი ნახევარმცველი, ანდრე გომეში “ვალენსიადან” კატალონიის “ბარსელონაში” გადავიდა.

შესაძლოა, სწორედ ასეთი იყოს “ბლაგურნას” შემადგენლობა ნახსენები ფეხბურთელის დამატების შემდეგ…

barca

რონალდო: “უფრო ძლიერი დავბრუნდები!”

“ევრო 2016”-ის ფინალში, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანო რონალდომ დიმიტრი პაიესთან შეჯახების დროს ტრავმა მიიღო. როგორც შემდგომში გაირკვა, 31 წლის მოთამაშის დაზიანება იმდენად მძიმე იყო, რომ მას, დიდი ალბათობით, მოუწევს ევროპის სუპერ თასისა და “ლა ლიგის” რამდენიმე შეხვედრის გამოტოვება.

კრიშტიანო რონალდო ახლა იბიცაზე ისვენებს. მან სწორედ ამ კუნძულიდან ჩაწერე ვიდეო და განათავსა “ინსტაგრამზე”.

“მოგესალმებით ყველას! მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ყველა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის. მათ ვეტყვი, რომ ყველაფერი კარგადაა და უფრო ძლიერი დავბრუნდები! გაუმარჯოს პორტუგალიას!”

პიერლუიჯი კოლინა: “პაიეტს რონალდუსთვის ზიანის მიყენება არ უნდოდა”

ლეგენდარულმა მსაჯმა, პიერლუიჯი კოლინამ პრესასთან იმ ეპიზოდზე ისაუბრა, როდესაც დიმიტრი პაიეტმა კრიშტიანუ რონალდუს ზიანი მიაყენა. შეგახსენებთ, რომ საქმე ევრო 2016-ის ფინალს ეხება.

“პაიეტის ასეთი სვლა, ეს წესების სრული დარღვევა იყო. იმსახურებდა თუ არა ყვითელ ბარათს? ამაზე დავა შეიძლება, მაგრამ შეჯახების დინამიკა – მუხლი მუხლზე – შემთხვევითი იყო.

ეს უბრალოდ უიღბლო ეპიზოდი იყო. პაიეტს რონალდუსთვის ზიანის მიყენება არ უნდოდა.” – ციტირებს კოლინას სიტყვებს Goal-ი.

აღნიშნული ტრავმის გამო, “რეალის” სუპერვარსკვლავს ფინალის უმეტესი ნაწილის გამოტოვება მოუწია, თუმცა მისმა ნაკრებმა მაინც მოახერხა ჩემპიონობის მოპოვება.

1

რონალდომ მორიგი საქველმოქმედო საქმე გააკეთა

კრიშტიანო რონალდო რომ ძალიან ბევრ სიკეთეს აკეთებს, ეს არავისთვისაა ახალი. იგი ხშირად ეხმარება გაჭირვებულებსა და ავადმყოფებს.

როგორც გაირკვა, “რეალის” სუპერვარსკვლავმა მორიგი შესანიშნავი საქმე გააკეთა. მან “ევროპის ჩემპიონატის” მოგების გამო მიღებული 275 000 ევრო მთლიანად გადარიცხა ერთ-ერთ ბავშვთა საავადმყოფოში.

კარიკატურა: “რონალდოს ვნებანი”

“ევრო 2016”-ის ფინალში პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, კრიშტიანო რონალდომ დიმიტრი პაიესთან შეჯახების დროს ტრავმა მიიღო და, ფაქტობრივად, მთელი მატჩის გამოტოვება მოუხდა. “რონიმ” ძალიან განიცადა ეს ამბავი. საგულისხმოა, რომ ამ ყველაფერს კრიშტიანოს დამ “ჯვარცმა” უწოდა.

ნახსენებთან დაკავშირებით ომან მომანი საინტერესო კარიკატურას გვთავაზობს…

cartoon-passion-of-the-cristiano_epcbokf5t3dj1m9z862ll6gis

ვის ანიჭებენ ბუკმეიკერები “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში უპირატესობას?

უცხოური გამოცემა, Goal.Com-ი აქვეყნებს სტატიას იმის შესახებ, თუ ვის ანიჭებენ ცნობილი ტოტალიზატორის, Paddypower.com-ის ბუკმეიკერები უპირატესობას “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში.

როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე დიდი შანსი პორტუგალიელ, კრიშტიანო რონალდოს აქვს. მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავმა მიმდინარე სეზონში ევროპის ორი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, “ჩემპიონთა ლიგა” და “ევროპის ჩემპიონატი” მოიგო. ამ მომენტისთვის მის გამარჯვებას ნახსენებ ბრძოლაში 1.17 აქვს კოეფიციენტი.

მეორე ადგილზე არის საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის “ატლეტიკოს” ლიდერი, ანტუან გრიზმანი, რომელმაც წელს რონალდოსთან ორი გადამწყვეტი დაპირისპირება წააგო: ჯერ “ჩემპიონთა ლიგის” ფინალი და შემდეგ “ევროპის ჩემპიონატის” დასკვნითი შეხვედრა. იმას, რომ გრიზმანი ოქროს ბურთს აიღებს, კოეფიციენტი აქვს 6.00.

დანარჩენი ფეხბურთელების შანსები კი ასე გადანაწილდა: ლიონელ მესი (5.50), ლუის სუარესი (6.50). პოლ პოგბასა და გარეთ ბეილს ერთი და იგივე შანსები აქვთ – 26.00. ნეიმარმა შესაძლოა რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე გაიბრწყინოს. ამიტომ, იმას, რომ სწორედ ბრაზილიელი დაეუფლება ამ ჯილდოს, 34.00 აქვს კოეფიციენტი. მიულერსა და ინიესტას კი  – 51.00.

ქუარეჟმა: “მედალი ოქროსგან თუა დამზადებული, მაშინ მას აუცილებლად გავყიდი”

დიდი ხნის მანძილზე ხალხს სჯეროდა, რომ ევროპის ჩემპიონები საკუთარ მედლებს სამუდამოდ შეინახავდნენ. თუმცა, რიკარდო ქუარეჟმა აღნიშნული მედლის უფრო პრაქტიკულად გამოყენებას აპირებს.

O Jogo-სთვის მიცემულ ინტერვიუში, მან განაცხადა: “თუ ეს მედალი მართლა ოქროსგან არის დამზადებული, მაშინ მე მას აუცილებლად გავყიდი!”

შეგახსენებთ, რომ სწორედ ქუარეჟმას მიერ გატანილმა გოლმა გაიყვანა პორტუგალია მერვედფინალში. გარდა ამისა, სწორედ მან ჩაანაცვლა ტრავმირებული რონალდუ ჩემპიონატის ფინალში.

“დღეს არავის შევხვედრივარ. იმედი მაქვს ისინი უფრო მეტი წიგნის გაყიდვას შეძლებენ. თუმცა, წიგნების გაყიდვით ისინი ფეხბურთზე მეტის გაგებას ვერ შეძლებენ.”

პორტუგალიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონობა კოსმოსიდანაც მიულოცეს (ფოტო)

ნასას ასტრონავტმა უეინ ვერსმა პორტუგალიის ნაკრებს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მოგება ორიგინალურად მიულოცა.

48 წლის ამერიკელმა ასტრონავტმა მიკრობლოგზე პირინეის ნახევარკუნძულის ღამით გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და წააწერა: “ვულოცავ პორტუგალიას.

ფინალურ მატჩამდე უეინ ვერტსმა ევროპის ფოტოც გამოაქვეყნა.

სახალისო კარიკატურა რონალდოს გამარჯვებასთან დაკავშირებით

გუშინ პორტუგალიის ნაკრებმა ედერის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა საფრანგეთის ეროვნული გუნდი და “ევროპის ჩემპიონის” ტიტულს დაეუფლა. პორტუგალიელთა ლიდერმა, კრიშტიანო რონალდომ 2004 წლის ფინალი წააგო, მაგრამ ახლა შეძლო თასის აწევა.

ამასთან დაკავშირებით ინტერნეტში სახალისო კარიკატურა ვრცელდება…

cartoon ronaldo

კრიშტიანუ რონალდუმ ნანის “ვერცხლის ბუცი” აჩუქა

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ნანიმ კრიშტიანუ რონალდუსგან საჩუქარი მიიღო – ევრო 2016-ის ფინალში გამარჯვების შემდეგ, რონალდუმ მას “ვერცხლის ბუცი” აჩუქა.

“შენ მეტი ხარ, ვიდრე კაპიტანი, შენ – ჩემპიონი ხარ! მადლობა საჩუქრისათვის ! წინ პორტუგალია, ჩვენ – ჩემპიონები ვართ!” – ასეთი სათაური შეურჩია ნანიმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს.

ცნობისათვის გეტყვით, რომ რონალდუმ აღნიშნულ ტურნირზე 625 წუთი ითამაშა, გაიტანა 3 გოლი და გააკეთა 3 საგოლე გადაცემა. ნანის ანგარიშზე კი – 3 გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.

“ოქროს ბუცი” საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა, ანტუან გრიზმანმა მოიგო, რომელმაც 6 გოლისა და 2 საგოლე გადაცემის ჩაწერა მოახერხა აქტივში.

Untitled-1

პაიე:”იმ მომენტში, როდესაც რონალდო დავაშავე…”

ფინალის შემდეგ დიმტირი პაიემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეტა იმ მომენტზე, როდესაც მასსა და კრიშტიანო რონალდოს შორის შეჯახების შედეგად, ამ უკანასკნელმა ტრავმა მიიღო და მოედნიდან გასვლა მოუწია…

“ეს უბრალოდ ორთაბრძოლა იყო, რომელშიც მეც და რონალდოც თამამად შევედით. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ პორტუგალიელი დავაზიანე, მაგრამ, მერწმუნეთ, ეს შემთხვევით მოხდა და კრიშტიანოს ტრავმა ოდნავადაც არ მინდოდა.”

“არ ზის ჩემს ხასიათში, რომ სტადიონზე ცუდად და ასარსპორტულად მოვიქცე,” – განაცხადა დიმიტრი პაიემ.