კრიშტიანუ რონალდუს მიერ ევრო 2016-ში მიღებული ტრავმის გამო, მადრიდში უკვე ჩამოკრეს განგაშის ზარები. როგორც იცით, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი დიმიტრი პაიეტმა დააზიანა, რომელმაც ძალზედ უხეშად ითამაშა. ტრავმა იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ დიდი მცდელობების მიუხედავად, მას მოედნის დატოვება მოუწია, თანაც საკაცის მეშვეობით (25′).
პორტუგალიის სამედიცინო შტაბის მიერ ჩატარებული პირველადი გამოკვლევები ცხადყოფს, რომ რონალდუს მარცხენა მუხლის მყესები აქვს დაზიანებული.
დიდია შანსი, რომ აღნიშნული ტრავმის გამო მან ევროპის სუპერ თასის ფინალი გამოტოვოს, სადაც მადრიდელები “სევილიას” დაუპირისპირდებიან. აღნიშნული მატჩი 9 აგვისტოს გაიმართება ტრონდჰაიმში. ასე რინმ კრიშტიანუს მხოლოდ 1 თვე აქვს გამოსაჯანმრთელებლად, რაც საკმარისი ნამდვილად არ არის.