უხვგოლიანი ფრე უნგრელებისა და პორტუგალიელების მატჩში (ვიდეო)

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფში გადამწყვეტი ტურის მატჩები გაიმართა. “სტად დე ლიონზე” ერთმანეთს უნგრეთისა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. არცერთ გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლა განაღდებული არ ჰქონდა. შეხვედრა საინტერესოდ, დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა.

მატჩი მაღალ ტემპში დაიწყო. პირველ ტაიმში ბურთს უფრო მეტად პორტუგალიელები ფლობდნენ, თუმცა უნგრელები დაცვაში საიმედოდ მოქმედებდნენ. მე-19 წუთზე კი ზოლტან გერამ ყუმბარისებური დარტყმით უნგრეტის ნაკრები დააწინაურა კიდეც. მალე ალეშ ელეკს უპირატესობის გაზრდის შესაძლებლობა მიეცა, თუმცა მეკარე რუი პატრისიუმ იყოჩაღა. ტაიმის ბოლო პორტუგალიელებმა წონასწორობის აღდგენა შეძლეს: კრისტიანუ რონალდუმ მახვილგონივრული გადაცემით ლუიშ ნანი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა და ამ უკანასკნელმა ერთი შეხებით მეკარეს ახლო კუთხეში დაურტყა – 1:1.

მატჩის მეორე ტაიმი ძალზედ საინტერესოდ დაიწყო, მაყურებელმა საწყის ათ წუში სამი გოლი იხილა. 47-ე წუთზე ბალაჟ ჯუჯაკმა საჯარიმო დარტყმით უნგრელები კვლავ დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდში რიკოშეტი იყო და მეკარემ რეაგირება ვეღარ მოასწრო. 50-ე წუთზე კი კრიშტიანუ რონალდუმ ქუსლით ძალზედ ეფექტური გოლი გაიტანა და ანგარიში კვლავ გათანაბრდა – 2:2. ზუსტად ხუთ წუთში ჯუჯაკმა ისევ რიკოშეტით, თუმცა ამჯერად უკვე თამაშიდან კიდევ ერთი გოლი გაიტანა და უნგრეთის ნაკრები ამ შეხვედრაში მესამედ დააწინაურა. 62-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ ამ მატჩში მეორედ აღადგინა წონასწორობა: მოედანზე ერთი წუთის წინ გამოსულმა რიკარდო კუარეჟმამ მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, იქ კი დასწრებაზე თავით რონალდუმ ითამაშა და ანგარიში კლავ გათანაბრდა – 3:3. მომდევნო ეპიზოდში უნგრეთის ნაკრებს კვლავ შეეძლო დაწინაურება, თუმცა აკოშ ელეკმა ახლო მანძილიდან ბურთი ხარიხას გაარტყა. ტაიმის შუაწელს ტემპი დაეცა, ფეხბურთელები იმდენად აქტიურად აღარ უტევდნენ. საბოლოო ჯამში, ანგარიში აღარ შეცვლილა: უნგრეთის ნაკრები ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა, ისლანდიამ ავსტრიასთან მატჩი მოიგო და მეორე პოზიცია დაიკავა, პორტუგალია კი მესამე ადგილზე დარჩა.

ევრო-2016
F ჯგუფი
უნგრეთი — პორტუგალია 3:3 (1:1)

უნგრეთი: კირაი; ლანგი, გუზმიჩი, იუჰაში, კორჰუტი; გერა (ბეშე 46′), პინტერი; ჯუჯაკი, ელეკი, ლოვრენჩიჩი (შტიბერი 83′); შალაი (ნემეტი 71′).
მთავარი მწვრთნელი: ბერნდ შტორკი.

პორტუგალია: რუი პატრისიო; ვიერინია, პეპე, რიკარდუ კარვალიუ, ელიზეუ;- ანდრე გომეში (რიკარდო კუარეჟმა 61′), ვილიამ კარვალიუ, ჟოაო მოუტინიო (რენატო სანჩესი 46′), ჟოაო მარიო; რონალდუ, ნანი (დანილუ 81′).
მთავარი მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში.

გოლები: გერა 19′ ჯუჯაკი 47′ 55′ — ნანი 42′, რონალდუ 50′, 62′.
გაფრთხილებები: გუზმიჩი 13′, იუჰაში 28′, გერა 34′, ჯუჯაკი 56′
მთავარი მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი).

კრიშტიანო რონალდუმ ჟურნალისტს მიკროფონი ტბაში გადაუგდო (ვიდეო)

დღეს პორტუგალიის ეროვნული ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში უნგრეთს დაუპირისპირდება.

მატჩის წინ, პორტუგალიელმა ფეხბურთელებმა გასეირნება გადაწყვიტეს. პორტუგალიელ ფეხბურთელებთან მალევე გაჩნდნენ ჟურნალისტები. მაგალითად, ერთ-ერთმა კრიშტიანო რონალდუს კითხვა დაუსვა, თუმცა გუნდის კაპიტანმა მას მიკროფონი წაართვა და წყალში გადაუგდო.

უნგრეთი – პორტუგალია: სავარაუდო შემადგენლობები, ფაქტები, სტატისტიკა

უნგრეთი – პორტუგალია
შეხვედრის ადგილი: ლიონი; “Stade de Lyon ”
შეხვედრის დრო: ოთხშაბათი, 22 ივნისი; 20:00 (მატჩის რეპორტაჟს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირველი არხი შემოგთავაზებთ)
მთავარი არბიტრი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)


დღეს, თბილისის დროიტ 20 საათსა და 00 წუთზე ევრო 2016-ის მესამე ტურის ეგიდით F ჯგუფში სტარტს აიღებს ძალზედ მნიშვნელოვანი და საინტერესო მატჩი, რომელშიც მონაწილეობას პორტუგალიისა და უნგრეთის ნაკრებები მიიღებენ.

ამ დროისთვის პორტუგალიელებს 2 ქულა აქვთ, რაც მომდევნო ეტაპზე გასვლის გარანტიას არ იძლევა – საჭიროა გამარჯვების მოპოვება მესამე მატჩში. რონალდუს გუნდი მომდევნო ეტაპზე შეიძლება ფრის შემთხვევაშიც გავიდეს, თუმცა პორტუგალიელები მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავლენ.


 

უნგრეთის ბოლო 5 მატჩი:

18.06.16. ევრო 2016 ისლანდია უნრეთი 1:1
14.06.16 ევრო 2016 ავსტრია უნგრეთი 0:2
29.05.16 ამხ. გერმანია უნგრეთი 2:0
29.05.16 ამხ. უნგრეთი კოტ’დ-იუვარი 0:0
04.06.16 ამხ. უნგრეთი ხორვატია 1:1

პორტუგალიისს ბოლო 5 მატჩი:

18.06.16 ევრო 2016 ავსტრია პორტუგალია 0:0
13.06.16 ევრო 2016 პორტუგალია ისლანდია 1:1
29.05.16 ამხ. პორტუგალია ესტონეთი 7:0
29.05.16 ამხ. ინგლისი პორტუგალია 1:0
04.06.16 ამხ. პორტუგალია ნორვეგია 3:0

 

ურთიერთშეხვედრები

10.10.09 – მსოფლიო ჩემპიონატი: პორტუგალია 3:0 უნგრეთი
09.09.09 – მსოფლიო ჩემპიონატი: უნგრეთი 0:1 პორტუგალია


 

7777777777

ბერნდ შტორკი: “ვინ იფიქრებდა, რომ ჩვენ 4 ქულით ჯგუფის სათავეში ვიქნებოდით, პორტუგალიელებს კი მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ჩვენი დამარცხება დასჭირდებოდათ? არ ვიცი როგორ შევაქო ამისათვის ჩემი გუნდი. მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, გავეგრძოლოთ ის, რაც დავიწყეთ.

ჩვენზე ძალიან დიდი ზეწოლა იქნება და არა მარტო კრიშტიანუსაგან. ამ გუნდში კიდევ არიან სუპერვარსკვლავები, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგეს. საქმე მხოლოდ მათ 7-იანს არ ეხება.”

ფერნანდუ სანტუში: “ჩემი ფეხბურთელების მჯერა. რატომ უნდა გავხდე უეცრად პესიმისტი? რამოდენიმე დღის წინ ყველას სჯეროდა ჩვენი. ავსტრიელების წინააღმდეგ ძალიან კარგად ვითამაშეთ, ახლა კი ყველა კითხვის ნიშნის ქვეშ გვაყენებს -რაც მაღიზიანებს. სამაგალითოდ ვმოქმედებდით. ბევრი ვიმუშავეთ. რატომ არ უნდა მჯეროდეს მათი? მჯერა, რომ ფინალამდე მივალთ.

დარწმუნებული ვარ, რომ კრიშტიანუ რონალდუ ამ ბარიერს გადალახავს და საუკეთესო ფორმაში დაბრუნდება. მას არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ ყველაზე კარგად გოლების გატანა გამოდის. დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას შეძლებს. რა თქმა უნდა პენალტებს კვლავ ის შეასრულებს.

რაც შეეხება უნგრეთს, არამგონია დაცვითი თამაში დაგვიპირისპირონ, რაც იმით არის განპირობებული, რომ ისინი სხვა შედეგებზე არ არიან დამოკდებულნი.”


 

უნგრეთი:

– ატილა ფიოლამ ისლანდიასთან ფრედ დამთავრებულ მატჩში (1-1) მონაწილეობის მიღება ვერ მოახერხა ტრავმის გამო. მისი თამაში პორტუგალიის ნაკრებთან საეჭვოა.

– ბერნდ შტორკს არანაირი მიზეზი არ აქვს, რატომაც უნდა შეცვალოს ის თერთმეტეული, რომელიც მან შაბათს გამართულ მატჩში გამოიყენა.

პორტუგალია:

– რაფაელ გერეირომ და ანდრე გომაშმა გუნდთან ერთად ვარჯიში ვერ მოახერხეს, რის მიზეზადაც ტრავმა სახელდება. დიდი შანსია, რომ ამ ორმა ფეხბურთელმა უნგრეთთან თამაში ვერ შეძლონ.

– გერეიროს სავარაუდოდ ელისეუ ჩაანაცვლებს. სავარაუდოდ სასტარტოში დაიწყებს რენატო სანჩესიც. რაც შეეხება ფორმაციას, სანტუში 4-3-3 ფორმატით ითამაშებს.


 

გასათვალისწინებელი ფაქტები:

– F ჯგუფის ლიდერ უნგრეთს უკვე განაღდებული აქვს მომდევნო ეტაპზე გასვლა.

– პორტუგალიელები ჯგუფში მესამე ადგილზე არიან და 2 ქულით ჩამორჩებიან ბერნდ შტორკის გუნდს.

– დიდ ტურნირზე ეს გუნდები 5-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, 5-ვე მატჩში პორტუგალიელებმა იმარჯვეს.

– ბოლო გამარჯვებები კი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოდის.

– ეს გუნდები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფშიც ერთად მოხვდნენ.


 

პორტუგალიელთა სავარაუდო შემადგენლობა: კირალი; ლანგი, გუსმიკსი, იუჰასზი, კადარი; ნაგი, გერა; ჯუჯაკი, კლაინჰაისლერი, ლოვრენცსიკი; სზალაი.

cats

პორტუგალიელთა სავარაუდო შემადგენლობა: რუი პატრისიო; ვიეირინია, რიკარდო კარვალიო, პეპე, ელისეუ; ვილიამ კარვალიო, ჟოაო მოუტინიო, რენატო სანჩესი; რიკარდო ქუარეშმა, კრიშტიანუ რონალდუ, ნანი.

cats


 

Fanebi.Com-ის პროგნოზი:
უნგრეთი 0-2 პორტუგალია

ნანი: ” ყველაფერი გავაკეთეთ, რათა მატჩი მოგვეგო”

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ლუიშ ნანიმ ავსტრიის ნაკრებთან დამთავრებული მატჩის (0:0) შემდეგ განცხადება გააკეთა.

“უნდა მოგვეგო, ამისათვის ყველაფერი გავაკეთეთ, ყველაფერი სწორად გავაკეთეთ, მაგრამ ბურთს უბრალოდ არ უნდოდა კარში შესვლა.

გუნდმა მართლა კარგად ითამაშა. კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ კარგი ფეხბურთის თამაში შეგვიძლია. ჩვენ ვდომინირებდით, თანაც ძლიერ გუნდთან გვიწევდა თამაში, რომელმაც ბრწყინვალე ფეხბურთი ითამაშა.

სულ ესაა. მგონია, რომ ჩვენი დრო მოვა და რომ ეს მომავალ მატჩში მოხდება. სხვა გზა უბრალოდ არ არის, ეს მართლა უნდა მოხდეს.”

პორტუგალია 0-0 ავსტრია: პორტუგალიელები რთულ სიტუაციაში იმყოფებიან

ახლახან დასრულდა F ჯგუფის მატჩი პორტუგალიისა და ავსტრიის ნაკრებებს შორის, რომლებსაც ფერნანდუ სანტუშის გუნდისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.

ამ მატჩში პორტუგალიელებს მხოლოდ მოგება ესაჭიროებოდა, ავსტრიელები კი ფრითაც კმაყოფილები იყვნენ. მატჩი ფრედ 0-0 დასრულდა.

ევრო-2016
F ჯგუფი
პორტუგალია – ავსტრია 0:0 (0:0)

პორტუგალია: რუი პატრისიუ, პეპე, გერერო, კარვალიო, რონალდუ, მოუტინიო, ვიეირა, კარვალიო, გომესი, ნანი, ქუარეჟმა

მთავარი მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში.

ავსტრია: ალმერი, ჰინტრეგერი, ფუხსი, ილსანკერი, არნაუტოვიჩი, ალაბა, ჰარნიკი, ბაუმგარტლინგერი, პრიოდლი, კლეინი, საბიცერი

მთავარი მწვრთნელი: მარსელ კიოლერი.

გოლები:
გაფრთხილებები: ქუარეჟმა 31′, პეპე 40′ – ჰარნიკი 47′, ფუქსი 60′, ჰინტერეგერი 78′
მთავარი მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)

პორტუგალია – ავსტრია: სავარაუდო შემადგენლობები, ფაქტები, სტატისტიკა

პორტუგალია – ავსტრია
შეხვედრის ადგილი: პარიზი; “Parc des Princes ”
შეხვედრის დრო: შაბათი, 18 ივნისი; 23:00 (მატჩის რეპორტაჟს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირველი არხი შემოგთავაზებთ)
მთავარი არბიტრი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)


დღეს, თბილისის დროით 23 საათსა და 00 წუთზე სტარტს აიღებს ევრო 2016-ის F ჯგუფის ცენტრალური მატჩი, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს პორტუგალიისა და ავსტრიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

პირველი ტურის შემდეგ F ჯგუფში ასეთი სიტუაციაა: პირველ ადგილზე უნგრეთის ნაკრები გუნდი იმყოფება 3 ქულით, რომლებმაც გახსნი მატჩში ყველა გააკვირვეს და ავსტრიელები დაამარცხეს (0:2). მეორე-მესამე ადგილებს კი შესაბამისად ისლანდიისა და პორტუგალიის ნაკრებები იყოფენ, შესაბამისად 1-1 ქულით.

პორტუგალიელებისთვის ამ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ. ავსტრიელებთან მათ მხოლოდ მოგება დააკმაყოფილებთ.


 

პორტუგალიის ბოლო 5 მატჩი:

13.06.16. ევრო 2016 პორტუგალია ისლანდია 1:1
06.06.16 ამხ. პორტუგალია ესტონეთი 7:0
29.05.16 ამხ. ინგლისი პორტუგალია 1:0
29.05.16 ამხ. პორტუგალია ნორვეგია 3:0
04.06.16 ამხ. პორტუგალია ბელგია 2:1

ავსტრიის ბოლო 5 მატჩი:

13.06.16 ევრო 2016 ავსტრია უნგრეთი 0:2
26.03.16 ამხ. ავსტრია ნიდერლანდები 0:2
29.05.16 ამხ. ავსტრია მალტა 2:1
29.05.16 ამხ. ავსტრია თურქეთი 1:2
04.06.16 ამხ. ავსტრია ალბანეთი 2:1

 

ურთიერთშეხვედრები

11.10.95 – ევროპის ჩემპიონატი: ავსტრია 1:1 პორტუგალია
13.11.94 – ევროპის ჩემპიონატი: პორტუგალია 1:0 ავსტრია


 

6667

ფერნანდუ სანტუში: “ავსტრიას ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს, რაზეც მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ავსტრია ფიფას რეიტინგის ტოპ-10-ეულში შედის. ბოლო 4-5 წლის მანძილზე ისინი საკმაოდ განვითარდნენ. მათი სათამაშო სტილი საკმაოდ განსხვავდება ისლანდიელთა სტილისაგან.

დავიდ ალაბა, არნაუტოვიჩი, მარკ იანკო, მარტინ ჰარნიკი … მათ საკმაოდ კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავთ. თუმცა საჭირო არ არის, რომ რომელიმე მათგანს განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ, მთლიან გუნდს უნდა დავუპირისპირდეთ.”

მარსელ კიოლერი: “არ უნდა ვითამაშოთ ისე, როგორც ეს უნგრელებთან გავაკეთეთ. იმ მატჩის შემდეგ ყველაფერი გავაანალიზეთ და დასკვნებიც მივიღეთ. ფაქტია, რომ შანსები უფრო მეტად უნდა გამოვიყენოთ. გარდა ამისა ყურადღება უნდა მივაქციოთ ყოველ დეტალს, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია.

ვიცით, რომ პორტუგალიის ნაკრები მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუ არ არის – მათ ბევრი ინდივიდუალისტი ჰყავთ, რომელთაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. მნიშვნელოვანია, რომ გუნდურად დავიცვათ თავი.”


 

პორტუგალია:

– რიკარდო ქუარეშმა გახსნითი მატჩისთვის საკმარისად გამოჯანმრთელებული არ იყო, რომ 90 წუთი ეთამაშა, თუმცა დიდი ალბათობით ის ავსტრიელებთან პირველივე წუთებიდან ითამაშებს. ეს კი სანტუშს 4-3-3-ით თამაშის საშუალებას მისცემს.

– რენატო სანჩესი პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მონაწილეობა ასეთ დიდ ტურნირში მიიღო. ავსტრიასთან ნაჩვენები კარგი თამაშის შემდეგ დიდია შანსი, რომ მანაც სასტარტოდან დაიწყოს თამაში.

– სკამზე დაჯდომა კი ვიეირინას ემუქრება, რომელმაც ისლანდიელთა მიერ გატანილ გოლში მთავარი როლი ითამაშა.

ავსტრია:

– ავსტრიელებს პორტუგალიასთან მატჩში ალექსანდერ დრაგოვიცი დააკლდებათ, რომელიც უნგრეთთან მატჩში მოედნიდან გააძევეს. მას სავარაუდოდ კევინ ვიმერი ჩაანაცვლებს.

– მარკ იანკომ ზურგის ტრავმის მიუხედავად უნგრელებთან თამაში შეძლო, თუმცა ის მეორე ტაიმში შეცვალეს. პორტუგალიელებთან მისი თამაშის საკითხი საეჭვოა.


 

საინტერესო ფაქტები:

– მიმდინარე ტურნირი ორივე გუნდმა არასასიამოვნოდ დაიწყო – ავსტრიამ 0-2 წააგო უნგრეთთან, პორტუგალიამ 1-1 ითამაშა ისლანდიასთან.

– კრიშტიანუ რონალდუ მზადაა პორტუგალიის მაისურით 128-ე მატჩი ჩაატაროს.

– ავსტრიელთა თავკაცი იძულებული გახდა ორი ცვლილება მოეხდინა ძირითადში – დრაგოვიჩი დისკვალიფიცირებულია, იუნუზოვიჩი კი ტრავმირებული.

– ავსტრიელებს პარიზში უკეთესი შედეგები (4 მოგება, 1 ფრე, 7 მარცხი) აქვთ, ვიდრე პორტუგალიელებს (2 მოგება, 3 ფრე, 9 მარცხი).


 

პორტუგალიელთა სავარაუდო შემადგენლობა: რუი პატრისიო; ვიეირინია, კარვალიო, პეპე, გერეირო; ანდრე გომეში, დანილო, ჟოაო მოუტინიო, ქუარესმა; ნანი, რონალდუ;

portugal

ავსტრიელთა სავარაუდო შემადგენლობა: ალმერი; კლაინი, პრიოდლი, ჰინტერეგერი, ფუქსი; ალაბა, ბაუმგარტლინგერი; ჰარნიკი, საბიცერი, არნაუტოვიჩი; იანკო

cats


 

Fanebi.Com-ის პროგნოზი:
პორტუგალია 2-0 ავსტრია

გარი ლინეკერი პეპეს არ ეშვება: “ის გიგანტური *** არის”

გარი ლინეკერმა კიდევ ერთხელ იხმარა უცენზურო სიტყვები სოციალურ მედიაში და ამ სიტყვების ადრესატი კვლავ პორტუგალიისა და მადრიდის “რეალიც” ცენტრალური მცველი, კეპლერ პეპე იყო.

მას შემდეგ, რაც დადი ბოდვარსონი ჩვეულებრივ ორთაბრძოლაში პეპეს შეეჯახა, ის ძირს დაეცა და საპირისპირო შეტევა განახორციელა – განძრახ მიარტყა ფეხი ისლანდიელთა ფეხბურთელს.

მიუხედავად იმისა, რომ პეპე წითელ ბარათს გადაურჩა, მან თავიდან ვერ აიცილა გარი ლინეკერის ლანძღვა: “პეპე გიგანტური *** არის.” – ვკითხულობთ მის ოფიციალურ გვერდზე.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ინგლისელმა პორტუგალიელი მსგავსი სიტყვით აღწერა, აქამდე ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალის დღეს მოხდა, როცა პეპემ მარტივად რომ ვთქვა: ისიმულიანტა.

რონალდუს პორტუგალიამ ისლანდიის დამარცხება ვერ მოახერხა

ახლახან დასრულდა ევრო 2016-ის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ბოლო მატჩი პორტუგალიისა და ისლანდიის ეროვნულ ნაკრებთა შორის. აღნიშნულ მატჩში პორტუგალია აშკარა ფავორიტი იყო, თუმცა 330,000-ანმა ისლანდიამ ყველას გაკვირვება და მათთვის დამაკმაყოფილებელი შედეგის მიღება მოახერხა.

მთელი მატჩის განმავლობაში ბურთს პორტუგალიის ეროვნული ნაკრები ფლობდა და მომენტებსაც ის ქმნიდა, თუმცა მეორე ტაიმში ბიარნასონმა მეტოქეთა უყურადღებობა გამოიყენა და ნაკრებს სანატრელი 1 ქულა მოუტანა.

ევრო-2016
F ჯგუფი
პორტუგალია – ისლანდია 1:1

პორტუგალია: რუი პატრისიო; ვიერინია, კარვალიო, პეპე, გუერეირო; ჟოაო მარიო (ქუარესმა 76′), დანილო, ანდრე გომეში (ედერი 84′); მოუტინიო (რენატო სანჩესი 71′); ნანი, რონალდო.

მთავარი მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში.

უნგრეთი: ჰალდორსონი; სევარსონი, რაგნარ სიგურდსონი, არნასონი, სკულასონი; გუდმანდსონი, გუნარსონი, გილფი სიგურდსონი, ბიარნასონი; სიგტორსონი (ფინბოგასონი 81′), ბიოდვარსონი.

მწვრთნელები: ლარს ლაგერბეკი და ჰეიმირ ჰალგრიმსონი.

გოლი: ნანი 31′ (1-0); ბიარნასონი 50′
გაფრთხილება: ბიოდვარსონი 55′
მთავარი მსაჯი: ჩაკირი

პორტუგალია – ისლანდია: სავარაუდო შემადგენლობები, ფაქტები, სტატისტიკა

პორტუგალია – ისლანდია
შეხვედრის ადგილი: სენტ-ეტიენი; “ჟოფრუა გიშრი”
შეხვედრის დრო: სამშაბათი, 14 ივნისი; 23:00 (მატჩის რეპორტაჟს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირველი არხი შემოგთავაზებთ)
მთავარი არბიტრი: ჯიუნეიტ ჩაქირი (თურქეთი)


დღეს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის F ჯგუფში ერთმანეთს პორტუგალიისა და ისლანდიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ეს მატჩი ამ ჯგუფის და დღის ცენტრალური მატჩი გახლავთ, რომელშიც მეტნაკლებად ერთნაირი დონის გუნდები დაუპირისპირდებიან.

პორტუგალიელები ამ ჩემპიონატს კარგა ხანი ელოდნენ, მათი მთავარი მიზანი 2004 წელს დაშვებული შეცდომების გამოსწორებაა, რისთვისაც ყველაფერს გააკეთებენ. ისლანდიელებისთვის კი ჯგუფიდან გასვლაც საკმაოდ დიდი წარმატება იქნება.


პორტუგალიის ბოლო 5 მატჩი:

14.11.15 ამხ. პორტუგალია ესტონეთი 7:0
26.03.16 ამხ. ინგლისი პორტუგალია 1:0
29.03.16 ამხ. პორტუგალია ნორვეგია 3:0
29.05.16 ამხ. პორტუგალია ბელგია 2:1
04.06.16 ამხ. პორტუგალია ბულგარეთი 0:1

ისლანდიის ბოლო 5 მატჩი:

14.11.15 ამხ. ისლანდია ლიხტენშტეინი 4:0
26.03.16 ამხ. ნორვეგია ისლანდია 3:2
29.03.16 ამხ. საბერძნეთი ისლანდია 2:3
29.05.16 ამხ. დანია ისლანდია 2:1
04.06.16 ამხ. აშშ ისლანდია 3:2

ურთიერთშეხვედრები (ბოლო 5 მატჩი)

08.10.11 – ამხანაგური მატჩი: პორტუგალია 5:3 ისლანდია
12.10.10 – ამხანაგური მატჩი: ისლანდია 1:3 პორტუგალია


1

ფერნანდუ სანტუში: “ფეხბურთელები მოუთმენლად ელიან ამ მატჩის დაწყებას. არც არის საჭირო იმის თქმა, რომ გვინდა კარგი ჩემპიონატი ჩავატაროთ, ჩვენი მიზანი კვლავ არ შეცვლილა. ყოველ მატჩში მოსაგებად გავალთ.

ისლანდია მხოლოდ ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელების ნაკრები არ არის. ისინი ძლიერები არიან და ამასთანავე ტაქტიკურად კარგად ორგანიზებულები. მათ იციან, თუ როგორ უნდა ითმაშონ ისევე როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა მატჩი მოიგონ, ამისათვის მათ ყველაფერი აქვთ.”

ლარს ლაგერბეკი: ” ყველამ იცის, რომ რონალდუ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მართალია, რომ ჩვენ მთლიან გუნდს უნდა ვეთამაშოთ, თუმცა კრიშტიანუს გასათიშად ყველაფერს გავაკეთებთ.”

ჰეიმირ ჰალგრიმსონი: “ვფიქრობ, რომ მათ ფსიქოლოგიურად უკვე იციან, თუ როგორ უნდა გვეთამაშონ. მოსამზადებლად მათ ნორვეგია და ესტონეთი აირჩიეს, რადგანაც ორივე მათგანი ჩვენ სტილში თამაშობს. ისინი თავდაჯერებულები გამოვლენ მოედანზე. ამასთანავე ეს გუნდი მხოლოდ ერთი სტილით არ თამაშობს, ამიტომაც მათთან თავის დაცვა ყოველთვის რთულია.”


> პორტუგალია:

– რამოდენიმე პოზიციაზე სანტუშის გუნდში კონკურენცია ძალიან მაღალია, ამიტომაც დიდი შანსია, რომ შეტევაში პორტუგალიელებმა ეფექტურად იმოქმედონ.

– დაცვაში ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ძირითადში გარანტირებული აქვს ადგილი კეპლერ პეპეა. კარვალიოს, ალვეშის, სედრიკისა და გერეიროს ბედი ჯერ არ გადაწყვეტილა.

– ასეთივე სიტუაციაა ნახევარდაცვაში, სადაც ჟოაო მარიო, ანდრე გომეში, ვილიამ კარვალიო, რენატო სანჩესი და ადრიენ სილვა ძირითადში მოხვედრისთვის იბრძვიან. დანილოსა და მოუტინიოს მეტნაკლებლად გარანტირებული აქვთ ადგილი სასტარტოში.

ისლანდია:

– ისლანდიელებს საკმაოდ კარგად ორგანიზებული გუნდი ყავთ, რომლითაც 4-4-2 ფორმაციას ქმნიან. სიგურდსონი ამ ტაქტიკაში უფრო სიღრმისეულად თამაშობს, ვიდრე ამას საკლუბო დონეზე აკეთებდა.

– მარცხენა ფლანგზე სავარაუდოდ არნორ ტრაუსტასონი ითამაშებს, მარჯვე ფრთას კი იოჰან ბერგ გუდმუნდსონი დაისაკუთრებს.

– კოლბეინ სიგტორსონი და ალფრედ ფაინბოგასონი სავარაუდოდ თამაშს ძირითადიდან დაიწყებენ, ვეტერანი აიდურ გუდჯონსენი კი სათადარიგოთა სკამზე მოკალათდება.


> საინტერესო ფაქტები:

– პორტუგალიისა და ისლანდიის მატჩი ისტორიაში მესამე დაპირისპირება იქნება ამ გუნდებს შორის.

– პორტუგალიელებმა ორივე მატჩი მოიგეს, ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

– კრიშტიანუ რონალდუ ნაკრების მაისურით 127-ე გამარჯვების მოპოვებას აპირებს, რითიც ის ლუიშ ფიგუს რეკორდს გაუთანაბრდება.

– ასეთ დიდ ტურნირზე ისლანდიას აქამდე არასდროს უასპარეზია.

– ისლანდია ყველაზე პატარა ქვეყანაა, რომელიც ასეთ დიდ ტურნირზე მონაწილეობს (მოსახლეობა – 330,000).


> პორტუგალიელთა სავარაუდო შემადგენლობა: რუი პატრისიო; ვიეირინა, პეპე, რაფაელ გერეირო; ჟოაო მარიო, დანილო, ჟოაო მოუტინიო, ადრიენ სილვა; ნანი, კრიშტიანუ რონალდუ.

cats

ისლანდიელთა სავარაუდო შემადგენლობა: ჰალდორსონი; სევარსონი, რ სიგურდსონი, არნასონი, სკულასონი; გუდმუნდსონი, გ სიგურდსონი, გუნარსონი, ბიარნასონი; გიტორსონი, ფინბოგასონი.

cats


Fanebi.Com-ის პროგნოზი:
პორტუგალია 1-0 ისლანდია

მარადონა: “მესის ლიდერის თვისებები არ გააჩნია”

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, დიეგო მარადონამ ლეო მესიზე საუბრისას აღნიშნა, რომ მას ლიდერის ფუნქციები აკლია. ამის შემდეგ კი მან კრიშტიანუ რონალდუ შეაქო, რომელიც სულ მალე ჩაერთვება ევროპის ჩემპიონატში.

“მესის კარგად ვიცნობ. ის კარგი პიროვნება, მაგრამ მას ინდივიდუალურობა აკლია. მას არ გააჩნია ლიდერის თვისებები.”

მარადონამ ევრო 2016-ზეც ისაუბრა: “არის რამოდენიმე ფეხბურთელი, რომელსაც ამ ტურნირზე დავაკვირდები. ედენ აზარი, კევინ დე ბრუინი, უეინ რუნი, ანდრეს ინიესტა … ისინი ფეხბურთელთა იმ ჯგუფს მიეკუთვნებიან, რომელთა თამაშის ყურებაც სიამოვნებას განიჭებს.

ფავორიტები? ფეხბურთში სუსტი მეტოქე არ არსებობს. ერთ მატჩში ყველას შეუძლია სენსაციის გამოცხობა. ვხედავ, რომ ბევრი გუნდი პროგრესირებს, თუმცა ყველაფერს ბურთი გადაწყვეს. ამის ნათელი მაგალითი კი ინგლისის ნაკრებია.

კრიშტიანუ ყველანაირი ეჭვის გარეშე ვარსკვლავი იქნება. ის ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთა შორის, რომელთაც გუნდის ფინალში გაყვანა შეუძლიათ. ყველას ვისაც ფეხბურთი უყვარს, მოსწონს კრიშტიანუც.

ზეწოლა? არ ვფიქრობ, რომ ასეთი გამოცდილების მქონე ფეხბურთელი რაიმე განსაკუთრებულ ზეწოლას გრძნობდეს. ზეწოლაზე იმათმა უნდა ინერვიულონ, ვისაც მატჩში მის წინააღმდეგ მოუწევს თამაში.”

კრიშტიანუ რონალდუმ ბედზე, ბავშვობასა და პორტუგალიაზე ისაუბრა

კრიშტიანუ რონალდუმ UEFA.com-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ის ყოველთვის გრძნობდა, რომ მომავალში ფეხბურთელი უნდა გამოსულიყო – და საკუთარი პროგნოზიც გაგვანდო იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გახდება ევროპის მომავალი ჩემპიონი.


ბავშვობაზე …

“ჩემი ბიძაშვილები ფეხბურთს ხშირად თამაშობდნენ, მე კი ყოველთვის ვუყურებდი მათ. ვთამაშობდი სამეზობლოში, სკოლაშიც. მადეირაში ვცხოვრობდი, სანამ დაახლოებით 11 წლის ვიყავი, შემდეგ კი დიდ ქალაქში გადავედი. საერთო ჯამში კარგი ბავშვობა მქონდა – ბავშვობა ნორმალური ბავშვისა, რომელიც ლისაბონში 11 წლის ასაკში გადავიდა და ცდილობდა, რომ ფეხბურთში რამესთვის მიეღწია.

ჩემმა მშობლებმა მადეირას დატოვების უფლება საკმაოდ ადრეულ ასაკში მომცეს; ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, შეიძლება, რომ ეს ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო, რომელიც მათ მიიღეს და პრინციპში მეც.

თუმცა ეფექტი პოზიტიური იყო, რამეთუ მაშინვე შევუერთდი ახალგაზრდულ გუნდებს, რომლებშიც ჩემზე უფროსები თამაშობდნენ. “სპორტინგის” მეორე გუნდთან ერთად დავიწყე ვარჯიში, როცა 15-ის ვიყავი. 16 წლის ასაკში კი უკვე პირველ გუნდთან ვვარჯიშობდი. ყველაფერი სწრაფად მოხდა. რა თქმა უდნა ჩემი თავი უკვე უმიზნებდა პროფესიონალურ კარიერას.


ბედ-იღბალზე …

როდესაც პატარაობაში თამაშებს ვუყურებდი, ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთ დღეს მეც იქ ვიქნებოდი. რთულია ამის ახსნა, მაგრამ ეს მე მოტივაციას მაძლევდა. მაძლევდა უფლებას მეთამაშა ქუჩაში და მეთქვა : “ერთ დღეს მე მოთამაშე გავხდები. 100 პროცენტით გავხდები.”

ლუიშ ფიგუ, რუი კოშტა და ფერნანდო კოუტო ჩემი ბავშვობის გმირები იყვნენ, მე კი ვიზრდებოდი. ნათელია, რომ მე მათზე ვიყავი კონცენტრირებული, მაგრამ ვიცოდი სადაც მივდიოდი : “მივდიოდი მათ გვერდით სათამაშოდ.

ხშირად ვუყურებდი ცნობილი გუნდების თამაშებსაც – “მანჩესტერ იუნაიტედი”, “რეალ მადრიდი”, “ვალენსია” თუ “მილანი”. ვიცოდი, რომ პროფესიონალი გავხდებოდი.”


სანაკრებო დებიუტზე …

ის კვირა ჩემ ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რადგანაც “მანჩესტერ იუნაიტედში” ჩემი დებიუტი შედგა – ფეხბურთის ისტორიის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში – შემდეგ კი იყო სანაკრებო დებიუტიც. “იუნაიტედის” მაისურით პირველი მატჩი “ბოლტონთან” ვითამაშე [2003 წლის 16 აგვისტო] და იმავე კვირას შედგა სანაკრებო დებიუტიც [ ყაზახეთთან, 2003 წლის 20 აგვისტოს]. ყველაფერი სწრაფად მოხდა. ეს ჩემი ცხოვრების მაგიური მომენტი იყო.


საბერძნეთთან წაგებულ ფინალზე …

ძალიან რთული მომენტი იყო, რადგანაც წავაგეთ მატჩი, თანაც პორტუგალიაში. დავმარცხდით ბერძნებთან – არადა ვიცოდით, რომ ჩემპიონობის შესანიშნავი შანსი გვქონდა.

მაგრამ ესეც ფეხბურთის ნაწილია, ფეხბურთმა ბევრი რამ მასწავლა: არაფერი არ არის გარანტირებული. ის, რაც დღეს სიმართლეა, შესაძლოა ხვალ ფარსი აღმოჩნდეს. შესაძლოა გუნდი დღეს ბრწყინვალედ თამაშობდეს, მომდევნო დღეს კი საშინლად.

ასე რომ, ესეც ფეხბურთის ნაწილია. ეს მოხდა, მხოლოდ იმიტომ რომ ღმერთს ასე უნდოდა. მომავალზე უნდა ვიფიქროთ: იმაზე, რომ მომავალი იქნება წარმატებებით აღსავსე.


ევროპის ჩემპიონატთან არსებულ ურთიერთობებზე …

საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს. ევროპის ჩემპიონატი და მსოფლიო ჩემპიონატი ყოველთვის განსხვავებული, გამორჩეული ტურნირებია. საფინალო ეტაპები კი ყოველთვის ლამაზია, დაუვიწყარი მომენტებით აღსავსე.

ეს კიდევ ერთი ევროპის ჩემპიონატი იქნება ჩემს CV-ში. რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, რომ ამ ტურნირზე მიწევს მონაწილეობის მიღებას. ვფიქრობ, რომ კარგ ფორმაში ვართ. საკვალიფიკაციო ეტაპზე შესანიშნავად გამოვიყურებოდით.

“სამეფო კარის თამაშების” მსახიობის მიმართვა რონალდუს: “გულს დაგიმსხვრევ!”

ალბათ ყველასათვის ცნობილია ის ფაქტი, რომ საფეხბურტო კარიერის მანძილზე კრიშტიანუ რონალდუმ ძალიან ბევრი მტერი გაჩინია … თუმცა არც ერთი მათგანი არ არის ისეთი საზარელი, როგორიც “სამეფო კარის თამაშების” “მთაა”.

ორი მეტრი სიმაღლის მქონე გოლიათი, სახელად ჰაფთორ ბიორნსონი კრიშტიანუ რონალდუს პირდება, რომ “გულს დაუმსხვრევს” იმ შემთხვევაში, თუკი “რეალის” სუპერვარსკვლავი ევრო 2016-ის პირველ მატჩში ისლანდიას გოლს გაუტანს.