აგენტი: “ლოგიკურია, რომ ლუკას პერესი “არსენალში” ბედნიერი არაა”

ლუკას პერესი ლონდონის “არსენალში” ლა კორუნიის “დეპორტივოდან” გასულ ზაფხულში გადავიდა. ოცდარვა წლის ესპანელმა თავდამსხმელმა “მეთოფეთა” რიგებში ყველა ტურნირზე ჩვიდმეტი თამაშში ჩაატარა, სადაც  რვა გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემაც გააკეთა. ლუკასი ყოველ 133 წუთში არხევს მეტოქის კარის ბადეს. მიუხედავად შედეგიანობისა, არსენ ვენგერი მაინც არ აძლევს პერესს საკმარის სათამაშო დროს.

აღნიშნული პრობლემის შესახებ ისაუბრა ესპანელის სპორტსმენის აგენტმა, კრის უეთლიმ.

“ლუკასს “არსენალთან” ცოტა ხნის წინ გაფორმებული კონტრაქტი აქვს და მოლაპარაკებებს, რა თქმა უნდა, არცერთ გუნდთან არ ვაწარმოებთ. ის, რომ პერესს “მილანის” მესვეურები დაუკავშირდნენ , სიმართლეს არ შეესაბამება.”

“მას საკმარისი სთამაშო დრო არ აქვს და თავს ბედნიერად ვერ გრძნობს. სწორედ ამიტომაა ის თავისი საქმის პროფესიონალი. უნდა, რომ პრაქტიკა ჰქონდეს და მუდმივად პროგრესირდეს. ლუკასს სურს, რომ ესპანეთის ნაკრებს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დაეხმაროს. ამ სიტუაციიდან გამომდინარე კი, ჩემი კლიენტის ეროვნულ გუნდში ასპარეზობის შანსი მცირდება,” – განაცხადა ლუკასის აგენტმა.

არსენ ვენგერი: რაც არ უნდა მოხდეს, მომავალ სეზონში მაინც გავაგრძელებ სამწვრთნელო საქმიანობას”

არ წყდება საუბარი ლონდონის “არსენალიდან” მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის წასვლაზე. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “ბაიერნთან” განადგურების შემდეგ, ამ ხმებმა კიდევ უფრო იმძლავრა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფრანგმა სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა.

“რაც არ უნდა მოხდეს, მომავალ სეზონში მაინც გავაგრძელებ სამწვრთნელო საქმიანობას. არ ვიცი, სად იქნება ეს, თუმცა საყვარელი საქმის კეთების შეწყვეტას ჯერ არ ვაპირებ. მნიშვნელოვანია, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ ყველაფერი გაანალიზოს და გადაწყვეტილება ისე მიიღოს.”

“აქ ყოფნის დროს ძალიან ბევრი შემოთავაზება მქონდა. თუმცა, პრიორიტეტი მუდამ “არსენალი” იყო. ვფიქრობდი კლუბის მომავალზე და მის აქტიურ განვითარებაზე. ბედნიერი, ვარ რომ ახლა სუფთა ხელები მაქვს, რადგან ჩემი მიზანი მხოლოდ “არსენალის” წარმატება იყო.”

“კრიტიკა გასაგებია. მე საზოგადოებრივ სამსახურში ვარ და ხალხს ყოველთვის ექნება სხვადასხვა აზრი.”

“არ ვიცი, რა იქნება მომავალში. ჩემი მომავალი არაა მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ “არსენალმა” წარმატებას მიაღწიოს. ახლა მხოლოდ ამაზე ვფიქრობ და ასე იქნება, სანამ ამ თანამდებობაზე ვარ,” – აცხადებს ვენგერი.

ვენგერი: “ოზილი საკმარისად თავდაჯერებული არაა”

ლონდონის “არსენალის” ერთ-ერთი ლიდერი, მესუთ ოზილი დიდი რაოდენობის გოლს ისევ ვერ იტანს. გერმანელმა ფლეიმეიკერმა მეტოქის კარის აღება ბოლოს 10 დეკემბერს შეძლო. ეს ფაქტი არ მოსწონს “მეთოფეთა” მთავარ მწვრთნელს, არსენ ვენგერს, რომელიც თვლის, რომ 28 წლის შეგირდს ბოლო ფაზაში თავდაჯერებულობა აკლია.

“დროა, მესუთმა ისევ გაიტანოს. მან პრემიერ ლიგის ბოლო შეხვედრებშ ბევრი შანსი ვერ გამოიყენა. რეალურად, მას ექმნება მომენტები, თუმცა ბოლო ფაზაში სათანადოდ ვერ მოქმედებს. ჩემი აზრით, გერმანელს თავდაჯერებულობა აკლია. ეს მისთვის, როგორც გუნდის ლიდერისთვის, დაუშვებელია.”

“იმედია, მესუთი მის შესაძლებლობებში მალე დარწმუნდება. სწორედ ეს აკლდა მას ბოლო ტურის შეხვედრაში, “ჰალ სიტის” წინააღმდეგ. იმედი მაქვს, ეს აღარ განმეორდება,” – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

პედრო: “არც ისე მარტივ სიტუაციაში ვართ”

ლონდონის “ჩელსიმ” პრემიერ ლიგის 25-ე ტურის შეხვედრა “ბარნლის” წინააღმდეგ ჩაატარა და ფრე – 1-1 ითამაშა. პედროს გოლს ბრედიმ უპასუხა. შედეგად, ლონდონელებსა და მეორეადგილოსან “ტოტენჰემს” შორის სხვაობა 12-ის ნაცვლად 10 ქულაა. ამას ემატება ისიც, რომ “მანჩესტერ სიტიმ” თუ მისი მატჩი “ბორნმუთის” წინააღმდეგ მოიგო, იგი “სპუსრების” პოზიციას დაიკავებს და “არისტოკრატებს” 8 ქულით ჩამორჩება.

ანტონიო კონტეს ერთ-ერთმა შეგირდმა, პედრო როდრიგესმა ვერმოგებული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ვიცით, რომ დიდი უპირატესობა გვაქვს, თუმცა ეს ტურინირი ძალიან რთულია. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ქულები არ დავკარგოთ და მეტოქეებს შორის სხვაობა არ შევამციროთ. აქ ძლიერი გუნდები თამაშობენ, რომლებიც ფეხის დაცდენას არ გაპატიებენ. შესაბამისად, არც ისე მარტივ სიტუაციაში ვართ.”

“თუნდაც უკვე ზეგ, “მანჩესტერ სიტი” შესაძლოა, მოგვიახლოვდეს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს “ლივერპული”, “არსენალი”, “ლივერპული” და “მანჩესტერ იუნაიტედი”.”

“ახლა მთლიანად სათასო შეხვედრაზე უნდა გადავერთოთ. შეცდომის დაშვების უფლება არსად არ გვაქვს,” – განაცხადა პედრომ.

პრემიერ ლიგა: 24-ე ტურის სიმბოლური გუნდი (ფოტო)

დასრულდა პრემიერ ლიგის 24-ე ტური. მოიგო ლიდერმა “ჩელსიმ”, რომელმაც საკუთარ მოედანზე “არსენალი” დაამარცხა. გამარჯვება მოიპოვა ორივე მანჩესტერულმა გრანდმა. “სიტიმ” ორი ბურთი გაიატანა და ორივე მათგანი ბრაზილიელი ახალგაზრდა ახალწვეულის, გაბრიელ ჟესუსის ანგარიშზეა. ისევ ვერ იგებენ კლოპის ბიჭები. “ლივერპულმა” სტუმრად “ჰალთან” უშანსოდ წააგო. შარშანდელი ჩემპიონი – “ლესტერი” წარუმატებელ სერიას განაგრძობს.

Goal.Com-ი აღნიშნული ტურის  სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს.

მანონე, ალონსო, რანოკია, მაგუაირი, მხითარიანი, ბარკლი, სიგურდსონი, ჟესუსი, ლუკაკუ, კინგი.

 

 

 

“ტოტენჰემმა” “მიდლსბროს” მინიმალური ანგარიშით მოუგო (ვიდეო)

4 თებერვალს პრემიერ ლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში ერთმანეთს ლონდონის “ტოტენჰემი” და “მდლსბრო” დაუპირისპირდნენ.

მატჩი ლონდონელების უპირატესობით წარიმართა, თუმცა მათ მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხეს. მისი ავტორი 58-ე წუთზე ჰარი კეინი გახდა. მან თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან შეარხია ვიქტორ ვალდესის კარის ბადე და გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულ მოუტანა.

“სპურსები” 24 ტურის შემდეგ 50 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფებიან, და ლიდერ “ჩელსის” მთელი 9 ქულით ჩამორჩებიან. რაც შეეხება აიტორ კარანკას გუნდს, “მიდლსბროს” 21 ქულა აქვს და მე-15 პოზიციაზეა.

იხილეთ ჰარი კეინის გოლი

 

მხითარიანი: “პოგბა აუცილებლად დაამტკიცებს, რომ ნამდვილად ღირდა მასში გადახდილი თანხა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” სომეხმა ნახევარმცველმა, ჰერიხ მხითარიანმა ჟურნალისტებთან საკუთარ თანაგუდნელზე, პოლ პოგბაზე ისაუბრა.

“პოლს განუსაზღვრელი პოტენციალი აქვს. გუნდთან მისი ადაპტაციის პროცესი ცოტა რთულად მიდის, რადგან ის მხოლოდ 23 წლისაა. შესაძლოა, პოგბა ფიქრობს, რომ  იმაზე მეტის გაკეთებაა საჭირო, ვიდრე ახლა აკეთებს. დაწმუნებული ვარ, იგი დიდი მონდომებით, მოურინიოს დახმარებით, ყველაფერს შეძლებს და მის პოტენციალს ბოლომდე გამოავლენს.”

“პოგბასგან ხალხი უკვე ელის საოცარ თამაშს, ელეგანტურ მოძრაობებსა და ეფექტურ ფინტებს, თუმცა მათ უნდა ახსოვდეთ, რომ პოლი ჩვეულებრივი ადამიანია და მასაც აქვს რთული პერიოდები. მით უმეტეს, მაშინ, როცა ის “მანჩესტერში” ახალი გადმოსულია.”

“დარწმუნებული ვარ, ის მალე დაამტკიცებს, რომ ასეთი რაოდენობის თანხა მასში ტყუილად არ გადაუხდიათ,” – განაცხადა სომეხმა.

კონტე: “ეს ჩვენი საუკეთესო გამოსვლა არ იყო, თუმცა გამარჯვება მნიშვნელოვანია”

ინგლისის პრემიერლიგის 24-ე ტურის ცენტრალური მატჩი “სტემფორდ ბრიჯზე” გაიმართა, სადაც ლონდონის “ჩელსიმ” თანაქალაქელი “არსენალი” მიიღო. შეხვედრა “ლურჯების” გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. ალონსოს, აზარისა და ფაბგრეგასის გოლებს ოლივიე ჟირუმ უპასუხა. ამ გამარჯვებით “არისტოკრატებმა” ძალიან დიდი (12-ქულიანი) უპირატესობა მოიპოვეს მეორეადგილოსან “ტოტენჰენთან” (თუმცა, “სპურსებს” ერთით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული).

დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებს “ჩელსის” მწვრთნელი, ანტონიო კონტე ესაუბრა.

“ეს არ იყო ჩვენი საუეკეთესო გამოსვლა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ.”

“კიდევე ერთხელ ვიმეორებ, ჯერ ტურნირი არ დასრულებულა და, შესაბამისად, არაფერი მოგვიგია. ძალიან ბევრი რამე შესაძლებელია, მოხდეს. არ უნდა ავყვეთ ემოციებს და, მხოლოდ და მხოლოდ, კონკრეტულ შეხვედრაზე ვკონცენტრირდეთ,” – აცხადებს ანტონიო კონტე.

ახალი ტენდენცია: ტოპ კლუბები ზამთრის სატრანსფერო ფანჯარას აიგნორებენ

საიდუმლო არავისთვისაა: ყველას უყვარს, როდესაც სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბები განსაკუთრებულად აქტიურობენ. ყველას იმის იმედი აქვს, რომ დიდი კლუბები ბევრ ფულს დახარჯევენ და საინტერესო, მოულოდნელ ტრანსფერებსაც შემოგვთავაზებენ. ყველა მოუთმენლად ელის “დედლაინის დღეს”, როდესაც გუნდები კარის მოჯახუნებას ცდილობენ – ყველას უყვარს ფულის თვლა.

მაგრამ წელს ყველაფერი სხვაგვარად იყო, შეიძლება ითქვას, რომ სატრანსფერო ფანჯარამ მშვიდად და უხმაუროდ ჩაიარა. არც “დედლაინის დღე” იყო გამორჩეული – ბოლო დღის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი “საუთჰემპტონის” მიერ მანოლო გაბიადინის 17 მილიონად შესყიდვა იყო. ყველაფრის მიუხედავად, უნდა ავღნიშნოთ, რომ ეს ყოველივე სავსებით ლოგიკურიც იყო.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სატრანსფერო ბაზრის ბოსმა, პრემიერ ლიგამაც პლუსებში დაასრულა ვაჭრობა: პრემიერ ლიგის კლუბებმა 40 მილიონით მეტი მიიღეს, ვიდრე დახარჯეს (გასულ წელს კი ბალანსი ნეგატიური იყო: -100 მილიონი).

თავად ის ფაქტი, რომ “ჩელსის”, “მანჩესტერ იუნაიტედს”, “მანჩესტერ სიტის”, “ლივერპულისა” და “ტოტენჰემის” ხელმძღვანელებს ერთი ცენტიც არ გადაუხდიათ ახალ ფეხბურთელებში, ყველაფერზე მეტყველებს. დიდ კლუბთაგან თავი “არსენალმა” გამოიჩინა, რომელმაც 40 000 ფუნტად მარცხენა მცველი, კოჰენ ბრამალა დაიმატა მეშვიდე დივიზიონიდან.

ეს ყველაფერი კი ადრე გამოთქმულ ერთ ჰიპოთეზას ამტკიცებს: რაც უფრო მეტი დრო გადის, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა უფრო და უფრო უსარგებლო ხდება.

დიდი კლუბები, რომლებიც თავს ორგანიზებულად თვლიან, ზამთარშივე აყალიბებენ ისეთ შემადგენლობას, რომელმაც სეზონის ბოლომდე უნდა გაამართლოს და არავინ გეგმავს წარმატების მიღწევას იანვრის სატრანსფერო ფანჯრის ხარჯზე.

696029

პირველ რიგში, ზამთარში კლუბები ძლიერი ფეხბურთელის სანაცვლოდ გაცილებით დიდ თანხას ითხოვენ, რათა დანაკარგი აანაზღაურონ. ამასთანავე, ზამთარში გადაბირებულ ფეხბურთელს საკმაოდ ცოტა დრო აქვს ადაპტაციისათვის.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ეს ნაკლოვანებები კარგა ხნის წინ შენიშნეს “რეალისა” და “ბარსელონას” ბოსებმა და ამ პერიოდში აქტიურობა მინიმუმამდე დაიყვანეს.

ზამთარში განხორციელებული 6 ყველაზე დიდი ტრანსფერის ბედი ასე გამოიყურება: ტორესი (“ჩელსი”, უკვე დატოვა გუნდი), ქეროლი (“ლივერპული”, დატოვა გუნდი), ჯეკი (“მანჩესტერ სიტი”, დატოვა გუნდი), ბონი (“მანჩესტერ სიტი”, დატოვა გუნდი, კუადრადო (“ჩელსი”, დატოვა გუნდი), ჰუნტელაარი (“რეალი”, დატოვა გუნდი).

4 ფეხბურთელი ჩინეთში გადავიდა: ოსკარი, ალექს ტეიშირა, ჯექსონ მარტინესი და რამირესი.

სამმა ასე თუ ისე, გაამართლა: მატა (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ლუკასი (“პსჟ”), შურლე (“ვოლფსბურგი”).

და მხოლოდ ერთი წავიდა ამ მოსაზრების წინააღმდეგ – ლუის სუარესი (“ლივერპული”).

სულ ესაა.

კარაგერი: “ლივერპულს” ჩემპიონობის ძალიან მცირე შანსი დარჩა”

მერსესაიდის “ლივერპულმა” იანვარში, პრემიერ ლიგის ვერცერთი შეხვედრა ვერ მოიგო. ამჟამად, კლოპის შეგირდებს 23 ტურის შემდეგ 46 ქულა აქვთ და მე-4 ადგილზე იმყოფებიან.

მერსესაიდული კლუბის ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯიმი კარაგერმა “ლივერპულის” შანსებზე ისაუბრა.

“ვფიქრობდი, რომ ისინი “ჩელსის” დაამარცხებდნენ და ამით ტიტულის მოგების რეალურ  შანსს დაიტოვებდნენ. თუმცა, სამწუხაროდ ასე არ მოხდა. კონტეს ბიჭები კიდევ უფრო წინ გაიჭრნენ. ახლა მათი დაწევა ნებისმიერი გუნდისთვის რთული იქნება.”

“ლივერპული”, ალბათ, ტიტულს ვეღარ მოიგებს. ახლა სანერვიულო ისაა, დარჩება თუ არა ეს კლუბი საუკეთესო ოთხ გუნდში.”

“ჩელსის” უფრო ძლიერი და ერთიანი გუნდი ჰყავს, ვიდრე “ლივერპულს”. მათ იყიდეს ბატჩუაი, რომელშიც 30 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. ამ ფასის ფეხბურთელს ჯერ თამაშმა არც მოუწია. ასევე, მოიყვანეს სესკ ფაბრეგასი. ეს კოლექტივი ძალიან შეკრულია, რაც წარმატების განმაპირობებელი ფაქტორია,” – აცხადებს კარაგერი.

აზარი: “ეს ორი გუნდი ჩვენი მთავარი მეტოქეა”

ლონდონის “ჩელსი” შესანიშნავ სეზონს ატარებს. ანტონიო კონტეს გუნდი 23 ტურის შემდეგ პრემირ ლიგას 56 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსანს მთელი ცხრა ქულით უსწრებს.

გუნდის ერთ-ერმა ლიდერმა, ედენ აზარმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის ტიტულში მათი მთავარი შემცილებლები, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “არსენალი” არიან.

“ვფიქრობ, ჩვენს მთავარ მეტოქეებს “მანჩესტერი” და “არსენალი” წარმოადგენენ.”

“მართალია, მოურინიოს გუნდმა პირველ ნახევარში ბევრი ქულა დაკარგა, თუმცა ახლა “წითელი ეშმაკები” შესანიშნავად გამოიყურებიან. მათ ბოლო შეხვედრები კარგად ჩაატარეს და ვფიქრობ, ამ ტემპს შეინარჩუნებენ.”

“იმედია, ისინი მეორე ან მესამე აგდილზე მაღლა არ დაამთავრებენ ასპარეზობას.”

“ტოტენჰემიც” კარგი გუნდია. ისინი ხომ ახლა მეორე პოზიციაზე იმყოფებიან. თუმცა “მანჩესტერი” და “არსენალი” უფრო გამოცდილები არიან. ეს ჩემი აზრია, შესაძლოა, ვცდები,” – აცხადებს ედენი.

 

 

კარიკატურა: მოურინიო “მანჩესტერის” საკვანძო ფიგურაა? მაშინ, გვარდიოლა მას ასე გაანადგურებს (ფოტო)

ცოტა ხნის წინ “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ გუნდის წარმატების საკვანძო ფიგურა სწორედ ისაა.

კრიზისში მყოფი გვარდიოლა, ომარ მომანის აზრით, ასე იქცევა