როგორც იცით, საფრანგეთში სტარტი აიღო ევროპის 2016 წლის ჩემპიონატმა. ამიტომაც უსაფრთხოების ზომებს სამართალდამცავები განსაკუთრებულად იცავენ, თუმცა ინგლისელმა ფანებმა მაინც არიეს ყველაფერი …
ჭდე: ინგლისი
რუნი: „პორტუგალიასთან გაგვიჭირდა“
ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა უიენ რუნიმ პორტუგალიასთან ანგარიშით 1:0 მოგებული ამხანაგური მატჩი შეაფასა.
„ეს მატჩი მოვიგეთ, თუმცა გაგვიჭირდა. მეტოქე ათი კაცით თამაშობდა, ასე ხდება. დღეს უკეთესად გამოვიყურებოდით.
ვიცით, უფრო კარგად უნდა ვთამაშობდეთ. ეს კარგი ნიშანია: არც ისე კარგად გვითამაშია, თუმცა მოგება მაინც მოვახერხეთ.
ჰოჯსონი სამი თავდამსხმელის სქემაზე მუშაობს. შემადგენლობაში 23 კაცი გვყავს, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.
მზად ვართ. საუკეთესო ფორმაში არ ვართ, მაგრამ სამი შეხვედრა მაინც მოვიგეთ“, – ციტირებს რუნის BBC.
ჰოჯსონი პორტუგალიასთან მოგებით კმაყოფილი დარჩა
ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი პორტუგალიასთან ანგარიშით 1:0 მოგებული ამხანაგური მატჩით კმაყოფილი დარჩა.
„არ ვარ მზად იმის სათქმელად, რომ კარგად არ ვითამაშეთ. კარგად ვმოქმედებდით, მთელი მატჩის განმავლობაში სიმშვიდე გამოვიჩინეთ. უკეთესი იქნებოდა, 11 კაცის წინააღმდეგ რომ გვეთამაშა, რადგან ათ ფეხბურთელთან თამაში უფრო მძიმეა.
თუმცა, კმაყოფილი ვარ, რომ სამი მატჩი მოვიგეთ და დღეს არ გავუშვით. დებატების მოსაწყობად მზად არ ვარ. ყველა ფეხბურთელის აკრგად მოქმედება გვჭირდება. ყოველ მატჩში ვიღაც ნამდვილად კარგად მოქმედებს, ვიღაცის გასაკვირიკებლად მზად არ ვარ. მძიმე მწვრთნელი ვიქნები, თუ სამი მოგებით უკმაყოფილო დავრჩები.
ავირჩე თუ არა სასტარტო შემადგენლობა? ეს ძნელია, ყველაფერი მატჩის წინ გაირკვევა. მხიარია, რომ 16-17 ფეხბურთელი გვეყოლება და მათი იმედი გვექნება“, – ციტირებს ჯოჰსონს BBC.
ინგლისი – ავსტრალია: რეშფორდი სასტარტოშია
როი ჰოჯსონის მიერ მიღებული გადაწყვეტილების წყალობით, ავსტრალიის ეროვნულ ნაკრებთან გასამართ მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედის” აღმოჩენის, მარკუს რეშფორდის დებიუტი შედგება.
“მანჩესტერელთა” ახალგაზრდა ფეხბურთელს ადამ ლალანასა და რაჰიმ სტერლინგის გვერდით მოუწევს თამაში, რაც ევრო 2016-ისთვის მოსამზადებელი პროცესის ერთ-ერთი ეტაპი გახლავთ.
ნახევარდაცვაში ჯეკ უილშეარს დენი დრინქვოთერიც შეუერთდება, რომელმაც თავი “მელიებში” ყოფნისას გამოიჩინა.ნახევარდაცვას გაამაგრებს “ლივერპულელი” ჯორდან ჰენდერსონიც.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჰოჯსონმა პრემიერ ლიგის ორი საუკეთესო ბომბარდირის, ჯეიმი ვარდისა და ჰარი კეინის დასვენება გადაწყვიტა.
ინგლისი: ფორსტერი; კლაინი, სმოლინგი, სტოუნზი, ბერტრანდი; ჰენდერსონი, დრინქვოთერი, უილშეარი; ლალანა, რეშფორდი, სტერლინგი.
ავსტრალია: რაიანი, რისდონი, რაითი, მილიგანი, სმიტი; მოი, იედინაკი, ლუონგო; როგიჩი; კრუზე, მაკლარენი.
სტარიჯმა ტრავმა მიიღო, შესაძლოა მას ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება მოუწიოს
დანიელ სტარიჯი ევრო 2016-ის გამოტოვების საფრთხის წინაშე დგას. “მანჩესტერის” თინეიჯერი შემტევი, მარკუს რეშფორდი კი მზადაა ეს შანსი გამოიყენოს და “ლივერპულის” შემტევი ჩაანაცვლოს.
დანიელ სტარიჯმა ვარჯიშისას წვივის უკანა ნაწილი დაიზიანა, რის გამოც ის პარასკევს, ავსტრალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გასამართ ამხანაგურ მატჩს გამოტოვებს.
იმ შემთხვევაში, თუ სტარიჯის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდება, მაშინ დიდი ალბათობით მისი ჩანაცვლება მარკუს რეშფორდს მოუწევს, რომელიც როი ჰოჯსონმა 23-კაციან განაცხადში შეიყვანა.
პრემიერ ლიგის ჩემპიონისთვის განკუთვნილმა ახალმა ლოგომ ფანების უკმაყოფილება გამოიწვია
2016-2017 წლების სეზონის დაწყების წინ, პრემიერ ლიგამ გამოაქვეყნა იმ ლოგოს დიზაინი, რომელიც ინგლისის ჩემპიონის, “ლესტერ სიტის” მაისურებზე იქნება დატანილი. რამაც გულშემატკივართა მხრიდან განსხვავებული ტიპის შეფასებები დაიმსახურა.
ცნობილი გახდა, რომ პრემიერ ლიგის ყველა კლუბს, გარდა “ლესტერისა”, მოკლე სახელოებიან მაისურზე დატანილი ექნებათ პრემიერ ლიგის ლოგო იისფრად, “ლესტერს” კი – ოქროსფრად.
CONFIRMED Take a look at the sleeve badges which will adorn club shirts in the 2016/17 Premier League… pic.twitter.com/2Bm0lSd6bW
— Premier League (@premierleague) May 17, 2016
ამან, მათდა საუბედუროდ “ჰაკუნა მატატა პრემიერ ლიგაში” კამპანიის პროვოკაცია გამოიწვია. გთავაზობთ ფანების პირველ შეფასებებს:
@premierleague Change isn't always a good thing. These logos are proof.
— Declan Pye (@TheDeclanPye) May 17, 2016
“ცვლილება ყოველთვის კარგი არ არის. ეს ლოგო ამის დამადასტურებელი მაგალითია.”
@premierleague disgusting villa and Newcastle are lucky they got relegated
— Safyaan Akram (@safyaan100) May 17, 2016
“გულისამრევი “ასტონ ვილა” და “ნიუკასლი” იღბლიანები არიან, რომ პრემიერ ლიგაში არ დარჩნენ”
როი ჰოჯსონმა ევროპის ჩემპიონატისათვის ინგლისის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, როი ჰოჯსონმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატისათვის შემადგენლობა დაასახელა.
მეკარეები: ჯო ჰარტი, ფრეიზერ ფოსტერი, ტომ ჰიტონი;
მცველები: ნათანიელ კლაინი, კაილ უოლკერი, გარი კეჰილი, კრის სმოლინგი, ჯონ სტოუნსი, რაიან ბერტრანდი, დენი როუზი;
ნახევარცმველები: დელე ალი, როს ბარკლი, ფაბიან დელფი, ერიკ დაიერი, დენი დრინქუოთერი, ჯორდან ჰენდერსონი, ადამ ლალანა, ჯეიმს მილნერი, რაჰიმ სტერლინგი, ანდროს თაუნსენდი, ჯეკ უილშირი;
თავდამსხმელები: ჰარი კეინი, მარკუს რეშფორდი, უეინ რუნი, დანიელ სტარიჯი, ჯეიმი ვარდი.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები ჯგუფში უელსს, რუსეთსა და სლოვაკეთს დაუპირისპირდება.
ემრე ჩანი: “ლივერპულმა” მომავალ სეზონში პრემიერ ლიგას უნდა დაუმიზნოს”
“ლივერპულის” ამჟამინდელი ფორმა ემრე ჩანს იმაზე ფიქრის საშუალებას აძლევს, რომ მერსესაიდული კლუბი მომავალ სეზონში პრემიერ ლიგის მოგების ერთ-ერთი ფავორიტი იქნება.
“ყველამ იცის, რომ “ლივერპული” დიდი კლუბია და ჩვენი მიზანი ყოველთვის ტიტულის მოგება უნდა იყოს.
“ლესტერ სიტიმ” წელს ჩემპიონობა დაიმსახურა, რადგანაც მათ დიდებული სეზონი ჩაატარეს. მათ თავი საკმაოდ ძლიერებად წარმოაჩინეს.
რაც შეეხება ჩვენს ფორმას, მიმდინარე სეზონში რამოდენიმე ჩავარდნა გვქონდა, ისევე როგორც აღზევება. მაგრამ, ბოლო თვეებში შესამჩნევია, რომ უკეთეს ფეხბურთს ვთამაშობთ და მეტ გოლსაც ვიტანთ. ასე თუ გავაგრძელებთ, მომავალ სეზონში ტიტულებსაც მოვიგებთ.”
მორგანი: “ქულა “მანჩესტერთან” – წარმატებაა”
დღეს, “ლესტერ სიტის” დაწყებული ზღაპრის დასრულების და ინგლისის ჩემპიონატის ოფიციალურად მოგების შანსი ჰქონდა, თუმცა “მელიებმა” “მანჩესტერ იუნაიტედის” დამარცხება ვერ მოახერხეს. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1-1 დასრულდა.
სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორმა, ვეს მორგანმა აღნიშნული შედეგი დადებითად შეაფასა: “ძალიან რთული იყო. “მანჩესტერ იუნაიტედი” მთელი მატჩის მანძილზე ფლობდა ბურთს.
ქულა ავიღეთ, რაც სწორი მიმართულებით გადადგმული დაბიჯია. ამოდენ მნიშვნელოვანი გოლის გატანა, თანაც “ოლდ ტრაფორდზე” მართლაც რომ შესანიშნავი გრძნობაა.”
შეგახენებთ, რომ ამ შედეგის მიუხედავად, “ლესტერს” მაინც შეუძლია 36-ე ტურში ჩემპიონობის მოპოვება, ამისათვის “ჩელსი” შინ, “ტოტენჰემთან” არ უნდა დამარცხდეს.
დელ პიერო: “ლესტერი” ამტკიცებს, რომ შეუძლებელი არაფერია”
ალესანდრო დელ პიერო იმედოვნებს, რომ “ლესტერ სიტი” დაწყებული საქმის დამთავრებას და ინგლისის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ცდილობს, რითიც ისინი დაამტკიცებენ, რომ ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია.
“ლესტერი” ყველაზე ახლოს არის პრემიერ ლიგის მოგებასთან.” – განუცხადა “იუვეს” ლეგენდამ Sky Evening News-ს.
“ნამდვილად მინდა, რომ მათ დაწყებული საქმე დაამთავრონ, რამეთუ ეს იქნება ის, რასაც ჩვენს შვილიშვილებს მოვუყვებით. ეს დაამტკიცებს, რომ შეუძლებელი არაფერია.”
შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერ ლიგაში 3 ტურია დარჩენილი და იმ შემთხვევაში, თუ დარჩენილ 3 მატჩში “ლესტერი” 3 ქულას მაინც მოიპოვებს, ის ჩემპიონი გახდება.
The Sun: “არსენალის” მთავარი სამიზნე რიად მარეზი იქნება
ინგლისური გამოცემის, The Sun-ის ცნობით, ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელობამ რიად მარეზი ზაფხულის ყველაზე პრიორიტეტულ სამიზნედ გაიხადა.
წყაროს ცნობით, არსენ ვენგერი მზად არის ტეო უოლკოტი გუნდიდან გაუშვას, თუ კი მის სანაცვლოდ პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელის, ალჟირელი მარეზის გადაბირებას შეძლებს.
როგორც იცით, მარეზი მიმდინარე სეზონის მთავარი აღმოჩენა იყო. ამ უკანასკნელმა პრემიერ ლიგის წლევანდელ სეზონში 34-ჯერ ითამაშა, გაიტანა 17 გოლი და გააკეთა 11 საგოლე გადაცემა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ “მეთოფეთა” რიგებში გაწევრიანებას უწინასწარმეტყველებდნენ გრანით ჟაკასა და ნ’გოლო კანტესაც.
ედგარ დევიდსი: “ტოტენჰემისთვის” არც მეორე ადგილი იქნება ცუდი”
ედგარ დევიდსი იმედოვნეს, რომ ლონდონის “ტოტენჰემი” “ლესტერისთვის” პრემიერ ლიგის ტიტულის აწაპნას შესძლებს, თუმცა სჯერა, რომ მათთვის არც მეორე ადგილი იქნება ურიგო.
“ვფიქრობ, რომ ამჟამად ისეთი გუნდისთვის, როგორიც “ტოტენჰემია” მაღალ დონეზე დარჩენა ძალზედ მნიშვნელოვანია.
ტიტულის მოგება მათთვის გასაოცარი რამ იქნება, მაგრამ არც მეორე ადგილზე გასვლა იქნება ცუდი. რატომ? მხოლოდ იმიტომაც კი, რომ ისინი “არსენალზე” მაღლა იქნებიან.
იმედი მაქვს, რომ ბოლოს და ბოლოს “ტოტენჰემში” მოგების კულტურა დაინერგება და გუნდი ამ დონეს შეინარჩუნებს. ეს ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის უმნიშვნელოვანესია.”