ინგლისი: მე-16 ტურის პრევიუ

Fanebi.com წარმოგიდგენთ ინგლისური პრემიერ ლიგის მე-16 ტურის პრევიუს.

 

ჩელსი – ჰალ სიტი

“გასულ სეზონთან შედარებით ჩვენც და “ჰალიც” უკეთესი გუნდები ვართ” – განაცხადა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიომ. თუმცა, ეს ხუმრობას უფრო ჰგავდა. რა თქმა უნდა, “ჰალი” სეზონის დაწეყბამდე სატრანსფერო ბაზარზე საკმაოდ აქტიური იყო და რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელიც დაიმატა, მაგრამ ბრიუსის ტრანსფერებიდან ამ ეტაპზე მხოლოდ ორი მუშაობს. გუნდმა კი უკანასკნელ 14 შეხვედრაში მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვა. ასევე “ვეფხვებს” “სტემფორდ ბრიჯზე” ერთხელაც არ მოუგიათ, რაც ლონდონელთა შანსებს კიდევ უფრო ზრდის. გარდა ამისა, “ჩელსი” გასულ ტურში განცდილი პირველი მარცხის შემდეგ საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ დამაჯერებელი თამაშის ჩვენებას ეცდება.

 

არსენალი – ნიუკასლი

ალან პარდიუმ ნოემბრის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო მიიღო, რაც გასაკვირი სულაც არ ყოფილა. საინტერსოა, რომ ანალოგიური აღიარება პარდიუმ შარშანაც დაიმსახურა. ახლა “ნიუკასლის” დამრიგებელს მიღწეულის შენარჩუნება და გასული სეზონის მსგავსი ჩავარდნის თავიდან აცილება მართებს.

დღევანდელ შეხვედრაში ორივე გუნდს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემები აქვთ. “მეთოფეები” წყვილის ფავორიტებად მიიჩნევიან. ვენგერის გუნდი საშინაო მატჩებს იშვიათად აგებს. შარშანწინდელ სეზონში კი ლონდონში 3:7-ით განცდილი მარცხი ნიუკასლელებს კიდევ დიდი ხანი ემახსოვრებათ. თუმცა, თუ “ნიუკასლი” “ჩელსისთან” გამართული მატჩის მსგავს შეხვედრას ჩაატარებს, შესაძლოა, პრობლემები კიდევ ერთ ლონდონურ კლუბს შეექმნას.

 

მანჩესტერ იუნაიტედი – ლივერპული

ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩენილი ორი ინგლისური გრანდი ურთეირთობას კვირას გასამართ ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გამართავენ. პრინციპულ მეტოქეთა ტრადიციული დაპირისპირება ჩვეულ სატურნირო ინტრიგას მოკლებულია, თუმცა “ლივერპულს” გამარჯვების შემთხვევაში ლიდერთა ჯგუფთან მიახლოების პერსპექტივა უჩნდება, რისთვისაბ როჯერსის შეგირდები ბოლომდე იბრძოლებენ. ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ რეაბილიტირება სწორედ ერთ-ერთი პრინციპული მეტოქის დამარცხებით არის შესაძლებელია, რისი გაკეთებაც იოლის სულაც არ იქნება. “მანჩესტერი” ბოლო დროს შესანიშნავ ფორმაშია. ვან გაალის გუნდმა ზედიზედ 5 მატჩის მოგება მოახერხა და გათამაშების ლიდერებსაც მიუალოხვდა.

მანჩესტერელებთან მატჩში “ლივერპულს” დიდი ალბათობით მარიო ბალოტელი დაუბრუნდება, ხოლო სუსოს, ფლანაგანის და სტარიჯის თამაში გამორიცხულია. “იუნაიტედს” კი ტრავმების გამო ჯონსი, ლინგარდი, დი მარია და ბლინდი ვერ დაეხმარებიან.

 

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები

13.12 19:00 ბარნლი 4.75ბარნლი 3.50 საუთჰემპტონი1.80 საუთჰემპტონი დაწვრილებით
13.12 19:00 ჩელსი 1.22ჩელსი 6.50 ჰალ სიტი14.80 ჰალ სიტი დაწვრილებით
13.12 19:00 პალასი 2.65კრისტალ პალასი 3.20 სტოკ სიტი2.75 სტოკ სიტი დაწვრილებით
13.12 19:00 ლესტერი 5.90ლესტერ სიტი 4.40 მანჩესტერ სიტი1.53 სიტი დაწვრილებით
13.12 19:00 სანდერლენდი 2.80სანდერლენდი 3.20 ვესტ ჰემი2.65 ვესტ ჰემი დაწვრილებით
13.12 19:00 ვესტ ბრომ 2.25ვესტ ბრომვიჩი 3.25 ასტონ ვილა3.40 ასტონ ვილა დაწვრილებით
14.12 17:30 მანჩესტერი 1.90მანჩესტერ იუნაიტედი 3.60 ლივერპული4.25 ლივერპული დაწვრილებით
14.12 20:00 სუონსი სიტი 2.50სუონსი სიტი 3.30 ტოტენჰემი2.90 ტოტენჰემი დაწვრილებით
15.12 23:59 ევერტონი 1.50ევერტონი 4.20 ქუინს პარკ რეინჯერსი6.90 ქ.პ.რ. დაწვრილებით
13.12 21:30 არსენალი 1.55არსენალი 4.40 ნიუკასლი6.05 ნიუკასლი დაწვრილები

ინგლისი: მე-15 ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთ იგნლისური პრემიერ ლიგის მე-15 ტურის მიმოხილვას.

 

ნიუკასლი – ჩელსი

ტურის პირველ შეხვედრაში გათამაშების ლიდერმა სეზონის პირველი მარცხი იწვნია. გატანილი გოლების გარეშე დასრულებული ტაიმის შემდეგ მატჩის ძირითადი მოვლენები მეორე ნახევარში განვითარდა.

“ნიუკასლი” პაპის სისეს გოლით, 57-ე წუთზე დაწინაურდა. 78-ე წუთზე სენეგალელმა შემტევმა დუბლი გაიფორმა, თუმცა სულ რაღაც 3 წუთში მასპინძლები უმცირესობაში დარჩნენ. წითელი ბარათ ტეილორმა მიიღო და “ჩელსიმ” 83-ზე დროგბას გოლით სხვაობა შეამცირა, მაგრამ დარჩენილ დროში მეტის გაკეთება ვეღარ მოასწრო.

 

სტოკ სიტი – არსენალი

ზედიზედ ორი მოგების შემდეგ კვლავმ დამარცხდა ლონდონის “არსენალი”, რომელიც “სტოკთან” კოშმარული პირველი ტაიმის შემდეგ, მატჩის გადარჩენას მეორე ნახევარში ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.

მასპინძლები პირველ წუთზე პიტერ კრაუჩმა დააწინაურა. ტაიმის ბოლოს კი ბოიანის და უოლტერსის გოლებით “სტოკმა” სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვა.

“არსენალი” თამაშში 68-ე წუთზე, კასორლას გოლის შემდეგ დაბრუნდა. ზუსტად ორ წუთში რემზიმ სხვაობა მინიმალურამდე შეამცირა. “არსენალს” მატჩის გადასარჩენად საკმაოდ ბევრი დრო ჰქონდა, თუმცა 78-ე წუთზე ლონდონელები ჩემბერსის გაძევების შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ და მასპინძლებსაც მინიმალური უპირატესობის შენარჩნება არ გასჭირვებიათ.

 

მანჩესტერ სიტი – ევერტონი 

მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა “მანჩესტერ სიტი”. პელეგრინის გუნდმა “ეტიჰადზე” “ევერტონი” მიიღო და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

მატჩის ერთადერთი გოლის ავტორი იაია ტურე გახდა. კოტ დივუარელამ 24-ე წუთზე საკუთარი გუნდი ზუსტი პენალტით დააწინაურა, რომელიც საბოლოოდ გადამწყვეტიც აღმოჩნდა.

მანჩესტერელებმა ამ გამარჯვებით ლიდერ “ჩელსისთან” ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს და მეორე ადგილიც განიმტკიცეს.

 

ტურის ყველა მატჩი

06.12 16:45 ნიუკასლი ნიუკასლი 2:1 ჩელსი ჩელსი დაწვრილებით
06.12 19:00 ტოტენჰემი ტოტენჰემი 0:0 კრისტალ პალასი კრისტალ პალასი დაწვრილებით
06.12 19:00 სტოკ სიტი სტოკ სიტი 3:2 არსენალი არსენალი დაწვრილებით
06.12 19:00 ქ.პ.რ ქუინს პარკ რეინჯერსი 2:0 ბარნლი ბარნლი დაწვრილებით
06.12 19:00 ლივერპული ლივერპული 0:0 სანდერლენდი სანდერლენდი დაწვრილებით
06.12 19:00 ჰალ სიტი ჰალ სიტი 0:0 ვესტ ბრომვიჩი ვესტ ბრომვიჩი დაწვრილებით
06.12 21:30 სიტი მანჩესტერ სიტი 1:0 ევერტონი ევერტონი დაწვრილებით
07.12 17:30 ვესტ ჰემი ვესტ ჰემი 3:1 სუონსი სიტი სუონსი სიტი დაწვრილებით
07.12 20:00 ასტონ ვილა ასტონ ვილა 2:1 ლესტერ სიტი ლესტერ სიტი დაწვრილებით
08.12 23:59 საუთჰემპტონი საუთჰემპტონი -:- მანჩესტერ იუნაიტედი მანჩესტერი დაწვრილებით

მოურინიო: “ასეთი წაგება მაკმაყოფილებს”

ინგლისის პრემიერლიგის XV ტურში ლონდონის “ჩელსიმ” სეზონის პირველი მარცხი განიცადა. “პენსიონერები” “სენტ ჯეიმს პარკზე” “ნიუკასლ იუნაიტედთან” ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ. მატჩის შემდეგ “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მოედნის მიღმა მყოფი პირები დროის გაყვანის მიზნით ბურთს დროულად არ აბრუნებდნენ მინდორზე.

“ჩემი გუნდი დამარცხდა, თუმცა ასეთი წაგება მაკმაყოფილებს. ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, მაგრამ არ გაგვიმართლა.

მეორე გოლის შემდეგ ემოციური წონასწორობა დავკარგეთ. მინიმუმ ერთ ქულას ვიმსახურებდით. შესაძლოა, მსაჯს 20 წუთიც დაემატებინა, თუმცა ამით არაფერი შეიცვლებოდა, რადგან მოედნის მიღმა მიმდინარე მოვლენებს არბიტრი ვერ აკონტროლებს. ის ვერ დასჯის ბურთის მომწოდებელ ბიჭს, რომელიც სადღაც უჩინარდება, ის ვერ დასჯის ტრიბუნაზე მყოფ ხალხს, რომელიც ბურთს დროულად არ აბრუნებს მოედანზე, ის ვერ დასჯის ადამიანს, რომელიც მინდორზე მეორე ბურთს აგდებს. მსაჯმა საკუთარ მოვალეობას თავი ფანტასტიურად გაართვა. ნორმალურად რომ გასრულებულიყო დამატებული ექვსი წუთი, უფრო სამართლიანი იქნებოდა, თუმცა ასეთი ფაქტები ხდება. არბიტრს არ ვადანაშაულებ, მას კარგად იმსაჯა. არც ფეხბურთელებს ვაბრალებ რაიმეს, რადგან მათ ყველაფერი დადეს მოედანზე. უბრალოდ არ გაგვიმართლა, უიღბლობა კი ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია.

ჩვენ ლიდერები ვართ. დანარჩენ 19-ივე კლუბს სურს “ჩელსის” ადგილზე ყოფნა, თუმცა მხოლოდ ერთი ლიდერის არსებობაა შესაძლებელი და ეს ჩვენ ვართ”, – მოურინიოს სიტყვები BBC-მ გამოაქვეყნა.

 

“ჩელსი” “ნიუკასლთან” დამარცხდა

ინგლისის პრემიერლიგის XV ტურის გახსნითი მატჩი “სენტ ჯეიმს პარკზე” შედგა, სადაც “ნიუკასლ იუნაიტედმა” გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი ლონდონის “ჩელსი” მიიღო და ბევრისთვის მოულოდნელად, მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ მიილია, მთავარი მოვლენები კი მეორე ტაიმში წარიმართა. 53-ე წუთზე მოედანზე “კაჭკაჭთა” სენეგალელი თავდამსხმელი პაპის დემბა სისე გამოვიდა, რომელმაც ზუსტად ოთხ წუთში ანგარიში გახსნა. იმავე სისემ 78-ე წუთზე დუბლი შეასრულა. 81-ე წუთზე “ნიუკასლის” მცველმა სტივენ ტეილორმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ამავე ეპიზოდს მოყვა ჯარიმა, რომლის მეშვეობითაც “პენსიონერებმა” ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს: სესკ ფაბრეგასმა საჯარიმო მოედანზე ჩააწოდა და იქ დიდიე დროგბამ თავური დარტყმით ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა. მატჩის დარჩენილ დროში “ჩელსის” ფეხბურთელები ქულის გადარჩენას შეეცადნენ, თუმცა მასპინძლებმა თავი საიმედოდ დაიცვეს და სამი ქულა მოიპოვეს.

ამ გამარჯვებით “ნიუკასლმა” 23 ქულას მოუყარა თავი და მე-7 ადგილზე გადაინაცვლა. რაც შეეხება “ჩელსის”, “პენსიონერები” მიმდინარე გათამაშებაში პირველად დამარცხდნენ. ჟოზე მოურინიოს გუნდი 36 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერი დარჩა, თუმცა მადევარ “მანჩესტერ სიტის” მეტოქესთან ჩამორჩენის 3 ქულამდე შემცირების შესაძლებლობა მიეცა.

ინგლისის პრემიერლიგა
XV ტური
“ნიუკასლი” — “ჩელსი” 2:1 (0:0)

გოლები: პაპის სისე 57′, 78′ — დროგბა 83′.
გაფრთხილებები: სისოკო 48′, ტეილორი 56′, ტიოტე 74′ — შიურლე 64′, ფაბრეგასი 79′, დიეგო კოსტა 80′.
გაძევება: ტეილორი 81′.

ინგლისი: მე-14 ტურის პრევიუ

Fanebi.com წარმოგიდგენთ ინგლისური პრემიერ ლიგის მე-14 ტურის პრევიუს.

მანჩესტერ იუნაიტედი – სტოკ სიტი

მორიგი ინგლისური ტურის სტარტს დღეს, თბილისის დროით 23:45-ზე აიღებს. პირველი დღის ერთ-ერთ საინტერესო შეხვედრას კი “ოლდ ტრაფორდი” უმასპინძლებს, სადაც “მანჩესტერ იუნაიტედს” “სტოკ სიტი” ესტუმრება.

“სიტისთან” წაგებული დერბის შემდეგ ვან გაალის გუნდმა ზედიზედ სამი მატჩის მოგება შეძლო და შედეგად სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი წინსვლაც სახეზეა. “იუნაიტედი” ოთხეულში დამკვიდრდა და დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში მესამე პოზიციასაც მიუახლოვდება. სასურველი შედეგის მიღწევა კი წესით მასპინძლებს არ უნდა გაუჭირდეთ. “სტოკი” საუკეთესო ფორმაში არ არის, რაზეც ბოლო დროს ნაჩვენები შედეგები მეტყველებს.

მოახლოებულ დაპირპისრებას ორივე გუნდი მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემებით ხვდება. “მანჩესტერს” ტრავმირებული დი მარია, ბლინდი, რაფაელი, ჯონსი, ლინგარდი და შოუ დააკლდებიან, ხოლო სტუმრები ამავე მიზეზით ბარდსლის, დიონატანს, უელანს, ჰუტს, მოზესს და ოდემვინგეს მოისაკლისებენ.

 

ჩელსი – ტოტენჰემი

“სტემფორდ ბრიჯი” ლონდონულ დერბის უმასპინძლებს. “ჩელსის” და “ტოტენჰემის” დაპირისპირებები რამდნეიმე გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით ბოლო წლებში ყოველთვის შედეგიანობით გამოირჩევა.

“ჩელსი” გასულ ტურში განცდილი წარუმატებლობის შემდეგ საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ ეცდება შეცდომების გამოსწორებას. თუმცა, ბოლო დროს კარგ ფორმაში მყოფ “ტოტენჰემთან” ამის გაკეთება იოლი საქმე არ იქნება. ამიტომ, ლონდონში ხვალ ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართება.

 

არსენალი – საუთჰემპტონი

გასულ ტურში “სიტისთან” განცდილი მარცხის შემდეგ “საუთჰემპტონი” დიდი ოთხეულის კიდევ ერთ გუნდთან, “არსენალთან” გაარკვევს ურთიერთობას.

ლონდონელებმა ორი წარუამტებელი ტურის შემდეგ გასულ შაბათს გასვლითი გამარჯვება იზეიმეს და დადებითი განწყობის შენარჩუნებას კუმანის გუნდთან შეხვედრის შემდეგაც აპირებენ. ჰოლანდიელი სპეციალისტის გუნდი ლონდონის “ჩელსის” ერთადერთი მდევარი იყო, თუმცა ბოლო ტურებში მათი თამაში ძველებურად დამაჯერებელი ვერ არის, რაც სატურნირო ცხრილზეც მალევე აისახა.

 

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები

02.12 23:45 ბარნლი 2.75ბარნლი 3.20 ნიუკასლი2.70 ნიუკასლი დაწვრილებით
02.12 23:45 ლესტერი 3.45ლესტერ სიტი 3.35 ლივერპული2.17 ლივერპული დაწვრილებით
02.12 23:45 მანჩესტერი 1.50მანჩესტერ იუნაიტედი 4.50 სტოკ სიტი5.90 სტოკ სიტი დაწვრილებით
02.12 23:45 სუონსი  1.77სუონსი სიტი 3.60 ქუინს პარკ რეინჯერსი4.85 ქპრ  დაწვრილებით
02.12 23:59 ვესტ ბრომ 2.60ვესტ ბრომვიჩი 3.20 ვესტ ჰემი2.85 ვესტ ჰემი დაწვრილებით
02.12 23:59 კრისტალ პალ 2.17კრისტალ პალასი 3.25 ასტონ ვილა3.55 ასტონ ვილა დაწვრილებით
03.12 23:45 არსენალი 1.85არსენალი 3.45 საუთჰემპტონი4.45 საუთჰემპტონი დაწვრილებით
03.12 23:45 ჩელსი 1.45ჩელსი 4.60 ტოტენჰემი6.60 ტოტენჰემი დაწვრილებით
03.12 23:45 ევერტონი 4.56ევერტონი 3.90 ჰალ სიტი6.55 ჰალ სიტი დაწვრილებით
03.12 23:45 სანდერლენდი 6.10სანდერლენდი 4.15 მანჩესტერ სიტი1.55 სიტი დაწვრილებით

8 ყველაზე საშინელი ტრავმა ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში

საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში რვა ყველაზე საშინელი ტრავმა დაასახელა.

1. ალან სმიტი

2. ალფ-ინგე ჰოლანდი

3. ლუკ ნილისი

4. ჯიბრილ სისე

5. აარონ რემსი

6. პეტრ ჩეხი

7. ედუარდო

8. დეივ ბასტი

გლენ ჯონსონმა “ლივერპულის” მოსაგებად თავი გაწირა

ინგლისის პრემიერლიგის XIII ტურში “ლივერპულმა” “ენფილდზე” სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი “სტოკ სიტი” მიიღო და დიდი გაჭირვებით, ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი შეხვედრის 85-ე წუთზე “ენფილდროუდელთა” მარჯვენაფლანგელმა მცველმა გლენ ჯონსონმა გაიტანა, რომელმაც საგოლე ეპიზოდში თავის არეში მეტოქე გუნდის ფეხბურთელისგან ფეხით ძლიერი დარტყმა მიიღო. ინგლისელ ფეხბურთელს თავი გაუტყდა და მედიკოსებმა მას მოედანზევე ჩაუტარეს მიკროოპერაცია.

ამრიგად, მერსისაიდულმა გუნდმა პრემიერლიგაში ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. ამ გამარჯვების შემდეგ “ლივერპულმა” 17 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე გადაინაცვლა. “სტოკი” 15 ქულით მე-12 პოზიციაზეა.

ინგლისის პრემიერლიგა
XIII ტური
“ლივერპული” — “სტოკ სიტი” 1:0 (0:0)

გოლი: ჯონსონი 85′.
გაფრთხილებები: ვილსონი 38′, ქემერონი 53′, შოუკროსი 58′.

ჯეკ უილშირი სამ თვეს იუქმებს

ლონდონის ”არსენალის” ფეხბურთელი ჯეკ უილშირი სამ თვეს იუქმებს. ფეხბურთელმა მარცხენა ტერფი ”მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩის დროს დაიზიანა. მატჩი ლონდონელებმა 1-2 დათმეს.

ფეხბურთელს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებსაიტი ავრცელებს. ოპერაციის შემდეგ ფეხბურთელმა სურათიც კი გაავრცელა სოციალური ქსელით. მედიკოსები კი ვარაუდობენ, რომ ინგლისელი ფეხბურთელი მალე დაიწყებს აღდგენით ვარჯიშებს.

 

ფაბრეგასი: ”კარიერის მანძილზე ყველაზე კარგ ფეხბურთს ვთამაშობ”

ლონდონის ”ჩელსის” ახალწვეული სესკ ფაბრეგასი ინტერვიუში გუნდში არსებულ სიტუაციაზე საუბრობს. ამასთან ერთად, ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში დაბრუნების შემდეგ  თავს კარგად გრძნობს:

”არ მახსოვს, ასე კარგად როდის ვთამაშობდი. თავს კარგად ვგრძნობ. მთელი კარიერის მანძილზე საუკეთესო თამაშს ვაჩვენებ”.

ფეხბურთელმა ინტერვიუში ისაუბრა გუნდის მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს შესახებ. ესპანელი მოხარულია იმ პოზიციით, სადაც პორტუგალიელის მითითებით უწევს თამაში:
”ეს ჩემთვის საუკეთესო პოზიციაა. მთელი მატჩის განმავლობაში ბურთის კონტროლი მიწევს. რაც მთავარია, თავს თავისუფლად ვგრძნობ. ხშირად 3-4 წლის მანძილზე მიწევდა ”9 ნომრის” ფუნქციების შეთავსება. ეს ყველაფერი კარგი იყო, მაგრამ სადაც ახლა მიწევს თამაში, ჩემთვის უფრო უკეთესია”.

 

TOP 10: ცნობილი მომღერლები და მათი საყვარელი საფეხბურთო კლუბები

ჯასტინ ტიმბერლეიკი – “მანჩესტერ იუნაიტედი”

n_manchester_united_supporters-642813

Oasis – “მანჩესტერ სიტი”

oasis_city1

შაკირა – მადრიდის “რეალი”

shakira_camiseta_real_madrid

ჯეი ზი – ლონდონის “არსენალი”

article-2316153-19874143000005DC-773_634x525

ენრიკე იგლესიასი – მადრიდის “რეალი”

540741767ea96

ადელი – “ტოტენჰემი”

adele-x-tottenham-hotspur

ჯასტინ ბიბერი – “ბარსელონა”

justin-bieber-espana-barcelona

ქეითი ფერი – “ვესტ ჰემი”

katy-perry-russell-brand-soccer-team-08_crop_650x440

ზეინ ლუისი და ჰარი სტაილსი (One Direction) – “მანჩესტერ იუნაიტედი”

harry-styles-man-u

ბრაიან ადამსი – ლონდონის “ჩელსი”

Bryan_Adams_Hamburg_MG_0631_flickr

TOP 10: ყველაზე ცუდი თავდამსხმელები ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში

ბრიტანულმა გამოცემა Daily Mail-მა ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში ათი ყველაზე ცუდი თავდამსხმელი დაასახელა.

10. ჟო – “მანჩესტერ სიტი” და “ევერტონი”

1416426607432_Image_galleryImage_DORTMUND_GERMANY_AUGUST_0

9. ადე აკინბი (“ნორვიჩი”, “ლესტერი”, “შეფილდი”)

234CFDB200000578-2834637-image-21_1416426174900

8. სტეფან გივარში (“ნიუკასლი”)

1416428697251_Image_galleryImage_19_Sep_1998_Stephane_Guiv

7. ანდრეი შევჩენკო (ლონდონის “ჩელსი”)

1416428889616_Image_galleryImage_LONDON_JANUARY_23_Andriy_

6. აფონსო ალვეში (“მილდსბრო”)

1416429271199_Image_galleryImage_CARLISLE_UNITED_KINGDOM_J

5. ტომას ბროლინი (“ლიდსი”, “კრისტალ პალასი”)

00F9547C1000044C-2834637-image-20_1416420896011

4. ანდრეას კორნელიუსი (“კარდიფი”)

Andreas Cornelius Cardiff City

3. ჯეისონ ლი (“ნოტინგემ ფორესტი”)

lee_1676445a

2. მარკო ბუგერსი (“ვესტ ჰემი”)

1416430577491_Image_galleryImage_Footballer_Marco_Boogers_

1. ბოსკო ბალაბანი (“ასტონ ვილა”)

1416431014531_Image_galleryImage_FA_Barclaycard_Premiershi

ვან გაალი: ”წლის საუკეთესო მწვრთნელი? შეხედეთ ”მანჩესტერ უნაიტედის” შედეგებს”

”მანჩესტერ უნაიტედის” მთავარმა დამრიგებელმა, ლუის ვან გაალმა გამოხატა გაოცება, როდესაც მისი სახელი FIFA-ს ”წლის მწვრთნელის” ნომინაციაში ნახა.

ამჟამად, ჰოლანდიელი სპეციალისტის გუნდი ”პრემიერ ლიგაში” მე-7 ადგილზეა. მიუხედავად ამისა, ”წითელი ეშმაკები” მაინც აგრძელებენ ბრძოლას. როგორც იცით, ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი FIFA-მ  2014-15 ”წლის მწვრთნელის” ნომინაციაში დაასახელა.

”როდესაც მე ვხედავ, თუ რა სიტუაციაა ”მანჩესტერ უნაიტედში” დაუჯერებელია იმის წარმოდგენა რომ მე ვარ ”წლის მწვრთნელის” ნომინაციაში წარდგენილი”, – განუცხადა MUTV-ს ვან გაალმა.

ასევე ჰოლანდიელ სპეციალისტს ჟურნალისტებმა ”ოქროს ბურთის”  შესახებაც კითხვა დაუსვეს. სპეციალისტი იმედოვნებს, რომ წელს ”ოქროს ბურთის” მფლობელი  გერმანელი ფეხბურთელი გახდება.