ლონდონის ”ჩელსის” ყოფილმა და ამავდროულად ლეგენდალურმა ფეხბურთელმა, ფრენკ ლამპარდმა, ”მანჩესტერ სიტის” შემადგენლობაში სადებიუტო გოლი, სწორედ თავის ყოფილ გუნდს გაუტანა.
ჭდე: ინგლისი
ლესტერი – მანჩესტერ იუნაიტედი. სასტარტო შემადგენლობები ცნობილია
”მანჩსტერ იუნაიტედის” და ”ლესტერის” მთავარმა მწვრთნელებმა, სასტარტო შემადგენლობები დაასახელეს.
”ლესტერი”: შმეიხელი, მური, მორგანი, დე ლატი, კონჩესკი, ჰემონდი, დრინკუოტერი, კამბიასო, ვალდი, ულოა, ნიუჯენტი.
”მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა, ბლინდი, ბლეკეტი, ევანსი, როხო, რაფაელი, ერერა, დი მარია, ფალკაო, ვან პერსი, რუნი.
მატჩი, თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.
ინგლისის პრემიერ ლიგის ყველაზე ცუდი ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები
საფეხბურთო პორტალმა The Gliff-მა ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ცუდი ფეხბურთელებისაგან შემდგარი სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა.
მეკარე – მასიმო ტაიბი (“მანჩესტერ იუნაიტედი”)
მარჯვენა მცველი – როკე ჟუნიორი (“ლიდსი”)
მარცხენა მცველი – უეინ ქვინი (“ნიუკასლი”)
ცენტრალური მცველი – ჟან-ალენ ბუმსონგი (“ნიუკასლი”)
ცენტრალური მცველი – ლი ვეიფენგი (“ევერტონი”)
მარჯვენა ნახევარმცველი – ბრუნო შეირუ (“ლივერპული”)
მარცხენა ნახევარმცველი – სავიო (“ვესტ ჰემი”)
ცენტრალური ნახევარმცველი – ტომას ბროლინი (“ლიდსი”)
ცენტრალური ნახევარმცველი – ერიკ ჯემბა-ჯემბა (“მანჩესტერ იუნაიტედი”)
თავდამსხმელი – ხიმენეს ტეხადა (“ნიუკასლი”)
თავდამსხმელი – აფონსო ალვეში (“მილდსბრო”)
დავიდ სილვა: ”ჩელსისთან” შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს”
”მანჩესტერ სიტის” შემტევმა, დავიდ სილვამ, ”ჩელსისთან” მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.
”ჩელსისთან” შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. მარცხის შემთხვევაში, მოწინააღმდეგე უპირატესობას 8 ქულამდე გაზრდის, რის შემდეგაც, ამ უპირატესობის აღმოფხვრა გაგვიჭირდება. მათ, ზაფხულში ბრწყინვალე ფეხბურთელები შეიძინეს და გუნდი საგრძნობლად გააძლიერეს. სიმართლე გითხრათ, ლონდონელების ასეთი სტარტი არ გამკვირვებია.”
”მიმდინარე სეზონში, ჩვენი ერთ-ერთი მიზანი, ინგლისის ჩემპიონის ტიტულის დაცვაა და თითოეულ ქულას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ამიტომ მოედანზე მხოლოდ 3 ქულისთვის ვიბრძოლებთ. მთელი სეზონის განმავლობაში, არაერთი საინტერესო მატჩი გველოდება და ვიმედოვნებ, სეზონის ბოლოს ჩენპიონები გავხდებით.” – განაცხადა სილვამ.
ბენიტესს ინგლისში დაბრუნება სურს
“ნაპოლის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე რაფაელ ბენიტესის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელის ესპანელი სპეციალისტი ნეაპოლიტანურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. არადა, მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა მომდევნო წლის ზაფხულს ეწურება. სხვადასხვა წყაროების ცნობით, ბენიტესს ინგლისში დაბრუნება სურს, სადაც ამ დრომდე ცხოვრობს მისი ოჯახი.
“ნაპოლის” ხელმძღვანელობა აპირებს, რაც შეიძლება მალე მიიღოს ბენიტესისგან პასუხი, რათა 2013 წელს ჩავარდნილ მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ, როცა კლუბის თავკაცის პოსტი ვალტერ მაცარიმ დატოვა.
რუნი: “შვეიცარიელებს კონტრ-შეტევებით ვაჯობეთ”
ინგლისის ნაკრების კაპიტანამ უეინ რუნიმ შვეიცარიის ნაკრებთან გამართული შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ ინგლისელებმა მეტოქეს კონტრ-შეტევებით აჯობეს.
შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს შვეიცარიამ ინგლისი საკუთარ მოედანზე მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა. ორივე გოლი ლონდონის “არსენალის” ახალწვეულმა დანი უელბეკმა გაიტანა.
“საკმაოდ კარგად ვითამაშეთ. მეტოქე კონტრ-შეტევაზე არაერთხელ დავიჭირეთ, ჩვენ ძალიან სწრაფად ვმოძრაობდით, რასაც შვეიცარიელები ვერ უმკლავდებოდნენ. დანიმ ორი გოლი გაიტანა, მისით აღტაცებული ვარ”, – ამბობს რუნი.
შვეიცარია — ინგლისი 0:2
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ინგლისის ნაკრებმა წარმატებით დაიწყო. “სამმა ლომმა” ბაზელში შვეიცარიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
შვეიცარია — ინგლისი 0:2 (0:0)
გოლები: უელბეკი: 58′, 90+4′.
ჰოჯსონი ჩააბნელეს
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შვეიცარიისა და ინგლისის ნაკრებს შორის გასამართი მატჩის პრესკონფერენციაზე, როი ჰოჯსონის გამოსვლისას მოულოდნელად ელექტროენერგია გაითიშა. ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე წამის შემდეგ აღდგა.
წლის ყველაზე ცუდი პასი ჯეიმს მილნერის შესრულებით
ინგლისისა და ნორვეგიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში ჯეიმს მილნერმა ძალიან ცუდი პასი გააკეთა.
“ვესტ ჰემის” ფეხბურთელების შესანიშნავი კომბინაცია
“ვესტ ჰემსა” და “იფსვიჩს” შორის გამართულ მატჩში “ვესტ ჰემის” ფეხბურთელებმა გოლი მშვენიერი კომბინაციის შემდეგ გაიტანეს.
იხილეთ 1:50-დან
როგორ ავარჯიშებს ფეხბურთელებს როი ჰოჯსონი
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა საკმაოდ სახალისო კადრი, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ავარჯიშებს როი ჰოჯსონი თავისი გუნდის ფეხბურთელებს.
ანტირეკორდი “უემბლიზე”
ინგლისისა და ნორვეგიის ნაკრებებს შორის “უემბლის” სტადიონზე გამართული ამხანაგური მატჩი “სამი ლომის” გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. ეს ერთადერთი გოლი შეხვედრის 68-ე წუთზე უეინ რუნიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა. ეს რუნის 41-ე სანაკრებო გოლია, რითაც მან მაიკლ ოუენი ჩამოიტოვა და ინგლისის ეროვნული გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა. ახლა რუნი მხოლოდ ჯიმი გრივზს (44), გარი ლინეკერსა (48) და ბობი ჩარლტონს (49) ჩამორჩება.
აღსანიშნავია, რომ ინგლისისა და ნორვეგიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში ერთი ანტირეკორდიც დაფიქსირდა. შეხვედრას მხოლოდ 40 181 გულშემატკივარი დაესწრო, რაც “უემბლის” ბოლო რეკონსტრუქციის შემდეგ (2007 წელი) დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.