ინგლისისა და ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში (1:0), უეინ რუნიმ ინგლისელთა კაპიტნის რანგში პირველად გაიტანა.
ჭდე: ინგლისი
ინგლისელი ფეხბურთელის ულამაზესი გოლი
ინგლისის რანგით მესამე დივიზიონში “ბარნსლისა” და “იორკს” შორის გამართულ მატჩში კეინ ჰემინგსმა მეტოქეს ულამაზესი გოლი გაუტანა.
პროგნოზისტთა კონკურსი (ინგლისი – ნორვეგია)
გრძელდება ჩვენი ტრადიციული პროგნოზისტთა კონკურსი. დღეს გამოქვეყნდა მეოთხე საკონკურსო კვირის მეხუთე მატჩის კითხვები, რომელიც ინგლისსა და ნორვეგიას შორის გასამართ შეხვედრას ეხება. კითხვები იხილეთ აღნიშნული მატჩის გვერდზე.
გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირველი 7 რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოიცნობს. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს Europe bet-ის ანგარიშზე 10 ლარი დაერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 5 ლარი დაერიცხებათ.
ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება, დანარჩენი კი უგულებელყოფილი იქნება.
საკონკურსო კითხვებს პასუხი უნდა გასცეთ მატჩის გვერდზე: ინგლისი – ნორვეგია.
ინგლისელი გოგონას გასაოცარი გოლი
ქალებში, მსოფლიოს 20-წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატზე ინგლისი ნაკრების მოთამაშემ მექსიკელთა კარში ულამაზესი გოლი გაიტანა.
“უიტფორდის” ფეხბურთელმა “უდინეზეს” მშვენიერი ჯარიმა გაუტანა
“უიტფორდსა” და “უდინეზეს” შორის გამართულ მატჩში ინგლისური გუნდის ფეხბურთელმა მეტოქეს ულამაზესი გოლი გაუტანა.
“ლუტონის” ფეხბურთელის ულამაზესი გოლი
“ლუტონისა” და “დონკის” 18-წლამდე გუნდებს შორის გამართულ შეხვედრაში ძალიან ლამაზი გოლი გავიდა.
პრემიერ ლიგის ათი ყველაზე ცუდი ტრანსფერი (2013-14)
საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ გასულ სეზონში პრემიერ ლიგის ათი ყველაზე ცუდი შენაძენი დაასახელა.
10. რობერტო სოლდადო – “ვალენსიადან” “ტოტენჰემში”
9. იაგო ასპასი – “სელტადან” “ლივერპულში”
8. ანდრეა დოსენა – “ნაპოლიდან” “სანდერლენდში”
7. პაბლო ოსვალდო – “რომადან” “საუთჰემპტონში”
6. ანდრეას კორნელიუსი – “კოპენჰაგენიდან” “კარდიფ სიტიში”
5. ნიკოლას ანელკა – “შანხაი შენხუადან” “ვესტ ბრომვიჩში”
4. ერიკ ლამელა – “რომადან” “ტოტენჰემში”
3. რიკი ვან ვოლფსვინკელი – “სპორტინგიდან” “ნორვიჩში”
2. მარუან ფელაინი – “ევერტონიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში”
1. კონსტანტინოს მიტროღლუ – “ოლიმპიაკოსიდან” “ფულჰემში”
მოურინიო: „მე და ვან გაალი დიდებული მწვრთნელები ვართ“
ინგლისის პრემიერლიგის ახალი სეზონის ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირება ლონდონის „ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის გაიმართება. „პენსიონერებს“ ჟოზე მოურინიო თავკაცობს, „წითელ ეშმაკებს“ კი ლუი ვან გაალის სახით ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ. ისინი ერთმანეთს კარგად იცნობენ, ვინაიდან სამი წლის განმავლობაში „ბარსელონაში“ ერთად მუშაობდნენ.
მოურინიო მოუთმენლად ელის „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გასამართ დაპირისპირებას და ვან გაალთან შეხვედრას.
პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჰოლანდიელი სპეციალისტის შესახებ საკმაოდ გულთბილად ისაუბრა.
„არ ვღელავ იმის გამო, რომ ვან გაალი ინგლისში იმუშავებს. მოუთმენლად ველოდები „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ გასამართ მატჩს. არ ვნერვიულობთ.
ცოტა ხნის წინათ ვან გაალის პრესკონფერენციას ვუცქირე. აი, ეს იყო ნამდვილი ვან გაალი – სამართლიანი და გახსნილი. ის ყოველთვის ასეთი გახლდათ. ლუი შესანიშნავი მწვრთნელია, „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ ზედგამოჭრილი თავკაცია~, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს „დეილი მეილი“.
კითხვაზე, მოურინიო უკეთესია თუ ვან გაალი, პორტუგალიელი ასე პასუხობს:
„მეც და ისიც დიდებული მწვრთნელები ვართ. ჩვენ ამ პროფესიისთვის ვართ დაბადებულნი. ლუი ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელია. მას ახლა კარიერის საუკეთესო პერიოდი აქვს. ვან გაალი მიღებულ გამოცდილებას აანალიზებს და სულ უფრო ვითარდება.
გარდა ამისა, ის ჩემი მეგობარიც გახლავთ, მუდმივი მეგობარი. მე მას დიდ პატივს ვცემ“, – აღნიშნა მოურინიომ.
„ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის დამდეგი მატჩი 26 ოქტომბერს გაიმართება.
როგორმა ფეხბურთელმა ითამაშა “ჩელსის” წინააღმდეგ
ინგლისელების გართობა ვეგასში… უილშირი ისევ ეწევა
ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებმა ჯო ჰარტმა, ჯეკ უილშირმა და ჯეიმს მილნერმა ჩავარდნილი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ლას-ვეგასში განტვირთვა გადაწყვიტეს.
გავრცელდა მათი გართობის ამსახველი ფოტომასალაც. ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ უილშირი კვლავ გამოიჭირეს სიგარეტის მოწევის პროცესში. ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბრის თვეში ინგლისელი ნახევარმცველი სიგარეტით ხელში დააფიქსირეს. მაშინ უილშირმა თქვა, რომ ზოგადად არ ეწევა და ამიერიდან სიგარეტისკენ აღარც გაიხედავდა, თუმცა… შარშან არსენ ვენგერმა ამ ფაქტის გამო ფეხბურთელი საჯაროდ გააკრიტიკა. საინტერესოა, ახლა რა ელის უილშირს.
ბექჰემი ჯერარდს სანაკრებო კარიერის გაგრძელებას ურჩევს
ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი იმედს გამოთქვამს, რომ სტივენ ჯერარდი ეროვნულ გუნდში თამაშს გააგრძელებს.
„ლივერპულის“ კაპიტანი არ მალავს, რომ უახლოეს პერიოდში საერთაშორისო კარიერის დასრულებას აპირებს. 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჯერარდი უკვე 36 წლის იქნება.
გარდა ამისა, მერსისააიდული გუნდის მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი პირადად არის დაინტერესებული, რომ ინგლისელმა ფეხბურთელმა საერთაშორისო კარიერა დაასრულოს, რათა სრული კონცენტრაცია კლუბზე გააკეთოს.
დევიდ ბექჰემს განსხვავებული მოსაზრება აქვს.
„ინგლისის ნაკრებში რამდენიმე წლის განმავლობაში ვთამაშობდი, ვიყავი გუნდის კაპიტანიც. ეს პერიოდი ამ დრომდე მენატრება. ინგლისის ნაკრები ჩემთვის უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე სხვა რაღაცები.
კარგი იქნება, თუ სტივენი ნაკრებში თამაშს გააგრძელებს. მსოფლიოს ჩემპიონატმა იმედგაცრუება მოგვიტანა, კაპიტანი ყოველთვის საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას. ამ ამპლუაში გარკვეულ ვალდებულებას გრძნობ, ცდილობ, რომ გუნდი წამოაყენო, სტივენი ყოველთვის იყო ნამდვილი ლიდერის განსახიერება.
ახალგაზრდა მოთამაშეები უნდა უყურებდნენ წარმატებულ ადამიანებს. ვფიქრობ, სტივენი შესანიშნავი კაპიტანია. მას არ სჭირდება ჩემი რჩევები, თუმცა მაინც ვეტყოდი: „სანამ შეგიძლია, ითამაშე ნაკრებში“, – განაცხადა ბექჰემმა.
ბრაზილიური პრესა ნაკრების მარცხს მიკ ჯაგერს აბრალებს
ბრაზილიურმა პრესამ ჯგუფ „როლინგ სტოუნზის“ წამყვანი ვოკალისტი მიკ ჯაგერი უიღბლობის მომტან პირად შერაცხა.
მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე ბრაზილიის და გერმანიის ნაკრებებს შორის წუხელ გამართულ შეხვედრას (1:7) ბრაზილიელ შვილ ლუკასთან ერთად სტადიონის ვიპ-ლოჟიდან ადევნებდა თვალყურს ბრიტანელი მუსიკოსი.
ფეხბურთის სამხრეთამერიკელმა გულშემატკივრებმა მიკ ჯაგერის ცუდი აურა ჯერ კიდევ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დალანდეს, როდესაც მუსიკოსის საყვარელმა ინგლისის, აშშ-ისა და ბრაზილიის ნაკრებებმა ტურნირზე წარუმატებლად იასპარეზეს.
ბრაზილიელმა ფანებმა მიკ ჯაგერს pe frio (ცუდი ფეხის მქონე პირი) შეარქვეს, რაც საფუძველს მოკლებული სულაც არ არის. ბრიტანელი მუსიკოსი რამდენჯერაც რომელიმე გუნდს მიემხრო, იმდენჯერ დამარცხდა მისი რჩეული ნაკრები.
თურმე, მუნდიალის დაწყებამდე მიკ ჯაგერს პორტუგალიელებისთვის უთქვამს, თქვენი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონი გახდებაო, თუმცა პორტუგალიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის დაძლევაც ვერ მოახერხა.
რომში ყოფნის დროს მიკ ჯაგერმა იტალიელ ტიფოზებს უთხრა, იტალიის ნაკრები ურუგვაის დაამარცხებს და ჯგუფურ ეტაპს დაძლევსო, თუმცა „სკუადრა აძურამ“ ის შეხვედრა ანგარიშით 0:1 დათმო და ტურნირს გამოეთიშა.
ვერც მისმა საყვარელმა ინგლისის ნაკრებმა მოახერხა ჯგუფური ეტაპის დაძლევა.
წუხელ კი, „სელესაომ“ შინაურ კედლებში გერმანიის ნაკრებთან სამარცხვინო მარცხი იგემა.
ბრაზილიელი ფანები ახლა უკვე ოფიციალური წერილით მიმართავენ მიკ ჯაგერს იმისთვის, რომ ბრიტანელმა მუსიკოსმა „სელესაოს“ მხარი აღარ დაუჭიროს.